მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

სახარებაჲ მათესი 6:2

1. ეკრძალენით ქველის-საქმესა თქუენსა, რაჲთა არა ჰყოთ წინაშე კაცთა სახილველად მათა; უკუეთუ არა, სასყიდელი არა გაქუნდეს მამისა თქუენისაგან ზეცათაჲსა.2. ხოლო რაჟამს იქმოდი ქველის-საქმესა, ნუ ჰქადაგებ წინაშე შენსა, ვითარცა-იგი ორგულთა ყვიან შესაკრებელთა მათთა და უბანთა ზედა, რაჲთა იდიდნენ კაცთაგან. ამენ გეტყჳ თქუენ: მიუღებიეს სასყიდელი მათი.3. ხოლო შენ რაჟამს ჰყოფდე ქველის-საქმესა, ნუ სცნობნ მარცხენაჲ შენი, რასა იქმოდის მარჯუენაჲ შენი.
სახარებაჲ მათესი თავი 6
2. ხოლო რაჟამს იქმოდი ქველის-საქმესა, ნუ ჰქადაგებ წინაშე შენსა, ვითარცა-იგი ორგულთა ყვიან შესაკრებელთა მათთა და უბანთა ზედა, რაჲთა იდიდნენ კაცთაგან. ამენ გეტყჳ თქუენ: მიუღებიეს სასყიდელი მათი.

განმარტებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის

საუბარი 31. „და მოიყვანნა თარრა აბრაამ" (დაბ 11:31)
წმინდა იოანე ოქროპირი
რედ: Sasoeba.ge
1. ფხიზლობა ეშმაკის მზაკვრობათა წინააღმდეგ:

...ელად, არამედ მამასა შენსა დაფარულად; და მამამან შენმან, რომელი ხედავს დაფარულთა, მოგაგოს შენ"** (მათ 6:17–18). და კვლავ: „ხოლო რაჟამს იქმოდი ქველის-საქმესა, ნუ ჰქადაგებ წინაშე შენსა, ვითარცა-იგი ორგულთა ყვიან შესაკრებელთა მათთა და უბანთა ზედა, რაჲთა იდიდნენ კაცთაგან. ამენ გეტყჳ თქუენ: მიუღებიეს სასყიდელი მათი" (). ხედავ, როგორ ამქვეყნიური დიდების მაძიებელს იქაური (საუკუნო) დიდება ეკარგება, და, პირიქით, სათნოების აღმსრულებელი ამ მცნებისამებრ, ვინც ადამიანებისგან მის დაფარვას ცდილობს, უფლისგან ჯილდოს აშკარად მიიღებს იმ საშინელ დღეს. „მამამან შენმან, — ნათქვამია, — რომელი ხედავს დაფარულთა, მოგაგოს შენ"; ანუ ნუ ფიქრობ იმაზე, რომ არცერთმა ადამიანმა არ გაქო შენ და, რომ შენ ფარულად აღასრულებ სათნოებას; არა, იფიქრე იმაზე, რომ ცოტა ხნის შემდეგ უფლის სიუხვე იმდენად დიდი იქნება, რომ ის სათნოების ღვაწლისთვის შენ გადიდებს, გვირგვინს დაგადგამს და გაჯილდოებს არა ფარულად, არა საიდუმლოდ, არამედ მთელი კაცობრიობის წინაშე, ადამიდან მოყოლებული ქვეყნის აღსასრულამდე. მაშ, რა გამართლების ღირსნი იქნებიან ისინი, ვინც სათნოების შრომა კი იტვირთეს, მაგრამ მსგავსი ადამიანებისგან მომდინარე დროებითი, უმნიშვნელო და დიდებისმოყვარეობის გამო ზეციური დიდება დაკარგეს?...

სრულად ნახვა
თარგმანებაჲ იოანეს სახარებისაჲ თავი ნთ
წმინდა იოანე ოქროპირი
სწავლაჲ ნთ: მცნებათა ქრისტჱსთა დამარხვისათჳს და საჴმართმოყუარებისათჳს:

...გუეახლოს, მეყსეულად შეიმუსროს, რამეთუ მწყემსი არს ჩუენი, რომელსა ესრეთ უყუართ, რომელ სულსა თჳსსა დასდებს ჩუენთჳს, და ძლიერი არს მეუფჱ ყოველთაჲ. ხოლო ვინაჲთგან ძლიერიცა არს და უყუართცა, რაჲღა არს დამაყენებელ ჩუენდა ცხოვნებად? არარაჲ, გარნა ჩუენი უდბებაჲ. რამეთუ იტყჳს: „ვერ ძალ-გიც ღმრთისა მონებად და მამონაჲსა“. ; აწ უკუეთუ ღმერთსა ვჰმონებდეთ, მისი მძლავრებაჲ არა მოიწიოს ჩუენ ზედა, რომელი უბოროტეს არს ყოვლისა მძლავრებისა, - სიყუარული საფასეთაჲ, - რომელი სავსე არს შურითა და ჴდომითა, ბილწებითა, ანგაჰრებითა, სიმთრვალითა, რამეთუ აზნაურთა ჰყოფს მონა, არა კაცთა მონა, არამედ ვნებათა. ჵ მონებაჲ საეშმაკოჲ, რომელსა მრავალნი სულნი დაუბნელებიან! დაბნელებულნი იგი ვერ სცნობენ წარწყმედასა მას და უფროჲსად არა ჰნებავს ცნობად, არამედ უხარის ბოროტსა მას შინა, და უკუეთუ ვის ენებოს ჴსნაჲ მათი, განრისხებულ იქმნნიან.

ჵ კაცო, არა თუ ამისთჳს დაიბადე, რაჲთა მარადის ოქროსა და ვეცხლსა ჰმონებდე, არა თუ ამისთჳს შეგქმნა ღმერთმან ხატად თჳსა, არამედ ამისთჳს, რაჲთა მას სათნო-ეყო და ჰპოვნე საუკუნენი კეთილნი და ანგელოზთა თანა იშუებდე. ხოლო შენ რად შთააგდებ თავსა შენსა უკუანაჲსკნელსა მას შინა უნდოებასა ესევითარისა პატიოსნები...

სრულად ნახვა
თარგმანებაჲ იოანეს სახარებისაჲ თავი ნვ
წმინდა იოანე ოქროპირი
ს ი ტ ყ უ ა ჲ ე ს ე: „და წარვიდოდა იესუ და იხილა კაცი ბრმაჲ შობითგან. ჰკითხვიდეს მოწაფენი მისნი და ეტყოდეს: რაბი, ვინ ცოდა: ამან ანუ მშობელთა ამისთა, რამეთუ ბრმაჲ იშვა?“ (9,1-2).:

...ჭეშმარიტსა გულისხმის-ყოფასა, რამეთუ ხედვითა დაბადებულთაჲთა ვიცნობთ ყოველთა ღმერთსა, „რამეთუ უხილავნი მისნი სოფლის დაბადებითგან დაბადებულთა მიერ ცნობილნი იხილვებიან“. ამისთჳს უკუე საცნაურ არს, ვითარმედ არა გუამისა ოდენ, არამედ სულისაცა სანთელი არს თუალი. ; ამისთჳსცა ვითარცა სამეუფოსა ადგილსა დამკჳდრებულ არიან თუალნი, სიმაღლესა მას შინა მსხდომარენი უზეშთაეს სხუათა მათ საცნობელთასა. და მათ დაჰბადებს აწ უფალი და მიანიჭებს უთუალოსა მას, და მერმე რაჲთა არა მოგეგონოს, ვითარმედ ნივთი ეჴმარების მას საქმედ, და რაჲთა სცნა, ვითარმედ არა ეჴმარებოდა მას პირველითგან თიჴაჲ იგი, რამეთუ რომელმან არაარსისაგან უზეშთაესნი იგი ბუნებანი დაჰბადნა, ესემცა უნივთოდ ვერ ქმნაა? ხოლო რაჲთა სცნა, ვითარმედ არა თუ ნივთი ეჴმარებოდა მას ამისა ქმნად, რამეთუ ამისთჳს აღიღო თიჴაჲ, არამედ რაჲთა უჩუენოს, ვითარმედ იგი არს, რომელმან პირველ მიწისაგან დაჰბადა კაცი, ამისთჳს სცხო რაჲ თიჴაჲ იგი და ჰრქუა, ვითარმედ: „წარვედ და დაიბანე“, რაჲთა სცნა, ვითარმედ: არა მეჴმარების მე თიჴაჲ შესაქმედ თუალთა, არამედ რაჲთა გამოჩნდეს დიდებაჲ ჩემი....

სრულად ნახვა
თარგმანებაჲ იოანეს სახარებისაჲ თავი მ
წმინდა იოანე ოქროპირი
სწავლაჲ მ: ვითარმედ სრული სათნოებითა იგი არს, რომელი ყოველთა მცნებათა იქმოდის; და მოწყალებისათჳს:

...ქუნდეს, დედაჲ იგი ყოველთა ბოროტთაჲ?

„რამეთუ ძირი ყოვლისა ბოროტისაჲ ვეცხლისმოყუარებაჲ არს“, და ვივლტოდით უკუე მისგან, რამეთუ მან სოფელი ყოველი დაუწყნარებელყო. ესე მონებისაგან ქრისტესისა განგუაშორებს, რამეთუ „შეუძლებელ არს მონებაჲ ღმრთისაჲ და მამონაჲსი“. ; რამეთუ ქრისტე გუამცნებს მოწყალებასა, ხოლო იგი - მტაცებლობასა; ქრისტე გჳბრძანებს, რაჲ-თა შეუნდობდეთ თანამდებთა ჩუენთა, ; ხოლო იგი, - რაჲთა რომელთა არა ევნოს, მათცა ვავნებდეთ; ქრისტე იტყჳს, ვითარმედ: „მოწყალე იყავ“, ხოლო იგი იტყჳს: უწყალო იყავო და გულფიცხელ და ნურარად შეგირაცხიან ცრემლნი გლახაკთანი, - რაჲთა მას დღესა უწყალო იყოს უფალი ჩუენ ზედა, რამეთუ მაშინ ყოველი საქმჱ ჩუენი წინაშე თუალთა ჩუენთა წარმოგჳდგეს და ჩუენ მიერ ჭირვეულნი იგი და ძჳრხილულნი, და ყოველსა სიტყუასა ჩუენგან მიგჳღებდენ. რამეთუ უკუეთუ ლაზარეს არაჲ ჰვნებოდა მდიდრისაგან, არამედ ოდენ რამეთუ მოწყალებაჲ მის მიერ არა მიეღო, იყო შემასმენელ მისა და პირისა დამყოფელ, რაჲ ეყოს მათ,...

სრულად ნახვა
თარგმანებაჲ იოანეს სახარებისაჲ თავი ლჱ
წმინდა იოანე ოქროპირი
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „სდევნიდეს ჰურიანი იგი იესუს, რამეთუ ამას იქმოდა შაბათსა შინა. ხოლო იესუ მიუგო და ჰრქუა მათ: მამაჲ ჩემი მოაქამომდე იქმს, და მეცა ვიქმ“ (5,16-17).:

...გიეს, მათ ყოველთაგან გულისხმა-ჰყოფდ სამარადისოსა მას მამისა მოქმედებასა, „რამეთუ აღმოაბრწყინებს მზესა მისსა კეთილთა ზედა და ბოროტთა, და წჳმს მართალთა ზედა და ცოდვილთა“. და კუალად იტყოდა უფალი, ვითარმედ: „იხილენით შროშანნი ველისანი, ვითარ შეჰმოსს მათ“; ; და მფრინველთათჳს იტყოდა, ვითარმედ: „მამაჲ თქუენი ზეცა-თაჲ ზრდის მათ“. ; რამეთუ სადაცა-იგი სიტყჳთ ოდენ ქმნის სასწაული, მათისავე საქმისა მიერ დაუყვის პირი, ხოლო აქა ვინაჲთგან ცხედრისა აღებაჲ უბრძანა, გამოაჩინებდა შაბათისა დაჴსნასა და მამისა მიმართ აღიყვანა სიტყუაჲ თჳსი. და ოდესცა შაბათისათჳს იყოს სიტყუაჲ, არცა ვითარცა კაცი ოდენ იტყჳს მას, არცა ვითარცა ღმერთი ოდენ, არამედ ოდესმე ესრეთ და ოდესმე ეგრეთ, რამეთუ ენება ამის ორისაჲვე სარწმუნო-ყოფაჲ, განგებულებისაცა მისისა სიმდაბლესა და ღმრთეებისა მისისა პატივსა. ამისთჳს აწ ვითარცა ღმერთი მიუგებს, რამეთუ უკუეთუმცა კაცობრივ ეტყოდა მარადის, ვეროდესმცა მიეღო ღმრთეებისა მისისა გულისხმის-ყოფაჲ. ამისთჳს მამასა შორის შემოიღებს და იტყჳს, ვითარმედ: „რომე...

სრულად ნახვა
თარგმანებაჲ იოანეს სახარებისაჲ თავი ჱ
წმინდა იოანე ოქროპირი
სწავლაჲ ჱ სიმდიდრისმოყუარებისათჳს:

...თაგან საქმეთა, რამეთუ მრავალი ბოროტი მოიწევის მათ მიერ ჩუენ ზედა, ვინაჲთგან არა არს კაცი, რომელსამცა უყუარდეს ამის სოფლისა საქმენი და იგიმცა მიიწია კეთილთა ზეცისათა, ანუმცა იღუაწა სასუფეველისათჳს; არამედ უეჭუელად, რომელი ამათდა შექცეულ იყოს, მათგან დაეცემის, რამეთუ „ვერვის ძალ-უც ღმრთისა მონებად და მამონაჲსა“, ; არამედ ერთისა უჴმს შეყუარებად და მეორისა - მოძულებად. და რომელნიცა მძლე ექმნნეს ვეცხლისმოყუარებასა, მათცა შეიყუარეს ღმერთი, ვითარცა ჯერ-არს, ხოლო რომელნი იძლინეს მის მიერ, იგინიცა დაეცნეს, რამეთუ სული, ვეცხლისმოყუარებისა მიერ ძლეული, ადვილად იძლევის ყოველთაგან ვნებათა, განმარისხებელთა ღმრთისათა, ვინაჲთგან მონაჲ არს ყოვლისა ბოროტისმოყუარისაჲ.

არამედ განიფრთხვეთ და აღდეგით და გულისხმა-ყავთ, ვისნი ვართ მონანი, და მისი ოდენ მეუფებაჲ ვადიდოთ. ვტიროდით და ვიგლოვდეთ პირველთა მათთჳს ჟამთა, რომელთა შინა ვჰმონეთ მამონას, განვაგდოთ ჩუენგან მძიმე იგი უღელი მისი და ვიტჳრთოთ ტკბილი იგი და სუბუქი უღელი ქრისტესი, რამეთუ იგი არარას გჳბრძანებს ესევითარსა, ვითარ-იგი მამონა. რამეთუ იგი გუეტყჳს, რაჲთა ყოველთა მტერ ვიყვნეთ, ხოლო უფალი უფროჲსად გუამცნებს სიყუარულსა; იგი თიჴასა შინა და მწჳრესა დაგუფლავ...

სრულად ნახვა
თარგმანებაჲ მათეს სახარებისაჲ თავი ჟ
წმინდა იოანე ოქროპირი
სწავლაჲ ჟ სინანულისათჳს და კეთილად მოქალაქობისა და უპოვრებისათჳს:

...ოჲსა ამისგან ბოროტისა; და აწ ჩუენ კუალად დავამონებთ თავთა ჩუენთა, ვინაჲიგი ვიჴსნენით, და უძჳრესი ესე არს, რომელ საწადელცა გჳჩნს ბოროტი ესე მონებაჲ.

განვიფრთხოთ, საყუარელნო, განვაგდოთ ჩუენგან უღელი ბოროტისა მის სოფლის მონებისაჲ და დავემონნეთ ქრისტესა, რამეთუ არა ჴელგუეწიფების მონებად ღმრთისა და მამონაჲსა. ; ბოროტ არს მონება მამონაჲსი, აქა ზრუნვანი და ჭირნი ცუდნი, და მუნ საუკუნესა - სასჯელი.

ხოლო მონებაჲ ქრისტჱსი აქაცა ტკბილ არს და საწადელ და მსგავს ანგელოზთა, და მუნ - სანატრელ და დიდებულ.

და ნუ იტყჳ, კაცო, თუ სიმდიდრე და საფასეთა სიმრავლე კეთილ არს და საქებელ კაცთა მიერ, ხოლო სიგლახაკე საწყინო არს და საწუნელ კაც-თა; არამედ იხილენ, თუ ვინ მას შინა გამოჩნდა, ანუ ვინ - ამას.

უპოვარებითა ელია იქცეოდა და ამაღლდა უცხოსა მას გზასა, ამითვე ელისე განბრწყინდა, ამითვე იოვანე ნათლისმცემელი და ყოველნი მოციქულნი.

იხილენ, მოწაფენიცა საფასეთანი ვინ არიან: აქაბ, იეზაბელ, გეეზი, იუდა, კაიაფა, ნერონ; ჰხედავა, ვინ არიან იგინი და ვინ ესენი?

თქუას ვინმე, ვითარმედ: უპოვრებასა აქუს ჭირი, რამეთუ რაჲ უჴმნ, არა პოის. რაჲ არს ესე სიტყუაჲ, კაცო? პავლეცა არა სიყმილითა და სიში-შულითა გარდაიჴადნა დღენი თჳსნი?...

სრულად ნახვა
თარგმანებაჲ მათეს სახარებისაჲ თავი ოდ
წმინდა იოანე ოქროპირი
სწავლაჲ ოდ რაჲთა ვისწრაფოთ აქავე კურნებად წყლულებათა სულთა ჩუენთასა:

...დ იტყჳს: „უფალი ახლოს არს, ნურას იურვით“; და „ძირი ყოველთა ბოროტთაჲ არს ვეცხლისმოყუარებაჲ“.

გნებავსა ხილვად სხუაჲ მკურნალი? ისმინე მისიცა განწესებაჲ: „ვერ ჴელ-გეწიფებისო მონებად ღმრთისა და მამონაჲსა“; და კუალად გასწავლის სახესა სიმრთელისასა და იტყჳს: „ნუ იუნჯებთო ქუეყანასა ზედა, სადა მღილმან და მჭამელმან განრყუნის, და მპარავთა დათხარიან და განიპარიან“. ხოლო ამას ყოველსა თანა გიჩუენებს სახესაცა, რაჲთა იხილნე სნებისა მის ბოროტნი, და წინაგიყოფს მდიდარსა მას, რომელი წადიერ იყო მიმთხუევად ცხორებისა და სიმრთელისა და ვერ უძლო მიმთხუევად ანგაჰრებისაგან მისისა. და კუალად ამას თანა სხუაჲ მახარებელი გიჩუენებს მეორესა მას მდიდარსა, რომელი იწუებოდა ცეცხლსა შინა და არცა თუ წუეთისა ერთისა წყლისა უფალ იყო.

კუალად იტყჳს სახიერი იგი მკურნალი, ვითარმედ: „შეუძლებელი კაცთაგან ღმრთისაგან შესაძლებელ არს“, რაჲთა სცნა, ვითარმედ დაღაცათუ მდიდარ იყო, ძ...

სრულად ნახვა
თარგმანებაჲ მათეს სახარებისაჲ თავი კჱ
წმინდა იოანე ოქროპირი
სწავლაჲ კჱ ვითარმედ კაცი უფლებული ცოდვათაგან არარაჲთა განყოფილ არს ეშმაკეულისაგან:

...ვითარცა ეშმაკეული, მიმოეკუეთების, უფროჲსად უძჳრესცა მისსა არს, რამეთუ ეშმაკეული იგი დაღაცათუ კაცთაგან უკურნებელ იყო, არამედ ბრძანებასა მას მეუფისასა ძრწოლით დაემორჩილა, ხოლო ესე არცა მას ჰმორჩილობს. აჰა ესერა ესმის მარადღე ბრძანებაჲ მისი, ვითარ იტყჳს, ვითარმედ: „ვერ ჴელ-გეწიფების მონებად ღმრთისა და მამონაჲსა“, და გეჰენიისა შიშსა წინაუყოფს და საუკუნეთა მათ სატანჯველთა გულისჴმა-უყოფს, და ვეცხლისმოყუარებისაგან ძლეული იგი არა შეიგონებს. ამისთჳს ვთქუ, თუ უძჳრეს ეშმაკეულისა არს ესევითარი იგი. და მე ჯერმიჩნს მრავალთა ეშმაკეულთა თანა ყოფაჲ, ვიდრეღა ერთისა თანა ესევი-თარისა. და საცნაურ არს, ვითარმედ არა ვსცთები ამას სიტყუასა ზედა, რამეთუ ვეცხლისმოყუარენი ყოველთავე კაცთა მავნებელ არიან: აზნაურ-თა ისწრაფიან მონა-ყოფად, ობოლთა დაჰქენჯნიან, ქურივთა სტყუენვენ, გლახაკთა სძარცუვენ, მრავალნი სახლნი დაარღჳნეს, მრავალნი ქალაქნი შეაშფოთნეს. ხოლო ეშმაკეული თავსა ხოლო თჳსსა ავნებს და უფროჲსად ყოველთა მიერ წყალობისა ღირს არს, რამეთუ იძულებით შეემთხუევის ყოველივე იგი განსაცდელი და არა ნეფსით, ვითარცა მათ.

რომელთამცა ეშმაკეულთა ქმნეს ესევითარი ბოროტი, ვითარ ქმნა იუდა გარდარეული იგი ურჩულოებაჲ? და ყოველნივე, რომელნიცა მობა-ძავ მისსა არიან, მრავლითა ბოროტითა...

სრულად ნახვა
თარგმანებაჲ მათეს სახარებისაჲ თავი კა
წმინდა იოანე ოქროპირი
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „ამისთჳს გეტყჳ თქუენ: ნუ ჰზრუნავთ სულისა თქუენისათჳს, რაჲ სჭამოთ ანუ ჰსუათ; ნუცა ჴორცთა თქუენთათჳს, რაჲ შეიმოსოთ. ანუ არა სული უფროჲს არს საზრდელისა და გუამი - სამოსლისა?“ (6,25).:

...ებიან, და აგებულებაჲ მათი ჰგიეს, და სული მათ შინა მკჳდრ არს. უკუეთუ კულა აგებულებაჲ მათი დაიჴსნას, მაშინ სულიცა სამკჳდრებელისა მისგან განვალს. ამისთჳს ორივე ესე გამოაჩინა: ერთისა მის უკუდავებაჲ და მეორისა განჴრწნადი აგებულებაჲ, და თქუა: „ვინ-მე თქუენგანი ზრუნვიდეს და შეუძლოს შეძინებად ჰასაკსა თჳსსა წყრთა ერთ?“ დაიდუმა სულისათჳს თქუმად, რამეთუ არა მიიღებს იგი სიორძილესა, და ჴორცთათჳს ჰყოფს სიტყუასა, რაჲთა ამისგან იგიცა გულისჴმა-გჳყოს, ვითარმედ არცა ჴორცთა აგებულებაჲ საზრდელისაგან ჰგიეს, არცა სული ამისთჳს მკჳდრ არს მათ შინა, არამედ განგებულებითა ღმრთისაჲთა იქმნების ესე, ვითარცა პავლე იტყჳს, ვითარმედ: „არცა დამსხმელი რაჲ არს, არცა მომრწყველი, არამედ აღმაორძინებელი ღმერთი“. ხოლო ესრეთ გულისჴმა-გჳყო რაჲ ჩუენისა ამის ბუნებისაგანვე, ვითარმედ არარას ჴელ-გუეწიფების ქმნად თავით თჳსით და ამისთჳს არა გჳღირს ზრუნვაჲ, არამედ ყოველივე ღმრთისა მიგდებად ზრუნვაჲ ჩუენი, კუალად გარეშე-თაცა საქმეთაგან შემოიღებს სახესა ამის ჯერისათჳს:

ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „მიხედეთო მფრინველთა ცისათა, რამეთუ არა სთესვენ, არცა მკიან, არცა შეიკრებენ საუნჯეთა, და მამაჲ თქუენი ზეცათაჲ ზრდის მათ. არა-მე უფროჲს თქუენ უმჯობ...

სრულად ნახვა
თარგმანებაჲ მათეს სახარებისაჲ თავი კ
წმინდა იოანე ოქროპირი
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „ხოლო შენ რაჟამს იმარხვიდე, იცხე თავი შენი და დაიბანე პირი შენი, რაჲთა არა ეჩუენო კაცთა მმარხველად, არამედ მამასა შენსა დაფარულად; და მამამან შენმან, რომელი ხედავს დაფარულთა, მოგაგოს შენ“ (6,17-18).:

...რდგენ წინაშე ღმრთისა, სადა-იგი ყოველნივე შიშუელნი და ქედდადრეკილნი წარვდგეთ, მაშინ იპოვნენ იგინი უნაყოფონი და ცარიელნი; და რაჲმცა იყო ამისა უსაწყალობელეს, უკუეთუ მოქმედთა სათნოებისათა, ოდეს-იგი სასყიდელისა ჟამი იყოს, არარაჲ პოონ, არამედ ესმას ჴმაჲ იგი სიმწარისაჲ, ვითარმედ: „მიგიღებიეს სასყიდელი თქუენი“.

და უფროჲსად, რომელ ესრეთ სუბუქ და ადვილ არს მცნებაჲ ესე, რამეთუ არა თუ უმეტესად მარხვაჲ გუამცნო, არამედ ესე ოდენ გჳბრძანა, რაჲთა სასყიდელი იგი და გჳრგჳნი შრომისა მის ჩუენისაჲ არა წარვწყმიდოთ; რაჲთა რომელი-იგი ძნელ არს და მძიმე, ზოგად გუაქუნდეს ჩუენცა და მაჩუენებელთა, რომელ არს შრომაჲ იგი და ჭირი მარხვისაჲ, რამეთუ ჩუენცა ვიმარხავთ და იგინიცა, და ოდესმე უმეტესცა ჩუენსა არნ მათი იგი მარხვაჲ; ხოლო რომელი-ესე სუბუქ არს და ადვილ, - რაჲთა სასყიდელი შრომისა ჩუენისაჲ არა წარვწყმიდოთ, - ესე გუამცნო და გჳბრძანა უფალმან. არა თუ შრომაჲ და ღუაწლი ჩუენი აღაორძინა, არამედ სასყიდელი ჩუენი დაგჳმარხა უცთომელად, რაჲთა არა ცარიელნი და უგჳრგჳნოსნონი წარვიდეთ მსგავსად მათსა, რომელთაცა ორგულ სახელ-სდვა.

რამეთუ არცა თუ თეატრონსა შინა, ანუ ცხენთა სარბიელსა შემავალ-თა მალემსრბოლთა, გინა მორკინალთა, გინა მსახიობელთა მიემსგავსნეს, ანუ თუ მეორღანოეთა და მ...

სრულად ნახვა