...გნებავსა ხილვად სხუაჲ მკურნალი? ისმინე მისიცა განწესებაჲ: „ვერ ჴელ-გეწიფებისო მონებად ღმრთისა და მამონაჲსა“; და კუალად გასწავლის სახესა სიმრთელისასა და იტყჳს: „ნუ იუნჯებთო ქუეყანასა ზედა, სადა მღილმან და მჭამელმან განრყუნის, და მპარავთა დათხარიან და განიპარიან“. ხოლო ამას ყოველსა თანა გიჩუენებს სახესაცა, რაჲთა იხილნე სნებისა მის ბოროტნი, და წინაგიყოფს მდიდარსა მას, რომელი წადიერ იყო მიმთხუევად ცხორებისა და სიმრთელისა და ვერ უძლო მიმთხუევად ანგაჰრებისაგან მისისა. და კუალად ამას თანა სხუაჲ მახარებელი გიჩუენებს მეორესა მას მდიდარსა, რომელი იწუებოდა ცეცხლსა შინა და არცა თუ წუეთისა ერთისა წყლისა უფალ იყო.
კუალად იტყჳს სახიერი იგი მკურნალი, ვითარმედ: „შეუძლებელი კაცთაგან ღმრთისაგან შესაძლებელ არს“, რაჲთა სცნა, ვითარმედ დაღაცათუ მდიდარ იყო, ძალ-უც მკურნალსა მას კურნებაჲ შენი, რამეთუ არა სიმდიდრე განაგდო წესისა მისგან, არამედ მონებაჲ საფასეთაჲ და ტრფიალებაჲ ანგაჰრებისაჲ; რამეთუ მდიდარსა უკუეთუ სიმდიდრე თჳსი ზიარად აქუნდეს გლახაკთათჳს, ძალ-უც...