...აჲ, ვიდრემდე მათ თანა არს სიძე? მოვლენ დღენი, რაჟამს აღმაღლდეს მათგან სიძე იგი, და მაშინ იმარხვიდენ“ (9,14-15).
თ ა რ გ მ ა ნ ი: ესე არს სენი იგი, რომელი პირველვე განაწესა ქრისტემან აღმოფხურად, ოდეს-იგი იტყოდა: „რაჟამს იმარხვიდე, იცხე თავსა შენსა და დაიბანე პირი შენი, რაჲთა არა ეჩუენო კაცთა მმარხველად“; რამე-თუ უწყოდა, რავდენისა ბოროტისა აღმომაცენებელ იყო. ამის სენისაგან შეპყრობილ იყვნეს იგინიცა, რომელნი აწ ბრალობასა დასდებენ მოწაფე-თა ზედა უფლისათა. გარნა ეგრეთცა არა შეჰრისხნა მათ უფალმან, არცა ჰრქუა: ჵ მზუაობარნო და მაჩუენებელნო, რაჲსა ესრეთ ცუდადჰმეტყუელებთ? არამედ სახიერებით მიუგო: „ჴელ-მე-ეწიფებისა ძეთა სიძისათა გლოად?“ ოდეს-იგი მეზუერეთათჳს აბრალეს, უფიცხესად შეჰრისხნა მაბრალობელთა მათ, რაჲთა ნუგეშინის-სცეს მოწყლულთა მათ სულთა მათ-თა, რომელნი, ვითარცა ცოდვილნი, არაღირსად მიახლებისა თქუეს მწიგნობართა მათ. ხოლო აქა, ვინაჲთგან მოწაფეთა მისთათჳს იყო ბრალობაჲ, სიტკბოებით მისცა პასუხი. ხოლო სიტყუაჲ იგი მაბრალობელთაჲ მათ ესევითარი არს: იყავნ ესე შენთჳსო, რამეთუ იტყჳ, ვითარმედ: კურნებისა მა-თისათჳს და სარგებელისა სჭამ და სუამ მეზუერეთა თანა, მოწაფენი შენნი რაჲსათჳსღა დაუტეობენ მარხვასა და ესევითართა ტაბლათა ერევიან და არა გუბაძვ...