თ ა რ გ მ ა ნ ი: კუალად სახელი მამისაჲ აჴსენა, რაჲთა ძჳრისმოჴსენე თუ ვინ იყოს, შეაშინოს არაშენდობითა ცოდვათაჲთა, უკუეთუ მან არა შეუნდოს შეცოდებანი მოყუსისანი, და შეარცხჳნოს სახელის-დებითა მით სახიერისა მის მამისაჲთა. ვითარმცა იტყოდა, ვითარმედ: არა გრცხუენისა, რომელი-ეგე ღირს-გყავ შვილ ღმრთისა წოდებად, და აწ გონებაჲ მჴეცისაჲ შეგიმოსიეს? რომელი ზეცას წოდებულ ხარ, და ქუეყანისასა ჰზრახავ? მე მადლითა უსასყიდლოჲთა გყავ შენ შვილ ღმრთისა, აწ თანაგაც შენცა საქმით მსგავსებად მისა, რამეთუ არარაჲთა შემძლებელ არს კაცი ესრეთ მიმსგავსებად ღმრთისა, ვითარ ოდეს-იგი შემნდობელ იყოს შეცოდებულთა მიმართ და ძჳრუჴსენებელ მტერთა მიმართ.
ვისმინოთ ესე, ქრისტესმოყუარენო, შვილნო ეკლესიისანო, და გულის-ჴმა-ვყოთ, ვითარმედ თანამდებ არს ესე ჩუენ ზედა - მიტევებაჲ შეცოდებისაჲ მოყუასთაჲ. ამისთჳს ყოველნივე იგი სიტყუანი ლოცვისანი ზიარად გჳბრძანა თქუმად: „მამაო ჩუენო“, და „იყავნ ნებაჲ შენი ვითარცა ცათა შინა, ეგრეცა ქუეყანასა ზედა“, და „პური ჩუენი არსობისაჲ მომეც ჩუენ“, და „მომიტევენ თანანადებნი ჩუენნი“, და „ნუ შემიყვანებ ჩუენ განსაცდელსა“, და „გჳჴსნენ ჩუენ...