მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

სახარებაჲ მათესი 6:14

13. და ნუ შემიყვანებ ჩუენ განსაცდელსა, არამედ მიჴსნენ ჩუენ ბოროტისაგან, რამეთუ შენი არს სუფევაჲ და ძალი და დიდებაჲ საუკუნეთა მიმართ. ამენ.14. რამეთუ უკუეთუ მიუტევნეთ თქუენ კაცთა შეცოდებანი მათნი, მოგიტევნეს თქუენცა მამამან თქუენმან ზეცათამან.15. ხოლო უკუეთუ არა მიუტევნეთ კაცთა შეცოდებანი მათნი, არცა მამამან თქუენმან მოგიტევნეს თქუენ შეცოდებანი თქუენნი.
სახარებაჲ მათესი თავი 6
14. რამეთუ უკუეთუ მიუტევნეთ თქუენ კაცთა შეცოდებანი მათნი, მოგიტევნეს თქუენცა მამამან თქუენმან ზეცათამან.
თარგმანებაჲ მათეს სახარებისაჲ თავი ით
წმინდა იოანე ოქროპირი
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „უკუეთუ მიუტევნეთ თქუენ კაცთა შეცოდებანი მათნი, მოგიტევნეს თქუენცა მამამან თქუენმან ზეცათამან. უკუეთუ არა მიუტევნეთ თქუენ კაცთა შეცოდებანი მათნი, არცა მამამან თქუენმან მოგიტევნეს თქუენ შეცოდებანი თქუენნი“ (6,14-15).:

თ ა რ გ მ ა ნ ი: კუალად სახელი მამისაჲ აჴსენა, რაჲთა ძჳრისმოჴსენე თუ ვინ იყოს, შეაშინოს არაშენდობითა ცოდვათაჲთა, უკუეთუ მან არა შეუნდოს შეცოდებანი მოყუსისანი, და შეარცხჳნოს სახელის-დებითა მით სახიერისა მის მამისაჲთა. ვითარმცა იტყოდა, ვითარმედ: არა გრცხუენისა, რომელი-ეგე ღირს-გყავ შვილ ღმრთისა წოდებად, და აწ გონებაჲ მჴეცისაჲ შეგიმოსიეს? რომელი ზეცას წოდებულ ხარ, და ქუეყანისასა ჰზრახავ? მე მადლითა უსასყიდლოჲთა გყავ შენ შვილ ღმრთისა, აწ თანაგაც შენცა საქმით მსგავსებად მისა, რამეთუ არარაჲთა შემძლებელ არს კაცი ესრეთ მიმსგავსებად ღმრთისა, ვითარ ოდეს-იგი შემნდობელ იყოს შეცოდებულთა მიმართ და ძჳრუჴსენებელ მტერთა მიმართ.

ვისმინოთ ესე, ქრისტესმოყუარენო, შვილნო ეკლესიისანო, და გულის-ჴმა-ვყოთ, ვითარმედ თანამდებ არს ესე ჩუენ ზედა - მიტევებაჲ შეცოდებისაჲ მოყუასთაჲ. ამისთჳს ყოველნივე იგი სიტყუანი ლოცვისანი ზიარად გჳბრძანა თქუმად: „მამაო ჩუენო“, და „იყავნ ნებაჲ შენი ვითარცა ცათა შინა, ეგრეცა ქუეყანასა ზედა“, და „პური ჩუენი არსობისაჲ მომეც ჩუენ“, და „მომიტევენ თანანადებნი ჩუენნი“, და „ნუ შემიყვანებ ჩუენ განსაცდელსა“, და „გჳჴსნენ ჩუენ...

სრულად ნახვა
მათეს სახარების განმარტება - თავი VI
ნეტარი თეოფილაქტე ბულგარელი
მთ: გვანცა კოპლატაძე
6:14-15 — მიტევების აუცილებლობა:

14. რამეთუ უკუეთუ მიუტევნეთ თქუენ კაცთა შეცოდებანი მათნი, მოგიტევნეს თქუენცა მამამან თქუენმან ზეცათამან. - კვლავ გვასნავლის, არ ვიყოთ გულღვარძლიანნი და მამას შეგვახსენებს, რათა შეგვრცხვეს და რადგანაც მისი შვილები ვართ, მხეცებს არ დავემსგავსოთ.

15. ხოლო უკუეთუ არა მიუტევნეთ კაცთა შეცოდებანი მათნი, არცა მამამან თქუენმან მოგიტევნეს თქუენ შეცოდებანი თქუენნი. - არაფერი ისე არ სძულს სათნო ღმერთს, როგორც გულქვაობა.

სიტყვა კვირიაკესა ყველიერისასა
წმ. მღვდელმთავარი გაბრიელი (ქიქოძე)

განმარტება სახარებისა. უკეთუ მიუტევნეთ თქვენ კაცთა შეცოდებანი მათნი, მოგიტევნენ თქვენცა მამამან თქვენმან ზეცათამან (მათ. 6, 13).

ხვალითგან, ძმანო მართლ-მადიდებელნო ქრისტიანენო, დაიწყება დიდი მარხვა, ესე იგი დღენი ლოცვისა, მარხვისა, სინანულისა და ყოვლისა სულიერისა, ხოლო დღეს წაკითხული სახარება შეგვაგონებს, რომ წინაპირველად შევურიგდეთ, მივუტევოთ ურთიერთსა ყოველნი შეცოდებანი და ბრალნი. გარეშე ამის პირობისა უსარგებლო იქნება ლოცვა, მარხვა და ყოველი სულიერი შრომა. ვისაც გულში აქვს ვისმესთან მტერობა, შური, უკმაყოფილება, ის ნუ დაჰკარგავს ამაოდ დროებასა, ნუ შეუდგება მარხვასა და მომზადებასა, ვიდრე წინაპირველად არ შეურიგდება მოძულესა, არა აპატიებს ყოველთა მისთა შეცოდებათა. ყოველი კაცი უნდა გიყვარდეს. ყოველი კაცის ბედნიერება უნდა გსურდეს და გიხაროდეს, და ყოველი კაცის მწუხარება და უბედურება შენთვისაც სამწუხარო უნდა იყოს, და ესრეთ კეთილ-განწყობილმან, მშვიდობიანითა გულითა შეუდექი მარხვასა და ლოცვასა. როგორ უნდა ვიმარხვიდეთ, ესეც აგვიხსნა დღეს წაკითხულმა სახარებამ: რაჟამს იმარხვიდეთ, ნუ იყოფინ, ვითარცა ორგულნი, მწუხარე, ერთი სიტყვით, მარხვა...

სრულად ნახვა
მოძღვრება პარასკევს დიდ-მარხვის პირველ კვირიაკესა
წმ. მღვდელმთავარი გაბრიელი (ქიქოძე)

საყვარელნო, ძმანო, ქრისტიანენო! ვგონებ, რომელ მრავალნი თქვენ შორის ემზადებით ხვალისათვის ზიარებასა და დღეს უნდა სთქვათ აღსარება წინაშე მოძღვრისა თქვენისა, ამისთვის მსურს წინადაგიგო თქვენ რაოდენიმე ჰაზრი მას ზედა, თუ რაი არს აღსარება, ვინ და რისთვის დააწესა აღსარება, და უმეტესად, როგორ უნდა მოემზადოს ქრისტიანე აღსარებისათვის, უკეთუ სურს მიიღოს მისგან სრული სარგებლობა სულიერი.

მონანება და აღსარება არს ერთი შვიდთა საიდუმლოთაგანი. საიდუმლონი, ვითარცა უწყით თქვენცა, დააწესა უფალმან ჩვენმან იესო ქრისტემან მისთვის, რათა მათითა საშუალებითა მიიღოს მორწმუნემან უხილავი მადლი სულისა წმიდისა განსამტკიცებლად და საცხოვნებლად სულისა მისისა. აღსარებასა შინა კაცი მონანული, განიხილავს რა თავსა თვისსა და მოიგონებს რა ყოველთა თვისთა ცოდვათა, მივალს მოძღვართან და გულ-წრფელად შეატყობინებს მას სულიერსა თვისსა მდგომარეობასა და მიიღებს მისგან შენდობასა ცოდვათა თვისთასა სახელითა და ძალითა უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესითა. მაცხოვარმან, აღდგომილმან მკვდრეთით, მისცა მოწაფეთა თვისთა უფლება შეკვრისა და განხსნისა კაცთა ქვეყანასა ზედა, მეტყველმან: მიიღეთ სული წმიდა,...

სრულად ნახვა
სიტყვა კვირიაკესა ყველიერისასა
წმ. მღვდელმთავარი გაბრიელი (ქიქოძე)

ძველითგან მიღებულისა ჩვეულებისა-მებრ მართლ-მადიდებელსა ეკლესიასა შინა, აწინდელსა დღესა ქრისტიანენი გამოითხოვენ შენდობასა ურთიერთთა შორის, შეურიგდებიან ერთი მეორეს და მიუტევებენ, რაიცა ჰქონდათ უკმაყოფილება ანუ გულ-ნაკლულევანება ერთს მეორესაზედა. ამისათვის ეწოდებოდა დღესა ამას კვირიაკე შენდობისა. ნუ დავივიწყებთ ჩვენცა. ძმანო მართლ-მადიდებელნო, წმიდასა ამას ჩვეულებასა, აღვასრულოთ იგი გულ-წრფელად. მიხედეთ, რა სახით შეგვაგონებს მაცხოვარი აღსრულებასა ამა მცნებისასა: უკეთუ მიუტევნეთ თქვენ კაცთა შეცოდებანი მათნი, მოგიტევნეს თქვენცა მამამან თქვენმან ზეცათამან; ხოლო უკეთუ არა მიუტევნეთ თქვენ კაცთა შეცოდებანი, არცა მამამან თქვენმან მოგიტევნეს შეცოდებანი თქვენნი. ხედავთ, ვითარ ჰსურს მამასა ჩვენსა ზეციერსა, რათა იყოს ჩვენ შორის ერთობა და სიყვარული? ჰგრძობთ, ვითარ უყვარს მას, ოდეს გვხედავს შერიგებულთა და კეთილად განწყობილთა? წარმოიდგინეთ, ძმანო ჩემნო, ერთი ვინმე მამა, რომელსა ჰყავს რამოდენიმე შვილი და უყვარს იგინი; ვითარ სასიამოვნო არს მისთვის, ოდეს ხედავს მათ შორის სიყვარულსა და ერთობასა; გარნა ოდეს ნახავს მათში სიძულვილსა და განხეთქილებასა...

სრულად ნახვა
საუბარი 27. "და აღუშენა ნოე საკურთხეველი ღმერთსა" (დაბ 8:20)
წმინდა იოანე ოქროპირი
რედ: Sasoeba.ge
6. სინანულისკენ შეგონება და უმოწყალო მონის იგავი:

...სურს, რომ თავად ჩვენი გული იყოს მშვიდი და მყუდრო, რომ ჩვენი სული მშვიდობიანი იყოს და ყოველგვარი ვნებისგან თავისუფალი, და, რომ მოყვასთან სრული კეთილგანწყობა გამოვავლინოთ. სხვა ადგილასაც, მოისმინე, რას ამბობს: "რამეთუ უკუეთუ მიუტევნეთ თქუენ კაცთა შეცოდებანი მათნი, მოგიტევნეს თქუენცა მამამან თქუენმან ზეცათამან" (). ნუ ვიფიქრებთ, თითქოს ჩვენ, მოყვასს ვპატიობთ რა, მას ვუკეთებთ ქველმოქმედებას ან დიდ წყალობას; არა, ჩვენ თვითონ ვიღებთ ქველმოქმედებას, თვითონ ჩვენთვის გამოვიტანთ აქედან დიდ სარგებელს. ასევე, თუ მოყვასს არ ვაპატიებთ, ამით მას არანაირ ზიანს არ მივაყენებთ, ხოლო თავს აუტანელ ჯოჯოხეთურ ტანჯვას მოვუმზადებთ. ამიტომ, გთხოვ, ეს რომ ვიცით, ნურასოდეს ვიყოთ ბოროტის მახსოვრალნი და ნუ ვიკვებებთ მტრობას იმათ მიმართ, ვინც უსიამოვნობა ან რაიმე სხვა შეურაცხყოფა მოგვაყენა, არამედ, წარმოვიდგინოთ, რა ქველმოქმედებასა და კადნიერებას უფლის წინაშე მოგვანიჭებენ ისინი, და ყველაზე მეტად ისა, რომ შეურაცხმყოფელებთან შერიგება ჩვენს ცოდვებს წაშლის, ვისწრაფოთ და ნუ დავაყოვნებთ (მტრებთან შერიგებას), და, მოგვრილი სარგებლის შესახებ ვიფიქრებთ რა, ისეთი განწყობა გამოვავლინოთ მტრებისადმი, თითქოს ისინი ჩვენი ნამდვილი ქველმოქმედნი იყვნენ. თუ ფხიზელნი ვიქნებით, ჩვენ მი...

სრულად ნახვა
თარგმანებაჲ იოანეს სახარებისაჲ თავი ლდ
წმინდა იოანე ოქროპირი
სწავლაჲ ლდ ვითარმედ უჴმს მონანულსა, რაჲთა არა საქმით ოდენ განეყენოს ცოდვასა, არამედ გონებითაცა მოიძაგოს იგი:

...მოვიხუნეთ შორის ცოდვანი ჩუენნი, და იყავნ გონებაჲ მსაჯულ. და უკუეთუ მას დღესა არა გუნებავს განქიქებაჲ, აქავე განვკურნნეთ წყლულებანი ჩუენნი და დავასხათ მათ ზედა წამალი სინანულისაჲ, რამეთუ შესაძლებელ არს განკურნებად წყლულებათა ჩუენთა, ვითარცა იტყჳს უფალი, ვითარმედ: „უკუეთუ მიუტეოთ, მოგეტევნენ თქუენ ცოდვანი“. ; ; ეგრეთვე ვიქმთ, უკუეთუ გუენებოს, სინანულისა მიერ.

ხოლო სინანული ესრეთ იქმნების, რაჲთა განვეშორნეთ ქმნისაგან ბოროტთაჲსა, აღმოვჰჴოცნეთ იგინი სრულიად გონებათა ჩუენთაგან და ესრეთ ვიწყოთ დადებად წამლისა წყლულებათა ჩუენთა ზედა. და უკუეთუ მიგიტაცებიეს, განეშორე მისგან და დაიდევ წამალი მოწყალებისაჲ; და უკუეთუ გისიძავს, განეშორე მისგან და დაიდევ წამალი სიწმიდისაჲ; და უკუეთუ გიზრახავს ძმისადა, აჩუენე კუალად მის ზედა სიყუარული. და ესრეთ ვიქმოდით თითოეულსა ზედა საქმესა, და ნუმცა თანაწარვჰჴდებით ცოდვათა ჩუენთა, რამეთუ მოახლებულ არს ჟამი საშჯელისაჲ, ვითარცა იტყჳს მოციქული, ვითარმედ: „უფალი ახლოს არს. ნუ ჰზრუნავთ“, რომელნი მოღუაწებათა და ჭირთა შინა ხართ. ხოლო რომელნი ცოდვათა შინა ხართ, თქუენ...

სრულად ნახვა
თარგმანებაჲ მათეს სახარებისაჲ თავი პა
წმინდა იოანე ოქროპირი
სწავლაჲ პა ძჳრუჴსენებლობისათჳს:

...ობად, თუ რაჲზომ ბოროტ არს ძჳრის-ჴსენებაჲ, და რაჲზომ კეთილ არს ძჳრუჴსენებლობაჲ?

ისმინე, რასა იტყჳს: „უკუეთუ მიუტევნეთ თქუენ კაცთა შეცოდებანი მათნი, მოგიტევნეს თქუენცა მამამან თქუენმან ზეცათამან. უკუეთუ არა მიუტევნეთ თქუენ კაცთა შეცოდებანი მათნი, არცა მამამან თქუენმან მოგიტევნეს თქუენ შეცოდებანი თქუენნი“.

ისმინე კუალად იგავიცა იგი, რომელსა თანაედვა ბევრი შანთი და მიუტევა მეუფემან, ხოლო მან თჳსითა მით უგუნურებითა არა ინება მოყუსისადა სულგრძელ-ყოფად. ამისთჳს განაახლა თავსა ზედა თჳსსა რისხვაჲ იგი მეუფისაჲ.

რამეთუ ესეცა საცნაურ არს, ვითარმედ უკუეთუ ვისმე ჰრისხვიდეს ღმერთი და მოაწიოს მის ზედა სატანჯველი რაჲმე ამასვე სოფელსა, უკუეთუ ვინმე მოხარულ იყოს საქმესა მას ზედა, განურისხდების, დაღაცათუ სამართლად იტანჯების იგი ვინმე. არამედ შენ, კაცო, არა გიჴმს სიხარული ამას ზედა, ვითარცა იტყჳს წინაჲსწარმეტყუელი: „ვაჲ მათდა, რამეთუ არა ელმოდა შემუსრვილებაჲ იგი იოსებისი“, ესე იგი არს, ტომთა მათ მის-თაჲ, რამეთუ იგინი ღმრთისა განგებითა იტანჯებოდეს. არამედ ესევითარ-თაჲცა ჰნებავს, რაჲთა გუეწყალოდინ ჩუენ და მათ თანა გუელმოდის.

აწ უკუეთუ მათი არ...

სრულად ნახვა
თარგმანებაჲ მათეს სახარებისაჲ თავი ნთ
წმინდა იოანე ოქროპირი
სწავლაჲ ნთ ვითარმედ ჯერ-არს ფრიადი მოღუაწებაჲ ცხორებისათჳს ძმათაჲსა:

...უ იყოფინ! გარნა იგი არავე დასცხრების სწავლად ჩუენდა და წყალობად. არა დღითი-დღე გუეტყჳსა: „ვერ ჴელ-გუეწიფების მონებად ღმრთისა და მამონაჲსა“? - ჩუენ შორის უმეტესად აღორძნდების მძლავრებაჲ ვეცხლისმოყუარებისაჲ; არა ჴმამაღლად გჳბრძანებსა: „მიუტევეთ და მოგეტევნენ“? - და უფროჲსად მჴეცთა უმრისხანეს ვართ; არა მარადის გუამცნებსა, რაჲთა განვიშორნეთ ბოროტნი გულისთქუმანი? - და მრავალნი უძჳრეს ღორთასა იმწუბებიან მწჳრესა შინა ცოდვისასა.

და ამას ყოველსა ზედა სახიერი იგი არა დასცხრების სწავლად ჩუენდა და წყალობად. რაჲსათჳს უკუე არა ვიგონებთ ამას და ეგრეთვე ჩუენცა ვიპოებით ძმათა მიმართ სახიერ და სულგრძელ, ვითარცა ღმერთი ჩუენ ზედა? არა უწყითა, რამეთუ არა ხოლო თუ თავთა თჳსთა ცხორებისა მოღუაწებად თანამდებ ვართ, არამედ ძმათაცა ჩუენთა? ხოლო აწ ჩუენ მრავლისა მისგან უდებებისა და დაჴსნილებისა ჩუენისა სულთაცა თჳსთა და ძმათაცა ცხორებაჲ შეურაცხ-გჳყოფიეს, და ყოველივე ზრუნვაჲ ჩუენი და მოსწრაფებაჲ ჴორციელთა და წარმავალთა საქმეთათჳს არს, და სული ჩუენი შეურაცხგჳყოფიეს, შეურვებული და შეიწრებული ბევრეულთა ვნებათაგან, გულის-თქუმათაგან ბილწთა, გულისწყრომისაგან ბოროტისა, ძჳრის-ჴსენებისაგან და ზუაობისა, საჴმართმოყუარებისა...

სრულად ნახვა