...ემო კეთილად ცხად-ყო, ვითარმედ არა დაუსაბამო, არცა დაუსრულებელ, არამედ უკუანაჲსკნელ შემოსრულ და წუთჟამისა არს სიბოროტე, ამისთჳს უწოდა მას სოფლისა ამის, ვითარცა ამას შინა შემთხუევადსა, და აღსასრულსა მისსა თანა დასრულებადსა, რომლისა ღონე მჴსნელმან ლოცვით გუასწავა მამისა მიმართ, ვითარმედ: "მიჴსნენ ჩუენ ბოროტისაგან" (), ხოლო აქა მოციქულმან ძისა მიერ თქუა ჴსნაჲ, რამეთუ ყოველივე მათი —ერთ არს. და შესძინა: "ნებითა ღმრთისა და მამისა ჩუენისაჲთა". ნებაჲ უკუე თქუა, რამეთუ სათნო-ყოფითა მამისაჲთა იქმნა ჴსნაჲ ჩუენი განჴორციელებითა ძისაჲთა, ხოლო მამად ჩუენდა წოდებითა ღმრთისაჲთა კუალად შვილებისა იგი მადლი მოაჴსენა, ნათლისღებისა მიერი, რაჲთა მისნი მიმთხუეულნი არღარა ეძიებდენ წინადაცუეთასა, რამეთუ ჭეშმარიტებისა მიმთხუეულთადა არღარად საჴმარ არიან სახენი. ვინაჲცა მოციქულმან მყის დასაბამსავე ამხილა რაჲ, მოჴსენებითა ჯუარცუმისა და აღდგომისა, ცოდვათაგან ჴსნისა და საუკუნეთა კეთილთა მიმთხუევისა, მამისა სათნო-ყოფისა და ძისა განზრახვისა და ყოველთა კეთილთა მონიჭებისაჲთა, მყის დიდებისმეტყუელებად აღიძრა ურიცხუებასა ზედა ქველისმოქმედებათასა, რომელთა მიერ აღტყინებულმან გონებითა მადლობასა დაჰბეჭდა ამინითა, და თჳთ უფიცხესად იწყებს სიტყუად შეურაცხის-მყოფელთა მათ მიმართ ესო...
სახარებაჲ მათესი 6:13
12. და მომიტევენ ჩუენ თანა-ნადებნი ჩუენნი, ვითარცა ჩუენ მიუტევებთ თანამდებთა მათ ჩუენთა,13. და ნუ შემიყვანებ ჩუენ განსაცდელსა, არამედ მიჴსნენ ჩუენ ბოროტისაგან, რამეთუ შენი არს სუფევაჲ და ძალი და დიდებაჲ საუკუნეთა მიმართ. ამენ.14. რამეთუ უკუეთუ მიუტევნეთ თქუენ კაცთა შეცოდებანი მათნი, მოგიტევნეს თქუენცა მამამან თქუენმან ზეცათამან.
სახარებაჲ მათესი თავი 6