...ურევთ წესრიგს, არამედ ჯერ ის ვეძიოთ, რაც მან გვამცნო, რათა სხვაც მივიღოთ. ამიტომ უფალმა ლოცვის სიტყვებშიც, ჩვენთვის წესებისა და საზღვრების დასადგენად, რომლებამდეც ჩვენი ამქვეყნიურ საგნებზე თხოვნები უნდა ვრცელდებოდეს, ყოველი სიბრძნით აღსავსე ეს სიტყვები გვიბრძანა ვთქვათ: „პური ჩუენი არსობისაჲ მომეც ჩუენ დღეს" () — ანუ დღევანდელი საზრდო. სწორედ ამაზე ის მართალიც, თუმცა ეს სიტყვები ჯერ არ ჰქონდა მოსმენილი, ლოცულობდა და ამბობდა: „მცეს მე პური ჭამად და სამოსელი შემოსად". ამრიგად, ნუ ვითხოვთ მისგან სხვა ამქვეყნიურს. სრულიად შეუფერებელია ასეთი უხვისა და ასეთი ყოვლისშემძლეობის მქონისგან იმის თხოვნა, რაც ამ ცხოვრებასთან ერთად ინგრევა და მრავალ ცვლილებასა და შემთხვევითობას ექვემდებარება. ხოლო ასეთია ყველაფერი ადამიანური: სიმდიდრეს თუ მიუთითებ, თუ ძალაუფლებას, თუ ადამიანურ დიდებას. წარუვალს ვითხოვოთ, დაულევადს, ცვალებადობას დაუქვემდებარებელს. და ჩვენი უფლის სახიერების მცოდნელნი, ნუ ვიფიქრებთ ამჟამინდელზე, არამედ ყოველი ჩვენი ძალისხმევა და სურვილი ზეციურისკენ მივმართოთ. თუ იგი „მზე მისი აღმოვალს ბოროტთა ზედა და კეთილთა, და წჳმს მართალთა ზედა და ცრუთა", მით უმეტეს არ უგულებელყოფს ბოროტებისგან განშორებულთ, სიცრუისგან მოქცეულთ, არამედ განსა...
სახარებაჲ მათესი 6:11
განმარტებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის
...საჲ დაენერგოს გულთა მათ-თა, რამეთუ თჳნიერ სიმართლისა ჭეშმარიტი სიხარული არა იქმნების.
„რაჲთა ყოველსა შინა მარადის ყოველი უნაკლულოდ გუაქუნდეს და ვჰმატებდეთ ყოველსა ზედა საქმესა კეთილსა“.
გულისჴმა-ყავთ, ვითარ სიტყუასა მას სახარებისასა აღასრულებენ, რომელი იტყჳს, ვითარმედ: „პური ჩუენი არსობისაჲ მომეც ჩუენ დღეს“. ეგრეთვე მის სიტყჳსაებრ ითხოენ ბუნებითსა საჴმარსა ჴორცთასა, და ამასცა სულიერისავე წესისათჳს ითხოენ. ამისთჳსცა იტყჳან: „რაჲთა ვჰმატებდეთო ყოველსა ზედა საქმესა კეთილსა“. ესე იგი არს, რაჲთა არა მას ხოლო ვიქმოდით, რომელი თანაგუაც ქმნად, არამედ უმეტესსაცა; რამეთუ ამას მოასწავებს სიტყუაჲ იგი, თუ: „ვჰმატებდეთ“.
იხილე გალობაჲ კაცთა წმიდათაჲ. ღმრთისაგან ითხოენ საჴმარსა ბუნებითსა ზომით, ხოლო თავთა თჳსთაჲ ჰნებავს, რაჲთა გარდამატებულად აღასრულებდენ ყოველსა კეთილისსაქმესა. ესე საქმე არს ჭეშმარიტთა მონათა ღმრთისათაჲ, ესე გულისსიტყუაჲ არს მოღუაწეთა სრულთაჲ.
მერმე კუალად მოაჴსენებენ თავთა თჳსთა უძლურებასა მას კაცობრივსა, და ვითარმედ თჳნიერ ზეგარდამოჲსა შეწევნისა ვერცა ერთისა კე-თილისა შემძლებელ არიან ქმნად. ამისთჳს თქუან რაჲ: „რაჲთა ვჰმატებდეთ ყოველსა ზედა საქმესა კეთილსა“, მეყსეულად დაურთვენ: „ქრისტეს იესუს მიერ, უფლისა ჩუენისა, რომლისა თანა...