...ჩენს: ვერც სიმდიდრისადმი ვნება, ვერც დიდების სიყვარული, ვერც შური, ვერც რაიმე სხვა ვნება ვერ დაეუფლება მას. როგორ? — გეტყვი. ვისაც სინდისი წმინდა აქვს და ყოველი ბოროტებისგან თავისუფალი, იმაში თავად ყველას მეუფე უფალი დაიმკვიდრებს სამყოფელს: „ნეტარ იყვნენ წმიდანი გულითა, — ნათქვამია, — რამეთუ მათ ღმერთი იხილონ" (). როცა ვინმე ღირსი გახდება თავის თავში ღვთის ყოფნისა, ისეთ მდგომარეობაში იქნება, თითქოს მხოლოდ სხეულით არის მოსილი, და ყველაფერ ადამიანურის მიმართ სრულ უგულებელყოფას გამოავლენს. ყველაფერი ხილული ჩრდილსა და სიზმარს დაემსგავსება ასეთ ადამიანს; თითქოს უკვე ცაში ცხოვრობს, ამ ცხოვრებაში არაფრის სურვილი ექნება. ასეთი იყო პავლე, ქვეყნიერების მოძღვარი, რის გამოც ძახილით ამბობდა: ანუ „გამოცდასა ეძიებთ მისსა, რომელი-იგი ჩემ მიერ იტყჳს ქრისტე" (). და კვლავ: „ცხოველ არღარა მე ვარ, არამედ ცხოველ არს ჩემ თანა ქრისტე" (). და კვლავ: „რომელ-ესე აწ ცხოველ ვარ ჴორცითა, სარწმუნოებითა ცხოველ ვარ". ხედავ აქ კაცს, რომელიც სხეულითაა მოსილი, მაგრამ ყველაფერზე ისე ლაპარაკობს, თითქოს უსხეულო არსების ხვედრი რგებოდა?
სახარებაჲ მათესი 5:8
განმარტებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის
...შეგვეძლება ამქვეყნიური ცხოვრების დიდებაც ვეზიზღოთ, ჭეშმარიტ დიდებას უპირატესობა მივცეთ, თავმდაბლობაზე უფრო ვიზრუნოთ და ამქვეყნიური ცხოვრების ყოველი ბედნიერება არად მივიჩნიოთ, რათა ჭეშმარიტი და მყარი ნეტარებითებით ვიტკბოთ და ქრისტეს ხილვის ღირსნი გავხდეთ. „ნეტარ იყვნენ წმიდანი გულითა, რამეთუ მათ ღმერთი იხილონ" (). მაშ, განვწმინდოთ ჩვენი სინდისი და გულმოდგინებით ვიზრუნოთ ჩვენი ცხოვრების მოწესრიგებაზე, რათა, ამქვეყნიური საუკუნე ყოველგვარი სათნოებით რომ გავატაროთ, აქაური ღვაწლისთვის მომავალ საუკუნეში ჯილდოს ღირსნი გავხდეთ, ჩვენი უფლის იესო ქრისტეს მადლითა და კაცთმოყვარეობით, რომლის თანა მამასა, სულიწმიდითურთ, დიდება, ძალა, პატივი, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამინ.
..., მას მამაჲ უხილავს, ხოლო იხილეს იგი, არა თუ არსებითა და ბუნებითა მისითა ვითარ არს, არამედ შემოსილი ჴორცითა კაცობრივითა. ხოლო იცის სხუასა ადგილსა ხილვაჲ გულისხმის-ყოფისაჲ წოდებად, ვითარცა იტყჳს, ვითარმედ: „ნეტარ იყვნენ წმიდანი გულითა, რამეთუ მათ ღმერთი იხილონ“. ხოლო წმიდად არა სიძვისაგან ოდენ წმიდათა იტყჳს, არამედ რომელნი ყოველთავე ცოდვათაგან შორს იყვნენ, რამეთუ ყოველივე ცოდვაჲ შეაგინებს სულსა.
სწავლაჲ ოგ მოწყალებისათჳს და არამიხუეჭისა
ვისწრაფოთ უკუე ჩუენცა ყოვლითა ძალითა ჩუენითა, რაჲთა აღვჰ-ჴოცოთ ბილწებაჲ ცოდვათაჲ სულისაგან ჩუენისა, რამეთუ განსწმედს პირველად ნათლის-ღებაჲ, ხოლო უკუანაჲსკნელ - სხუანი საქმენი, რამეთუ ღმერთმან კაცთმოყუარებითა თჳსითა მოგუცნა ჩუენ შემდგომად ნათლის-ღებისა მიზეზნი მრავალნი განწმედისანი, რომელთაგანი პირველი არს მოწყალებაჲ, რამეთუ „მოწყალებითა და სარწმუნოებითა განწმდებიან ცოდვანი“. ხოლო მოწყალებასა არა მას ვიტყჳ, რომელი ტაცებისა მიერ და მოხუეჭისა მონაგებთაგან იქმნებოდის, რამეთუ იგი არა მოწყალებაჲ არს, არამედ უკეთურებაჲ. რამეთუ რაჲ სარგებელ არს ერთისა განძარცუვაჲ და მეორისა შემოსაჲ? რამეთუ დაღაცათუ ყოველ...
... არამედ რაჲ არს სიტყუაჲ ესე? პირი ადგსა ღმერთსა და ცათა შინა შემოწერილ არსა? გარნა ვინმცა იყო ესრეთ განცოფებულ, რომელმანცა ესე მოიგონა? გარნა რაჲ არს სიტყუაჲ ესე? რამეთუ ვითარცა-იგი რომელი იტყჳს, ვითარმედ: „ნეტარ იყვნენ წმიდანი გულითა, რამეთუ მათ ღმერთი იხილონ“, გონებითსა მას ხილვასა იტყჳს, რომელი შესაძლებელ არს ჩუენ მიერ, და გულისხმის-ყოფასა მას ღმრთისასა, ეგრეთვე უკუე ანგელოზთათჳს გულისხმა-ვჰყოფთ, ვითარმედ სიწმიდისათჳს და მღჳძარებისა ბუნებათა მათთაჲსა მარადის ჰხედვენ ბუნებითა ღმერთსა ძალისაებრ მათისა, და არა თუ ვითარცა არს ბუნებაჲ ღმრთეებისაჲ, ეგრეთ იხილვენ. ამისთჳსცა ქრისტე იტყჳს, ვითარმედ: „არავინ უწყის მამაჲ, გარნა ძემან“. რაჲ არს უკუე, ყოველნი უმეცარ მისა ვართა? ნუ იყოფინ! არამედ ესრეთ არავინ იცის იგი, ვითარ ძემან, რამეთუ ვითარცა იხილეს იგი მრავალთა ძალისაებრ მათისა, ხოლო არსებაჲ იგი ბუნებისა ღმრთისაჲ არავის უხილავს, ეგრეთვე ვიცით მრავალთა ღმერთი, ხოლო არსებაჲ მისი თუ რაჲ არს, არავინ უწყის, გარნა მხოლომან, რომელი იშვა მისგან. რამეთუ ცნობად აქა ჭეშმარიტსა ხილვასა და მეცნიერებასა იტყჳს, ვითარ-იგი აქუს მამასა ძისათჳს, რამეთუ იტყჳს:...
...ფსალმ. 33,19)
ესე არს თავი გუამისა მის სათნოებათაჲსა, რომლისა პირი შუენიერ არს და სასურველ, რამეთუ შემკობილ არს იგი წესიერებითა და სიმშჳდი-თა; თუალნი მისნი განწესებულ არიან სიწმიდითა გულისაჲთა, ამისთჳსცა ღირს იქმნებიან ხილვად უფლისა, ვითარცა იტყჳს: „ნეტარ იყვნენ წმიდანი გულითა, რამეთუ მათ ღმერთი იხილონ“;
პირი მისი არს სიბრძნე და მეცნიერებაჲ და მარადის გალობაჲ უფლისაჲ ლოცვითა და ვედრებითა ლმობიერითა;
გული მისი არს გულისჴმის-ყოფაჲ წერილთაჲ და დამარხვაჲ მართლმადიდებლობისაჲ და კაცთმოყუარებაჲ და სახიერებაჲ;
გონებაჲ მისი არს სიყუარული, სრულებაჲ იგი და შემაერთებელი და მპყრობელი სათნოებაჲ, სიყუარული ღმრთისა მიმართ და მოყუსისა მიმართ, რომელი ყოველთა უმაღლეს არს;
ჴელ მისა და ფერჴ არიან მოღუაწებანი სულიერნი და საქმენი კეთილნი;
სული გუამისა მის სათნოებათაჲსაჲ არს ღმრთისმსახურებაჲ და გულისჴმის-ყოფით მართლაღსარებაჲ წმიდისა სამებისაჲ და მეცნიერებაჲ საიდუმლოსა მას მართლმადიდებლობისასა;
და სხუანი ყოველნივე მცნებანი ასოებ არიან გუამისა მის სათნოებათაჲსა.
ესე გუამი ასოებითურთ თჳსით მოიგეს ყოველთა წმიდათა, ამისთჳს ღირს იქმნნეს ასოებ ქრისტჱსა წოდებად, ვითარცა იტყჳს მოციქული: „თქუენ ხართ ჴორცნი ქრისტესნი და ასონი ასოთა მისთაგანნი“....