მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

სახარებაჲ მათესი 5:7

6. ნეტარ იყვნენ, რომელთა ჰშიოდის და სწყუროდის სიმართლისათჳს, რამეთუ იგინი განძღენ.7. ნეტარ იყვნენ მოწყალენი, რამეთუ იგინი შეიწყალნენ.8. ნეტარ იყვნენ წმიდანი გულითა, რამეთუ მათ ღმერთი იხილონ.
სახარებაჲ მათესი თავი 5
7. ნეტარ იყვნენ მოწყალენი, რამეთუ იგინი შეიწყალნენ.

განმარტებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის

თავი კ̂თ. მიმოსლვისათჳს პავლესსა და მკუდრეთით აღდგინებისათჳს ევტჳქისსა
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: წმინდა ეფრემ მცირე
რედ: Titus
და მოჴსენებად სიტყუაჲ იგი უფლისა იესუჲსი, რამეთუ თავადმან თქუა: ნეტარ არს მიცემაჲ უფროჲს ვიდრე მოღებისა (20,35).:

...ერელად ყურით სმენილი ოდენ ქრისტესგან მოციქულთა მიერ მოცემულ არს ჩუენდა, ანუ თუ სხუებრ სხჳთა სიტყჳთა თქუმული ქრისტეს მიერ, ვითარმედ: "განყიდე მონაგები შენი და მიეც გლახაკთა და გაქუნდეს საუნჯე ცათა შინა" (), და კუალად: "ნეტარ იყვნენ მოწყალენი, რამეთუ იგინი შეიწყალნენ" (). ესე და მსგავსნი ამათნი სიტყუანი ესრეთ შეცვალნეს მოციქულთა სხჳთა სიტყჳთა, ხოლო მითვე ძალითა, ვითარმედ: ნეტარ არს მიცემაჲ უფროჲს ვიდრე მოღებისა; ვითარმცა იტყოდეს, ვითარმედ: მიცემისათჳს გლახაკთაჲსა საუნჯისა ქონებაჲ გუესმის ცათა შინა და მოწყალებისათჳს — ნეტარებაჲ და აღთქუმაჲ შეწყალებისაჲ, რომელნი-ესე მოღებისათჳს არაოდეს გუასმიან. ამისთჳს ნეტარ არს მიცემაჲ უფროჲს ვიდრე მოღებისა.

და ესე რაჲ თქუა, დაიდგინა მუჴლნი მათ ყოველთა თანა და ილოცა (20,36).

თარგმანი: ამიერ ვისწავოთ, ვითარმედ უჴმს, რომელი იჯმნიდეს ძმათაგან, რაჲთა მუჴლთ-მოდრეკით ილოცოს მუნ მყოფთა თანა და ეგრეთღა განეშოროს მათგან შემდგომად სიტყუათა ჯმნისათა და მუჴლთ-მოდრეკით ლოცვისა.

იყო ტირილი დიდი მათ ყოველთაჲ და მოეხჳნეს ქედსა პავლესსა, ამბორს-უყოფდეს მას და ელმოდა უფროჲსღა სიტყუათა მისთათჳს, რომელ თქუა, ვითარმედ არღარა იხილონ პირი მისი. და წარჰგზავნიდეს მას ნავად (2...

სრულად ნახვა
თარგმანებაჲ მათეს სახარებისაჲ თავი ოზ
წმინდა იოანე ოქროპირი
სწავლაჲ ოზ მოწყალებისათჳს და ძმათმოყუარებისა:

...ფალი მიცემად; გარნა არა ჩუენი არს, არამედ მის მიერ ჩუენდა რწმუნებულ არს. რაჲსათჳს უკუე ესრეთ უმადლოდ გამოვაჩინებთ თავთა ჩუენთა?

გულისხმა-ვყოთ, თუ რაოდენ საწადელ იყო პოვნად ღონისა შენდობად შემდგომად ნათლის-ღებისა მოწევნულთა ცოდვათა. უკუეთუმცა არა ეთქუა, თუ: „იქმოდეთ ქველისსაქმესა, რაჲთა მიგეტევნენ ცოდვანი“, ; ; რავდენნიმცა იტყოდეს: ჰე თუმცა იყო ღონე მიცემად საფასისა და განრომად საუკუნეთა მათგან სატანჯველთა. ხოლო ვინაჲთგან ესე იქადაგა, აწ კუალად უდებ იქმნეს. ამას ზედა მრავალნი მეტყჳან, ვითარმედ: ჰე, მივსცემ გლახაკთა, რაჲსათჳს მაყუედრებ? არამედ რაჲ არს სიტყუაჲ, კაცო? ჯერეთ არა მიგიცემიეს არცა თუ მის ქურივისა სწორად, რომელმან ორი იგი წულილი დადვა ფასისსაცავსა, არცა თუ ზოგი მისისა მის შესაწირავისაჲ, რამეთუ ნამეტნავისა შენისა ასეულსაცა არა მისცემ და უმეტესსა ცუდსა და ამაოთა საქმეთა ზედა იზღვევი ხადილობად და მთრვალობად და სხუათა უძჳრესთა, ვითარცა მონისა მისთჳს თქუა, ვითარმედ: „ჭამდეს და სუმიდეს მომთრვალეთა თანა და სცემდეს მის თანამონათა“. ესე იგი არს, თჳსსა მას უწესოვებასა თანა მოყუსისაცა ცხორებაჲ შეურაცხ-ეყოს, რომელ-ესე დიდად განმამწარებელ არს...

სრულად ნახვა
თარგმანებაჲ მათეს სახარებისაჲ თავი კ
წმინდა იოანე ოქროპირი
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „ხოლო შენ რაჟამს იმარხვიდე, იცხე თავი შენი და დაიბანე პირი შენი, რაჲთა არა ეჩუენო კაცთა მმარხველად, არამედ მამასა შენსა დაფარულად; და მამამან შენმან, რომელი ხედავს დაფარულთა, მოგაგოს შენ“ (6,17-18).:

...რაჲთა არა მეყსეულად უბრძანოს სრულიად უგულებელს-ყოფაჲ საფასე-თაჲ, მრავლისა მის მძლავრებისათჳს ამის ვნებისა; ხოლო ვინაჲთგან მრავლითა ამით სწავლითა საჴმართმოყუარებისა იგი ბადენი დაჭრნა, ამისთჳს აწ ჯეროვნად სრულიადსა სიძულილსა საფასეთასა გჳბრძანებს.

პირველად თქუა: „ნეტარ იყვნენ მოწყალენი, რამეთუ იგინი შეიწყალნენ“; და კუალად: „რომელსა უნდესო სასჯელად და მიღებად კუართი შენი, მიუტევე მას სამოსელიცა შენი“; და „რომელსა უნდეს სესხებად შენგან, ნუ გარემიიქცევი“; ხოლო აწ უაღრეს მის ყოვლისა გუამცნებს, რამეთუ მუნ თქუა, ვითარმედ: სიმრავლისაგან ნაქონებთაჲსა იქმოდე მოწყალებასა, გინა თუ სიმცირისაგან, ვითარცა ვის ძალ-ედვას; და კუალად: უკუეთუ შფოთი და ლალვაჲ შემოვიდოდის შორის, მიუტევე სამოსელიცა შენი და მოიყიდე მშჳდობაჲ; ხოლო აწ არცა გლახაკნი აჴსენნა, არცა შფოთი და ლალვაჲ, არცა სხუაჲ რაჲმე მიზეზი, არამედ თავით თჳსით სიძულილსა და შეურაცხებასა საფასეთასა გუასწავებს, რაჲთა სრულიად ურიდად განუყოფდეთ გლახაკთა და ყოველნივე საუნჯენი ჩუენნი დავაცარიელნეთ. და არცა აქა ყოველივე გამოაცხადა სიკეთე უპოვრებისაჲ, რამეთუ არა იყო ჟამი სრულიადისა გამოცხადებისა მისისაჲ, არამედ...

სრულად ნახვა