მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

სახარებაჲ მათესი 5:6

5. ნეტარ იყვნენ მშჳდნი, რამეთუ მათ დაიმკჳდრონ ქუეყანაჲ.6. ნეტარ იყვნენ, რომელთა ჰშიოდის და სწყუროდის სიმართლისათჳს, რამეთუ იგინი განძღენ.7. ნეტარ იყვნენ მოწყალენი, რამეთუ იგინი შეიწყალნენ.
სახარებაჲ მათესი თავი 5
6. ნეტარ იყვნენ, რომელთა ჰშიოდის და სწყუროდის სიმართლისათჳს, რამეთუ იგინი განძღენ.

განმარტებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის

საუბარი 24. „და შვნა ნოე სამნი ძენი" (დაბ 6:10-11)
წმინდა იოანე ოქროპირი
რედ: Sasoeba.ge
1. საღვთო წერილის გულმოდგინე კვლევის შეგონება:

...ინათებს გონებას, თავის განათებას გვანიჭებს და თავისი დიდი სიბრძნით ჭეშმარიტ მოძღვრებას აწვდის ჩვენს სულს. აი, რატომ, გვინდა რა ამისკენ წაგვახალისოს და უფრო მოშურნეები გაგვხადოს, ნეტარად აცხადებს ასეთი მოშურნეობის მქონეთ და ამბობს: „ნეტარ იყვნენ, რომელთა ჰშიოდის და სწყუროდის სიმართლისათჳს, რამეთუ იგინი განძღენ" (). შენიშნე მოძღვრის სიბრძნე: მან არა მხოლოდ ნეტარების მინიჭებით აღძრა (მოშურნეობისადმი), არამედ სიტყვებით „რომელთა ჰშიოდის და სწყუროდის სიმართლისათჳს" მსმენელებს ასწავლა, თუ რა მოშურნეობით უნდა ვისწრაფოდეთ სულიერ სიტყვათა კვლევისადმი. მსგავსად იმისა, ამბობს ის, როგორც მშიერნი გამოუთქმელი სისწრაფით ეძგერებიან საკვებს, და ძლიერი წყურვილით დამწვარნი სწრაფად მირბიან სასმელისკენ, ზუსტად ისე, ამ მშიერთა და მწყურვალთა მსგავსად, უნდა მივისწრაფოდეთ სულიერი სწავლებისკენ. ასეთი ადამიანები არა მხოლოდ ნეტარების ღირსნი არიან, არამედ საძიებელსაც მიიღებენ: ისინი, ნათქვამია, „განძღენ", ესე იგი დაკმაყოფილდებიან, სულის სურვილს აღისრულებენ. მაშასადამე, ასეთი მეუფის მქონენი, ასეთი სახიერისა და უხვისა, მივმართოთ ჩვენც მას და ვეცადოთ მისი კეთილგანწყობა ვეღირსოთ, რათა მანაც, თავისი კაცთმოყვარეობით, ჩვენი გონება გაანათლოს საღვთო წერილის ძალის გა...

სრულად ნახვა
საუბარი 4. „და თქუა ღმერთმან: იქმენინ სამყაროჲ შორის წყალთა" (დაბ 1:6)
წმინდა იოანე ოქროპირი
რედ: Sasoeba.ge
1. მოშურნეობა სწავლისადმი და მთესველის იგავი:

...რმატების გამო. როგორც შიმშილი ხორციელი ჯანმრთელობის ნიშანია, ისე ღვთის სიტყვის მოსმენისადმი მოშურნეობა სულიერი ჯანმრთელობის საუკეთესო ნიშნად შეიძლება ჩაითვალოს. ამიტომაც ჩვენმა უფალმა იესო ქრისტემ მთაზე ნეტარებათა ქადაგებაში თქვა: „ნეტარ იყვნენ, რომელთა ჰშიოდის და სწყუროდის სიმართლისათჳს, რამეთუ იგინი განძღენ" (). ვინ იქნება ღირსი, თქვენ ღირსეულად აქოთ, როდესაც სამყაროს მეუფისგან ნეტარის სახელი უკვე მოგეცათ და მისგან კიდევ უთვალავ სიკეთეებს ელოდებით? ჩვენი მეუფე ასეთია: როდესაც ხედავს, რომ სული სულიერი საგნებისკენ მიისწრაფვის ძლიერი სურვილითა და დაძაბული მოშურნეობით, მადლსა და თავის უხვ ნიჭებს მოგვცემს. ამიტომაც ვიმედოვნებ, რომ ჩვენც, თქვენი სასარგებლოდ, მოგვცემს უხვ სასწავლო სიტყვას თქვენს, საყვარელნო, აღსაშენებლად. თქვენთვის და თქვენი წარმატებისთვის ვიღებთ ამ მთელ შრომას, რათა თქვენც სწრაფად მიაღწიოთ სათნოების მწვერვალს და ღვთისთვის სათნო ცხოვრების მასწავლებლები იყოთ ყველასთვის, ვინც თქვენ გიყურებთ, ხოლო ჩვენ მეტი კადნიერება მოვიპოვოთ, რადგან ვხედავთ, რომ არა ამაოდ და არა უნაყოფოდ ვშრომობთ, რომ ეს სულიერი თესლი ყოველდღიურად იზრდება, და ჩვენ არ დაგვმართნია ის, რაც სახარებაში ნახსენებ მთესველს (მათ 13:4–7). იქ ერთი ნაწილი კი შენარჩუნდა...

სრულად ნახვა
თარგმანებაჲ იოანეს სახარებისაჲ თავი ნა
წმინდა იოანე ოქროპირი
ს ი ტ ყ უ ა ჲ ე ს ე: „უკუანაჲსკნელსა მას დღესა დიდისა მის დღესასწაულისასა დადგა იესუ, ღაღად-ყო და თქუა: უკუეთუ ვისმე სწყუროდის, მოვედინ ჩემდა და სუემდინ. და რომელსა ჰრწმენეს ჩემი, ვითარცა თქუა წიგნმან, მდინარენი მუცლისა მისისაგან დიოდიან წყლისა ცხოველისანი“ (7,37-38).:

...ყურილისა სიმჴურვალჱ დააცხრონ. ეგრეთვე რომელნი ისმენდენ საღმრთოთა სიტყუათა, უკუეთუ წყურილითა ფრიადითა მიიღებდენ მათ, არა დაშურენ სასუმელისა მის ესევითარისა სუმად. რამეთუ ჯერარს ამის ესევითარისა მის საქმისა მიმართ შიმშილი და წყურილი, ვი-თარცა უფალი იტყჳს: „ნეტარ იყვნენ, რომელთა ჰშიოდის და სწყუროდის სიმართლისათჳს“; და კუალად აჰა ესერა ამას ადგილსა ღაღადებს და იტყჳს:

ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „რომელსა სწყუროდის, მოვედინ ჩემდა და სუემდინ“ (7,37).

თ ა რ გ მ ა ნ ი: ხოლო სიტყუაჲ ესე ესევითარი არს, ვითარმედ: არავის მოვიყვანებ იძულებით და უნებლიაჲთ, არამედ რომელსა აქუს გულსმოდგინებაჲ და შეიწუვის სურვილითა, იგი მოვედინ, და მას მოუწოდ მე. ხოლო რაჲსათჳს თქუა მახარებელმან, თუ: „უკუანაჲსკნელსა მას დიდსა დღესა“? ამისთჳს, რამეთუ იგი იყო დიდი დღესასწაული, და შორის პასექისა და მისა და სხუათა მათ დღეთა შუებასა შინა წარჰვლიდეს, და მაშინ ყოველნივე შეკრბებოდეს. ხოლო რაჲსათჳს იტყჳს, თუ: „უკუანაჲსკნელსა“? რაჲთა სცნა, ვითარ ყოველსა მას სიმრავლესა ასწავებდა კადნიერებით; რამეთუ პირველსა მას დღესასწაულსა არა მივიდა და მიზეზი ჰრქუა ძმათა თჳსთა, თუ რაჲსათჳს არა მივიდა, და მეორესა არავე მივიდა, და მესამესა არღარაჲ ჰრქუა ესევითარი, რაჲ-თა არა დაიჴსნას სიტყუაჲ მისი შუები...

სრულად ნახვა