მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

სახარებაჲ მათესი 5:48

47. და უკუეთუ მოიკითხვიდეთ მეგობართა ხოლო თქუენთა, რასა უმეტეს იქმთ? ანუ არა მეზუერეთაცა ეგრეთვე ყვიანა?48. იყვენით თქუენ სრულ, ვითარცა მამაჲ თქუენი ზეცათაჲ სრულ არს.
სახარებაჲ მათესი თავი 5
48. იყვენით თქუენ სრულ, ვითარცა მამაჲ თქუენი ზეცათაჲ სრულ არს.

განმარტებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის

თავი ე̂. ლოცვაჲ ეკლესიისათჳს, ძლიერებად და დიდებად ღმრთისა და სიყუარულად
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: წმინდა ეფრემ მცირე
რედ: Titus
მოციქულისაჲ: ცნობად გარდარეული იგი მეცნიერებისა სიყუარული ქრისტესი, რაჲთა აღივსნეთ თქუენ ყოვლითა სავსებითა ღმრთისაჲთა (3,19).:

...ყოვლითა სავსებითა ღმრთისაჲთა, რომელ არს სარწმუნოებაჲ მამისა და ძისა და სულისა წმიდისაჲ, რაჲთა თაყუანისვსცემდეთ ერთღმრთეებასა სამგუამოვნებით, და სამგუამოვნებასა —ერთარსებით; და აღვივსნეთ უნაკლულოებითა ყოველთა სათნოებათაჲთა, რომლისათჳს ქრისტე გუეტყჳს, ვითარმედ "იყვენით სრულ, ვითარცა მამაჲ თქუენი ზეცათაჲ სრულ არს" ().

მოციქულისაჲ: ხოლო რომელი-იგი შემძლებელ არს უფროჲს ყოვლისა ყოფად, უმეტეს, რომელსა-იგი ვითხოვთ გინათუ ვსცნობთ ძალისა მისებრ შეწევნისა ჩუენ შორის (3,20).

თარგმანი: უსაკუთრეს არს ესრეთ: ხოლო შემძლებელსა ზეშთა ყოვლისა ყოფად უფროჲს და უმეტეს მისსა, რომელსა-იგი ვითხოვთ ანუ მოვიგონებთ. ესე იგი არს, ვითარმედ: არა ეგოდენსა კეთილსა გჳყოფს ღმერთი, რაოდენსა ჩუენ ვითხოვთ, არცა უფროჲს სათხოველისა ოდენ ჩუენისა მოგუცემს, არამედ უფროჲს მოგონებისაცა, რომელი-ესე აწ ცხად ყო; რამეთუ ვინ ესვიდა ყოფად ძალისა ამისებრ შეწევნისა ქმნად, რომელი-ესე აწ მან ყო ჩუენ შორის, რაჟამს ესოდენ განშორებულნი და ყოვლად უცხო ქმნილნი მისგან წარმართნი — შვილებისა პატივსა ღირს მყვნა.

მოციქულისაჲ: მისსა დიდებაჲ ეკლესიასა შინა ქრისტე იესუჲს მიერ ყოველთა ნათესავთა მიმართ საუკუნეთა უკუნისამდე, ამენ (3,21).

თარგმანი: ყოველთა კეთილთა მიზეზისა დამბადებელისა ღმრთისა ეკ...

სრულად ნახვა