თ ა რ გ მ ა ნ ი: ესე იგი არს, უკუეთუ დაიმარხნეო მცნებანი ჩემნი და გიყუარდენ მტერნი შენნი, კეთილსა უყოფდე მოძულეთა შენთა, ილოცვიდე მდევართა და ბოროტისმყოფელთა შენთათჳს, მობაძავ ღმრთისა იქნები; უკუეთუ არა აღასრულნე მცნებანი ესე, მსგავს ხარ მეზუერეთა და ცოდვილთა. ჰხედავა, ვითარ არა არს საქმეთა მათ ესოდენი განყოფილებაჲ, რაოდენი არს პირთა მათ, რომელთა მსგავსებაჲ ჩუენი იქმნების აღსრულებითა, გინა თუ გარდასლვითა ამათ მცნებათაჲთა?
აწ უკუე ნუ ამას ვიტყჳთ, თუ მცნებანი მძიმე არიან, არამედ ესე გულისჴმა-ვყოთ, თუ ვისა მივემსგავსებით აღსრულებითა მათითა, ანუ ვიეთ მივეახლებით შეურაცხ-ყოფითა მათითა; რამეთუ განცხადებულად ორივე გუაუწყა უფალმან, რომელი მოვიდა ცხორებისათჳს ჩუენისა, და წინაგჳყვნა სწავლანი ესე საკჳრველნი, რაჲთა გუასწაოს გზაჲ მიმყვანებელი სასუფეველსა ცათასა, რომელთა მიერ სრულიად აღმოჰფხურის სულთაგან ჩუენთა ვნებასა გულისთქუმისა და გულისწყრომისასა, ვეცხლისმოყუარებისა და დიდებისმოყუარებისასა, რომელ-ესე ქმნა ზემოწერილთა მათ მცნებათა მიერ, ხოლო ფრიად უმეტეს აწ თქუმულთა ამათგან. რამე-თუ დაწყებასავე სწავლისა თჳსისასა იწყო ნეტარებად გლახაკთა სულითა,...