მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

სახარებაჲ მათესი 5:46

45. რაჲთა იყვნეთ თქუენ შვილ მამისა თქუენისა ზეცათაჲსა, რამეთუ მზე მისი აღმოვალს ბოროტთა ზედა და კეთილთა, და წჳმს მართალთა ზედა და ცრუთა.46. უკუეთუ გიყუარდენ მოყუარენი ხოლო თქუენნი, რაჲ სასყიდელი გაქუს? რამეთუ მეზუერეთაცა ეგრეთვე ყვიან.47. და უკუეთუ მოიკითხვიდეთ მეგობართა ხოლო თქუენთა, რასა უმეტეს იქმთ? ანუ არა მეზუერეთაცა ეგრეთვე ყვიანა?
სახარებაჲ მათესი თავი 5
46. უკუეთუ გიყუარდენ მოყუარენი ხოლო თქუენნი, რაჲ სასყიდელი გაქუს? რამეთუ მეზუერეთაცა ეგრეთვე ყვიან.
თარგმანებაჲ მათეს სახარებისაჲ თავი იჱ
წმინდა იოანე ოქროპირი
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „უკუეთუ გიყუარდენ მოყუარენი ხოლო თქუენნი, რაჲ სასყიდელი გაქუს? ანუ არა მეზუერეთაცა ეგრეთვე ყვიან? და უკუეთუ მოიკითხვიდეთ მეგობართა ხოლო თქუენთა, რასა უმეტეს იქმთ? ანუ არა მეზუერეთაცა იგივე ყვიან? იყვენით თქუენ სრულ, ვითარცა მამაჲ თქუენი ზეცათაჲ სრულ არს“ (5,46-48).:

თ ა რ გ მ ა ნ ი: ესე იგი არს, უკუეთუ დაიმარხნეო მცნებანი ჩემნი და გიყუარდენ მტერნი შენნი, კეთილსა უყოფდე მოძულეთა შენთა, ილოცვიდე მდევართა და ბოროტისმყოფელთა შენთათჳს, მობაძავ ღმრთისა იქნები; უკუეთუ არა აღასრულნე მცნებანი ესე, მსგავს ხარ მეზუერეთა და ცოდვილთა. ჰხედავა, ვითარ არა არს საქმეთა მათ ესოდენი განყოფილებაჲ, რაოდენი არს პირთა მათ, რომელთა მსგავსებაჲ ჩუენი იქმნების აღსრულებითა, გინა თუ გარდასლვითა ამათ მცნებათაჲთა?

აწ უკუე ნუ ამას ვიტყჳთ, თუ მცნებანი მძიმე არიან, არამედ ესე გულისჴმა-ვყოთ, თუ ვისა მივემსგავსებით აღსრულებითა მათითა, ანუ ვიეთ მივეახლებით შეურაცხ-ყოფითა მათითა; რამეთუ განცხადებულად ორივე გუაუწყა უფალმან, რომელი მოვიდა ცხორებისათჳს ჩუენისა, და წინაგჳყვნა სწავლანი ესე საკჳრველნი, რაჲთა გუასწაოს გზაჲ მიმყვანებელი სასუფეველსა ცათასა, რომელთა მიერ სრულიად აღმოჰფხურის სულთაგან ჩუენთა ვნებასა გულისთქუმისა და გულისწყრომისასა, ვეცხლისმოყუარებისა და დიდებისმოყუარებისასა, რომელ-ესე ქმნა ზემოწერილთა მათ მცნებათა მიერ, ხოლო ფრიად უმეტეს აწ თქუმულთა ამათგან. რამე-თუ დაწყებასავე სწავლისა თჳსისასა იწყო ნეტარებად გლახაკთა სულითა,...

სრულად ნახვა
მათეს სახარების განმარტება - თავი V
ნეტარი თეოფილაქტე ბულგარელი
მთ: გვანცა კოპლატაძე
5:43-48 — მტრის სიყვარული და სრულყოფილება:

43-44. გესმა, რამეთუ თქუმულ არს: შეიყუარო მოყუასი შენი და მოიძულო მტერი შენი. ხოლო მე გეტყჳ თქუენ: გიყუარდედ მტერნი თქუენნი. - სათნოებათა მწვერვალს მისწვდა, რადგან რა არის ამაზე დიდი? და არც შეუძლებელია; ხომ უყვარდათ მოსესა და პავლეს საკუთარ თავზე მეტად, იუდეველები, რომელნიც მათ მტრობდნენ? მტერი უყვარდა ყველა წმინდანსაც.

და აკურთხევდით მწყევართა თქუენთა და კეთილსა უყოფდით მოძულეთა თქუენთა და ულოცევდით მათ, რომელნი გმძლავრობდენ თქუენ და გდევნიდენ თქუენ. - პატივი მათ მართლაც უნდა მივაგოთ ვითარცა ქველმოქმედებს, რადგან ყოველი, რომელიც გვდევნის და გვაცდუნებს, ცოდვებისათვის სასჯელს გვიმცირებს; მეორე მხრივ, დიდ ჯილდოს ამისთვის ღმერთიც გვიბოძებს. აბა, მოუსმინე:

45. რაჲთა იყვნეთ თქუენ შვილ მამისა თქუენისა ზეცათაჲსა, რამეთუ მზე მისი აღმოვალს ბოროტთა ზედა და კეთილთა, და წჳმს მართალთა ზედა და ცრუთა. - ხედავ, რამხელა სიკეთეს განიჭებს შენ ის, ვისაც სძულხარ და შეურაცხგყოფს, უკეთუ მოთმენას მოისურვებ? წვიმასა და მზეში როგორც ცოდნას, ასევე მოძღვრებასაც გულისხმობს, რადგან ღმერთი ყველას განანათლებს და განსწავლის.

46. უკუეთუ გიყუარდენ...

სრულად ნახვა
საუბარი 58. „და აღიხილნა იაკობ თუალნი და იხილა ბანაკი ღმრთისაჲ" (დაბ 32:1–2)
წმინდა იოანე ოქროპირი
რედ: Sasoeba.ge
5. სიმშვიდის ძალა და მტერთა სიყვარული:

...გვარად მოიქცე და რატომ კიდევ უფრო ბრაზდები? ცეცხლს ცეცხლით ვერ ჩააქრობ — ეს ბუნებისთვის უცხოა. ისევე, რისხვას რისხვით ვერანაირად ვერ დააოკებ. რაც წყალია ცეცხლისთვის, ის არის სიმშვიდე და ალერსი რისხვისთვის. ამიტომაც ქრისტემ თავის მოწაფეებს უთხრა: „უკუეთუ გიყუარდენ მოყუარენი ხოლო თქუენნი, რაჲ სასყიდელი გაქუს?" (). და, რომ მაგალითით დაერწმუნებინა და გულგრილებზეც ეზემოქმედა, დაუმატა: „რამეთუ მეზუერეთაცა ეგრეთვე ყვიან". ესე იგი, გულგრილთაგან ვინც არ უნდა ავიღოთ, ნუთუ იმავეს არ აკეთებს? ნუთუ მეზვერეებიც არ აკეთებენ ამას გულმოდგინებით? რა არის მეზვერეზე უარესი? თუმცა ნახავ, რომ მეზვერეებშიც ეს სრულიად აღესრულება — და შეუძლებელია, რომ საყვარელს მოყვარული არ შეუყვარდეს. მე კი, რადგან მსურს, რომ უფრო მაღლა იყოთ და რაღაც უფრო მეტი გქონდეთ, არა მხოლოდ ამას გიბიძგებთ, არამედ მტრების სიყვარულსაც გთხოვთ. ასევე ამ ნეტარმა იაკობმაც, სჯულამდე, ყოველგვარი სხვისი სწავლებამდე, შინაგანი ბიძგით, უკიდურესი სიმშვიდით ჯერ ლაბანი სძლია, ხოლო ახლა ძმაც. თუ ზენა შეწევნითაც სარგებლობდა, მანამდე მაინც საკუთარი მცდელობა წარმოაჩინა. ჩვენც ასე უნდა ვიყოთ დარწმუნებული: რაც არ უნდა ვიცადოთ, ვერასოდეს ვერაფერს ვერ შევძლებთ, თუ ზენა შეწევნით არ ვისარგებლებთ. მაგრამ რ...

სრულად ნახვა
საუბარი 24. „და შვნა ნოე სამნი ძენი" (დაბ 6:10-11)
წმინდა იოანე ოქროპირი
რედ: Sasoeba.ge
8. შეგონება სინანულისა და სათნოებისკენ:

...ელად და მიღებად კუართი შენი, მიუტევე მას სამოსელიცა შენი"** (), — ამბობს ის. ჩვენ კი ხშირად მოყვასს ვაწყენინებთ ან შურისძიებას ვახდენთ შეურაცხყოფისთვის, — ჩვენ, ვისაც ებრძანება არა მხოლოდ ჩვენი მოყვარულების სიყვარული („მეზუერეთაცა, — ამბობს უფალი, — ეგრეთვე ყვიან" ()), არამედ მტრების მიმართაც კეთილი განწყობა, — ჩვენს მოყვარულთა მიმართაც კი თანაბარ სიყვარულს არ ვიხდით. ამიტომ ვწუხვარ და გული მტკივა, როცა ვხედავ, როგორ იშვიათი გახდა ჩვენს შორის სათნოება და როგორ, პირიქით, მანკიერება დღითი დღე ძლიერდება, როგორ არც გეჰენიის შიში აჩერებს ჩვენს ბოროტებისკენ სწრაფვას, არც ზეციური სასუფევლის სიყვარული გვიზიდავს სათნოების გზაზე; არამედ ყველანი, ასე ვთქვათ, როგორც პირუტყვნი, მივეთრევით, არც საშინელ იმ ჟამზე ვფიქრობთ, არც ღვთისგან მოცემულ რჯულზე; პირიქით, მხოლოდ ადამიანთა აზრებს ვეგუებით და მათ ქებას ვეძებთ და არ გვსურს მოვისმინოთ, რას ამბობს სახარება: „ვითარ უკუე ჴელ-გეწიფების თქუენ რწმუნებად, რამეთუ დიდებასა ურთიერთას მიიღებთ და დიდებასა მხოლოჲსა ღმრთისასა არა ეძიებთ" ()? როგორც ადამიანურ დიდებას მისდევნი, ისე ზეციურ დიდებას სრულად კარგავ; პირიქით, ვინ...

სრულად ნახვა
საუბარი 11. იმის შესახებ, რომ სათნოებისთვის დიდი მოშურნეობაა საჭირო
თემატური კომენტარი
წმინდა იოანე ოქროპირი
რედ: Sasoeba.ge
3. სწავლების მოსმენა და ვნებათა განდევნა:

...ილი უმანკოებას არ შეიძენს, დიდებისმოყვარე არ ისწავლის მისი უგულებელყოფასა და ჭეშმარიტი დიდების ძიებას, მოყვასის სიყვარულზე არ-მზრუნველი არ გამოფხიზლდება და თავს არ აიძულებს, არა მხოლოდ მეზვერეებზე უარესი არ იყოს: „უკუეთუ გიყუარდენ მოყუარენი ხოლო თქუენნი, რაჲ სასყიდელი გაქუს? რამეთუ მეზუერეთაცა ეგრეთვე ყვიან" (), — არამედ სულისთვის ისეთი მდგომარეობა შეიძინოს, რომ მტრებსაც მშვიდად უყურებდეს და მათ მიმართ დიდ სიყვარულს გამოხატავდეს. თუ ყოველდღე აქ მოდიხართ, მუდმივად ასეთ სწავლებას ისმენთ და იყენებთ, მარხვისგანაც შემწეობას იღებთ, მაგრამ ზემოთქმულ და სხვა ჩვენში წარმოშობილ ვნებებს ვერ ვძლევთ, მაშინ რა პატიება გვექნება, რა გამართლება? მითხარი, გთხოვ, თუ შენი შვილი ყოველდღე სკოლაში დადის და მრავალი დრო გადის, მაგრამ ის არაფერს ისწავლის იქ, ამას მოთმინებით ხომ არ აიტანდი? ხომ არ დასჯიდი ბიჭს? ხომ არ საყვედურობდი მასწავლებელსაც? შემდეგ კი, თუ შეიტყობდი, რომ მასწავლებელმა ყველაფერი გააკეთა და არაფერი გამოტოვა, ხოლო ყველაფრის მიზეზი ბიჭის სიზარმაცე იყო, — ხომ მთელ რისხვას ბიჭისკენ მიმართავდი და მასწავლებლისთვის ბრალის დადებას შეწყვეტდი? იგივე უნდა იყოს აქაც. ჩვენ, ღვთის მადლით მასწავლებლობის საფეხურზე დაყენებულნი, ყოველდღე გიხმობთ, როგორც სულიე...

სრულად ნახვა
საუბარი 4. „და თქუა ღმერთმან: იქმენინ სამყაროჲ შორის წყალთა" (დაბ 1:6)
წმინდა იოანე ოქროპირი
რედ: Sasoeba.ge
8. ვნებათა მოკვდინება და სულის ნაყოფი:

...გამოხატავენ. ვინ გვიხსნის ამის შემდეგ ხსენებული სასჯელისგან, როდესაც ჩვენ არა თუ იმ მცნებისგან (მტრის სიყვარულის შესახებ) შორს ვართ, არამედ იმასაც არ ვაკეთებთ, რასაც მეზვერენი აკეთებენ? „უკუეთუ გიყუარდენ მოყუარენი ხოლო თქუენნი", – ამბობს (ქრისტე), – „რაჲ სასყიდელი გაქუს? რამეთუ მეზუერეთაცა ეგრეთვე ყვიან" (). ასე რომ, თუ ჩვენ ამასაც არ ვაკეთებთ, რა იმედი გვაქვს ცხონების? ამიტომ გთხოვთ, ნუ ვიქნებით ქვაგულნი, არამედ დავამშვიდოთ ჩვენი ზრახვები, და უპირველეს ყოვლისა ვისწავლოთ მოყვასის სიყვარულით ძლევა და, ნეტარი პავლეს სიტყვით, „სიმდაბლით ურთიერთას უმეტეს შეჰრაცხდით თჳთოეული თავისა თჳსისასა" (), ვისწავლოთ, რომ არ დავუთმოთ და არ დავმარცხდეთ ამაში, არამედ (სხვებს) ვჯობოთ და მოყვარეთა მიმართ მეტი და გულითადი კეთილგანწყობა გამოვავლინოთ. ეს ყველაზე მეტად ამშვენებს და ახალისებს ჩვენს ცხოვრებას, ამით განვსხვავდებით უტყვთა ცხოველებისა და მხეცებისგან – იმით, რომ შეგვიძლია, თუ ვისურვებთ, ჩვენთვის შესაფერისი წესრიგი დავიცვათ და მოყვასებთან სრულყოფილი თანხმობა გვქონდეს. შემდეგ (ვისწავლოთ) ზრახვების დამორჩილება და ამ მოუთვინიერებელი მხეცის, ანუ რისხვის, მოთვინიერება, საშინელი სამსჯავროს წარმოდგე...

სრულად ნახვა
თარგმანებაჲ იოანეს სახარებისაჲ თავი ლზ
წმინდა იოანე ოქროპირი
სწავლაჲ ლზ შურისათჳს:

...მიზეზ. ხოლო შენ, მოშურნეო, მითხარ, თუ რომელი მიზეზი სთქუა? არცა ერთი რაჲ გაქუს მიზეზი, გარნა უკეთურებისა სიმრავლჱ. რამეთუ უკუეთუ მტერთაცა სიყუარული ბრძანებულ არს, რაჟამს მოყუარენიცა გძულდენ, რაჲ სიტყუაჲ მიუგო? და ვითარცა უფალი იტყჳს, რომელი მეგობართა ოდენ ჰყუარობდეს, არარაჲთ უმჯობჱს არს წარმართთასა. ; მაშა რომელი კეთილისმყოფელთაცა ბოროტსა უყოფდეს, რომელი საშჯელი მიიღოს მან?

ესე ვნებაჲ სიძვისაცა უბოროტჱს არს და მრუშებისა, რამეთუ იგი მოქმედსა მისსა თანა ოდენ ჰგიეს, ხოლო შურისა ბოროტმან ეკლესიანი დიდნი დააქცინა და სოფელი განხრწნა: ამის მიერ მოკლა კაენმან აბელი; ამის მიერ ეძიებდა მოკლვად ესავი იაკობს; ამის მიერ განყიდეს იოსებ ძმათა; ამის მიერ ჰბრძავს ეშმაკი ყოველთა კაცთა. და ყოვლისა უძჳრჱს არს ესე, რომელ ცოდვაჲ ესე სუბუქად შერაცხილ არს, არამედ ყოველთა უმძიმეს არს. დაღაცათუ იტყჳ, მოშურნეო, თუ: მე არა მოვჰკლავ, არცა განვჰყიდი ძმასა ჩემსა, გარნა უკუეთუ ემტერები და არა გნებავს კეთილი და სათნოებაჲ მისი, მასვე ბოროტსა შინა ხარ და ღმერთსა ებრძვი, რომელსა იგი ჰმონებს.

ხოლო იხილე, ვითარ უბოროტეს არს სიძვისაცა: რამეთუ ისიძვა ვინმე კორინთეს შინა, და შეჰრისხნეს მას, და მოიქცა სინანულად; ეშურე...

სრულად ნახვა
თარგმანებაჲ მათეს სახარებისაჲ თავი კბ
წმინდა იოანე ოქროპირი
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ : „ნუ ჰზრუნავთ და იტყჳთ: რაჲ ვჭამოთ, ანუ რაჲ ვსუათ, ანუ რაჲ შევიმოსოთ? რამეთუ ამას ყოველსა წარმართნი ეძიებენ“ (6,31-32).:

...ვჭამოთ, ანუ რაჲ ვსუათ, ანუ რაჲ შევიმოსოთ? რამეთუ ამას ყოველსა წარმართნი ეძიებენ“ (6,31-32).

თ ა რ გ მ ა ნ ი: იხილეა, ვითარ კუალადცა გამოაჩინა, ვითარმედ არარას შეუძლებელსა იტყჳს? და ვითარცა ზემო თქუა: „უკუეთუ გიყუარდენ მოყუარენი თქუენნი, რაჲ სასყიდელი გაქუს? ანუ არა მეზუერეთაცა და წარმართთა იგივე ყვიან?“ - რაჲთა უმეტესად შეიკდიმონ მორწმუნეთა, ესმას რაჲ, ვითარმედ წარმართთაცა უმეტესად ვერ არიან, - ეგრეთვე აქა შემოიღო კუალად ჴსენებაჲ წარმართთაჲ საკდემელად სულმოკლეთა და მცირედმორწმუნეთა.

რამეთუ უკუეთუ უმეტესისა ქველისსაქმისა თანაგუაც ჩუენებად მწიგნობართა და ფარისეველთასა, რაჲ სიტყუაჲ მიუგოთ, ოდეს არა თუ უმეტეს მათსა ვერ ვიქმნეთ, არამედ ვერაგობასაცა შინა წარმართთასა დავადგრეთ და მათსა მას სულმოკლებასა და უსასოებასა ვჰბაძვიდეთ? ხოლო არა ამას შინა დაუტევა სიტყუაჲ თჳსი, არამედ ესევითარი რაჲ მხილებისა და კდემისა სიტყუაჲ თქუა, კუალად სხუაჲ წარმოთქუა ნუგეშინისცემაჲ დიდი:

ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „რამეთუ იცის მამამან თქუენმან ზეცათამან, რაჲ გიჴმს ამათ ყოველთაგანი“ (6,32).

თ ა რ გ მ ა ნ ი: არა თქუა, თუ: იცის ღმერთმან, არამედ: „იცის მამამან“, რაჲთა უმეტესად სასოებად მოგჳყვანნეს; რამეთუ უკუეთუ მამაჲ არს, და მამაჲ ესრეთ სახიერი და ტკბილი, ვითა...

სრულად ნახვა