მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

სახარებაჲ მათესი 5:44

43. გესმა, რამეთუ თქუმულ არს: შეიყუარო მოყუასი შენი და მოიძულო მტერი შენი.44. ხოლო მე გეტყჳ თქუენ: გიყუარდედ მტერნი თქუენნი და აკურთხევდით მწყევართა თქუენთა და კეთილსა უყოფდით მოძულეთა თქუენთა და ულოცევდით მათ, რომელნი გმძლავრობდენ თქუენ და გდევნიდენ თქუენ.45. რაჲთა იყვნეთ თქუენ შვილ მამისა თქუენისა ზეცათაჲსა, რამეთუ მზე მისი აღმოვალს ბოროტთა ზედა და კეთილთა, და წჳმს მართალთა ზედა და ცრუთა.
სახარებაჲ მათესი თავი 5
44. ხოლო მე გეტყჳ თქუენ: გიყუარდედ მტერნი თქუენნი და აკურთხევდით მწყევართა თქუენთა და კეთილსა უყოფდით მოძულეთა თქუენთა და ულოცევდით მათ, რომელნი გმძლავრობდენ თქუენ და გდევნიდენ თქუენ.
თარგმანებაჲ მათეს სახარებისაჲ თავი იჱ
წმინდა იოანე ოქროპირი
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „გასმიეს, რამეთუ თქუმულ არს: შეიყუარო მოყუასი შენი და მოიძულო მტერი შენი. ხოლო მე გეტყჳ თქუენ: გიყუარდედ მტერნი თქუენნი და აკურთხევდით მწყევართა თქუენთა, კეთილსა უყოფდით მოძულეთა თქუენთა და ილოცევდით მათთჳს, რომელნი გმძლავრობდენ თქუენ და გდევნიდენ თქუენ. რაჲთა იყვნეთ თქუენ მსგავს მამისა თქუენისა ზეცათაჲსა, რამეთუ მზე მისი აღმოვალს ბოროტთა ზედა და კეთილთა, და წჳმს მართალთა ზედა და ცრუთა“ (5,43-45).:

თ ა რ გ მ ა ნ ი: იხილე თავი ესე ყოველთა კეთილთაჲ, ვითარ უკუანაჲსკნელ ყოვლისა დააწესა, რამეთუ ამისთჳს პირველთქუმულთა მათ მიერ გუასწავა: ყურიმლის-ცემაჲ თუ შეგუემთხჳოს, მიპყრობად ერთკერძოჲცა, და წარღებასა ზედა კუართისასა მიცემად სამოსელისაცა, და წარძღუანვასა ერთისა მილიონისასა მისლვად ორიცა, რაჲთა შემდგომი ესე კეთილად შევიწყნაროთ. და რაჲმცა იყო უმეტესი პირველთქუმულთა მათ? - თქუას ვინმე. ესე არს უმეტესობაჲ და უაღრესობაჲ, რაჲთა მოქმედი იგი ესევითარისაჲ არა მტერად შევჰრაცხოთ, არამედ ვითარცა მეგობარი შევიყუაროთ და ოდეს სადა შეუძლოთ, კეთილი უყოთ; და უზეშთაესი ამისა: რაჲთა არა ხოლო გჳყუარდეს, არამედ ულოცვიდეთცა.

იხილეა, რავდენთა აღსავალთა აღმიყვანნა და თავსა მას სათნოებისასა დამადგინნა? და გულისჴმის-ყოფითღა აღრიცხუე თავითგან: პირველი აღსავალი - რაჲთა არა ბოროტი უყო მოყუასსა; მეორე - რაჲთა ბოროტი გიყოს თუ მოყუასმან, არა მიაგო ნაცვალი; მესამე - რაჲთა არცა თუ განჰრისხნე, არამედ სდუმნე შემთხუევასა მას ზედა ძჳრისასა; მეოთხე - რაჲთა მისცე თავი თჳსი საჭირვებელად და საქენჯნელად მტერთა შენთა; მეხუთე - რაჲ-თა უმეტესი აჩუენო ნებისა მის...

სრულად ნახვა
მათეს სახარების განმარტება - თავი V
ნეტარი თეოფილაქტე ბულგარელი
მთ: გვანცა კოპლატაძე
5:43-48 — მტრის სიყვარული და სრულყოფილება:

43-44. გესმა, რამეთუ თქუმულ არს: შეიყუარო მოყუასი შენი და მოიძულო მტერი შენი. ხოლო მე გეტყჳ თქუენ: გიყუარდედ მტერნი თქუენნი. - სათნოებათა მწვერვალს მისწვდა, რადგან რა არის ამაზე დიდი? და არც შეუძლებელია; ხომ უყვარდათ მოსესა და პავლეს საკუთარ თავზე მეტად, იუდეველები, რომელნიც მათ მტრობდნენ? მტერი უყვარდა ყველა წმინდანსაც.

და აკურთხევდით მწყევართა თქუენთა და კეთილსა უყოფდით მოძულეთა თქუენთა და ულოცევდით მათ, რომელნი გმძლავრობდენ თქუენ და გდევნიდენ თქუენ. - პატივი მათ მართლაც უნდა მივაგოთ ვითარცა ქველმოქმედებს, რადგან ყოველი, რომელიც გვდევნის და გვაცდუნებს, ცოდვებისათვის სასჯელს გვიმცირებს; მეორე მხრივ, დიდ ჯილდოს ამისთვის ღმერთიც გვიბოძებს. აბა, მოუსმინე:

45. რაჲთა იყვნეთ თქუენ შვილ მამისა თქუენისა ზეცათაჲსა, რამეთუ მზე მისი აღმოვალს ბოროტთა ზედა და კეთილთა, და წჳმს მართალთა ზედა და ცრუთა. - ხედავ, რამხელა სიკეთეს განიჭებს შენ ის, ვისაც სძულხარ და შეურაცხგყოფს, უკეთუ მოთმენას მოისურვებ? წვიმასა და მზეში როგორც ცოდნას, ასევე მოძღვრებასაც გულისხმობს, რადგან ღმერთი ყველას განანათლებს და განსწავლის.

46. უკუეთუ გიყუარდენ...

სრულად ნახვა
საუბარი 64. „განვიდა იოსებ პირისაგან ფარაოჲსა" (დაბ 41:46–49)
წმინდა იოანე ოქროპირი
რედ: Sasoeba.ge
7. ღვთის განგება და მტერთა მიტევების სწავლება (45:8-24):

...არ დაგდეთ, და თქვენც ერთმანეთის მიმართ კეთილად იყავით.

შესაძლებელია საკმარისად გაგვიკვირდეს ამ მართლის სათნოებით, რომელიც დიდი მონდომებით ასრულებდა ახალი აღთქმის სიბრძნის სწავლებას. რაც ქრისტემ მოციქულებს დაუბარა: „გიყუარდედ მტერნი თქუენნი... და ულოცევდით მათ, რომელნი გმძლავრობდენ თქუენ და გდევნიდენ თქუენ" (), — სწორედ ეს, და ამაზე მეტიც, აკეთა იოსებმა. მან არა მხოლოდ ესოდენ დიდი სიყვარული გამოიჩინა მათ მიმართ, ვინც მის მოსაკლავად მზად იყვნენ, არამედ ყოველნაირად ცდილობდა დაერწმუნებინა, რომ მათ არაფრით შესცოდეს მის წინაშე. რა მაღალი სიბრძნე! რა მტკიცე სულგრძელობა! რა დიდი სიყვარული ღვთისადმი! არა თქვენ, ამბობს, ეს გამიკეთეთ, არამედ ღვთის განგებამ დაუშვა, ჩემზე მზრუნველმა, რათა ჩემი სიზმრებიც აღსრულებულიყო და თქვენთვისაც ცხონების იარაღად ვემსახურე. ამრიგად, ჭირი თუ გამოცდა ღვთის დიდი განგებისა და ჩვენზე მზრუნველობის მოწმობაა კაცთმოყვარე უფლისა. ამიტომ არ უნდა ვეძებოთ ყოველნაირი საშუალებით მხოლოდ მშვიდი და უდარდელი ცხოვრება, არამედ კეთილდღეობაშიც და ჭირშიც თანასწორად უნდა აღვუვლენდეთ მადლობას უფალს, რათა მან, ჩვენი კეთილგონიერება რომ დაინახოს, კიდევ უფრო მეტი მზრუნველობა გამოიჩინოს ჩვენ მიმართ, რისი ღირსნიც ვიქნებით ყველანი, ჩვენი უფლ...

სრულად ნახვა
საუბარი 27. "და აღუშენა ნოე საკურთხეველი ღმერთსა" (დაბ 8:20)
წმინდა იოანე ოქროპირი
რედ: Sasoeba.ge
8. მტრის სიყვარული და შერიგების მოვალეობა:

...აკურთხევდით მწყევართა თქუენთა და ულოცევდით მათ, რომელნი გმძლავრობდენ თქუენ და გდევნიდენ თქუენ"**; და, რადგან ბრძანებული მნიშვნელოვანი და ძალიან ამაღლებული იყო, დაუმატა: "რაჲთა იყვნეთ თქუენ შვილ მამისა თქუენისა ზეცათაჲსა, რამეთუ მზე მისი აღმოვალს ბოროტთა ზედა და კეთილთა, და წჳმს მართალთა ზედა და ცრუთა" (). ხედავ, ვის ემსგავსება, რამდენადაც ეს ადამიანისთვის შესაძლებელია, ის, ვინც არა მხოლოდ არ სავს შეურაცხმყოფელთ, არამედ მოშურნედ ლოცულობს კიდეც მათთვის? ამრიგად, ნუ წავართმევთ თავს, დაუდევრობის გამო, ესოდენ დიდ ნიჭებსა და ჯილდოს, რომლებიც ყოველგვარ სიტყვას აღემატება, არამედ ყოველმხრივ ვეცადოთ ამ (ბრძანების) შესრულებას და საკუთარ თავზე ძალის ხმარებითაც კი შევაჩვიოთ ჩვენი სული ღვთის მცნების მორჩილებას. იმიტომაც გავაკეთე დღეს ეს შეგონება, წარმოვადგინე იგავი და ვაჩვენე ამ სათნოების (შეურაცხყოფის პატიების) სიდიადე და ჩვენთვის მისგან მომდინარე სარგებლობის სიუხვე, რომ, სანამ დრო არის, ჩვენგან თითოეულმა, ვისაც კი მტერი ჰყავს, ეცადოს თავისი მოსიყვარულე მოპყრობით შეარიგოს იგი თავის თავთან. და ნუ მეტყვი ვინმე: მე ერთხელაც და ორჯერაც ვთხოვე მას (მტერს), მაგრამ ის არ დათანხმდა (შერიგებაზე). არა, თუ ჩვენ გულწრფელად გვსურს შერიგება, ნუ მოვეშვებ...

სრულად ნახვა
თარგმანებაჲ იოანეს სახარებისაჲ თავი ოა
წმინდა იოანე ოქროპირი
სწავლაჲ ოა არა ბოროტის-ყოფისათჳს მტერთაჲსა და იოსებისთჳს:

...გი, მიიღო სასყიდელი, და ამის მიერ საცნაურ იქმნეს, ვითარმედ დაღაცათუმცა ჴელ-გეწიფებოდა ჴორციელადცა ვნებად, არავე ავნებდი. რამეთუ უკუეთუ ულოცვიდე და აკურთხევდე მას, მიემსგავსები ღმერთსა, ვითარცა იტყჳს უფალი, ვითარმედ: „ულოცევდით ბოროტისმყოფელთა თქუენთა, რაჲთა იქმნნეთ მსგავს მამისა თქუენისა ზეცათაჲსა“. ; (ლუკ. 6,27-28,35-36)

ჰხედავა, რაოდენსა კეთილსა შევიძენთ, უკუეთუ ვინებოთ, ბოროტისმყოფელთა ჩუენთა მიერ? რამეთუ არაჲ ესრეთ მხიარულ-ჰყოფს ღმერთსა ჩუენ ზედა, ვითარ არამიგებაჲ ბოროტისაჲ ბოროტისა წილ, რამეთუ არა თუ ბოროტისა არაყოფაჲ ოდენ, არამედ უფროჲსად ლოცვაჲცა და კურთხევაჲ ბოროტისმყოფელთა ჩუენთაჲ ბრძანებულ არს ჩუენდა. რამეთუ ქრისტემან, იხილე, რაოდენი კეთილი უყო მიმცემელსა თჳსსა: ფერჴნი დაჰბანნა, ფარულად ამხილებდა, ტაბლასა თჳსსა ზიარ-ყო, ამბორის-ყოფაჲ მისცა, და იგი არავე მოიქცა, არამედ უფალი მასვე ზედა ეგო და კეთილის-ყოფად არა დასცხრებოდა.

არამედ გასწავო ძუელისაგან შჯულისა მონათა მიერ ღმრთისათა, რაჲთა ესრეთ სცნათ, ვითარმედ არცა ერთი გუაქუს ჩუენ სიტყუაჲ, რაჟამს ძჳრსა ვიჴსენებდეთ. და უკუეთუ გნებავს, ვთქუათ მოსესთჳს, ანუ უზეშთაესცა მისსა აღვიყვანოთ სიტყუაჲ ჩუენი, რამეთუ რაზომცა ძუელნი იყვნენ სახენი, ჩუენ უფროჲსად ვიძლევ...

სრულად ნახვა
თარგმანებაჲ მათეს სახარებისაჲ თავი პზ
წმინდა იოანე ოქროპირი
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „და დასდვეს თავსა ზედა მისსა ბრალად მისა დაწერილი: ესე არს იესუ, მეუფჱ ჰურიათაჲ. მაშინ ჯუარს-აცუნეს მის თანა ორნი ავაზაკნი: ერთი მარჯუენით მისა და ერთი მარცხენით. ხოლო თანაწარმავალნი იგი ჰგმობდეს მას, ყრიდეს თავთა მათთა და იტყოდეს: ეჰა რომელი დაჰჴსნიდ ტაძარსა მას და მესამესა დღესა აღაშენებდ, იჴსენ აწ თავი თჳსი; უკუეთუ ძე ხარ ღმრთისაჲ, გარდამოჴედ მაგიერ ჯუარით! ეგრეთვე მღდელთმოძღუარნი იგი ემღერდეს მწიგნობართა თანა და ხუცესთა და იტყოდეს: სხუანი აცხოვნნა, თავი თჳსი ვერ ძალ-უცა ცხოვნებად? უკუეთუ მეუფე ისრაჱლისაჲ არს, გარდამოჴედინ აწ მაგიერ ჯუარით. უკუეთუ ესვიდა ღმერთსა, იჴსენინ იგი, უკუეთუ ჰნებავს იგი, რამეთუ თქუა: ძე ღმრთისაჲ ვარი მე. ეგრეთვე ავაზაკნი იგი, მის თანა ჯუარცუმულნი, აყუედრებდეს მას“ (27,37-44).:

...ლითგანვე ასწავლიდა ყოველთა და ეტყოდა: „რომელმან გცეს ყურიმალსა მარჯუენესა, მიუპყარ ერთკერძოჲცა. და რომელსა უნდეს მიღებად კუართი შენი, მიუტევე მას სამოსელიცა შენი“. „გიყუარდედ მტერნი თქუენნი, კეთილსა უყოფდით მოძულეთა თქუენთა, აკურთხევდით მწყევართა თქუენთა“. და სხუაჲ ესევითარი მრავალი ბრძანა.

ხოლო რაჲთა არა თქუან ვიეთმე, თუ: შეუძლებელ არს ამათ მცნებათა აღსრულებაჲ, ამისთჳს თავით თჳსით აღასრულა უფალმან ყოველივე, რაჲთა გუასწაოს ბოროტისმყოფელთა ჩუენთა არა ყოფად ბოროტისა, არცა განრისხებად, არცა შიშად სიკუდილისაგან, არამედ უფროჲსად შეურაცხ-ყოფად მისა სასოებითა მით მერმეთა კეთილთაჲთა.

რამეთუ ესრეთ იქმნების ძლევაჲ ღონეთა მტერისათაჲ, ვიდრეღა ოდეს ნაცვალისა ყოფად ვისწრაფდეთ. რამეთუ ოდეს ნაცვლისა ქმნად განვემზადნეთ და მაგინებელთა ჩუენთა ვაგინებდეთ და მავნებელთა ვავნებდეთ, მაშინ უფროჲსად აღვაორძინებთ და განვაფიცხებთ ჩუენ ზედა უკეთურებასა და უმეტესღა თავთა თჳსთა ვავნებთ, ვიდრეღა მტერთა ჩუენთა, რამეთუ შთავვარდებით სასჯელსა ძჳრის-ჴსენებისასა. ხოლო ოდეს მსგავსად უფლისა მოვითმინოთ ყოველი უსამართლოდ ვნებაჲ და ბოროტისმყოფელ-თა ძჳრუჴსენებლობაჲ წინააღუდგინოთ, და მტანჯველთა ჩუენთა - სიმჴნე, სიკუდილსა...

სრულად ნახვა
თარგმანებაჲ მათეს სახარებისაჲ თავი ჲა
წმინდა იოანე ოქროპირი
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „ამისთჳს ემსგავსა სასუფეველი ცათაჲ კაცსა მეუფესა, რომელმან ინება სიტყჳსა განგებაჲ მონათა თჳსთა თანა. და ვითარცა იწყო განგებად, წარმოუდგინეს მას ერთი თანამდები ბევრისა შანთისაჲ. და ვითარ არარაჲ აქუნდა მას, რაჲმცა მისცა, უბრძანა უფალმან მისმან განსყიდად ცოლისა მისისაჲ და შვილთა მისთაჲ და რაჲცა აქუნდა მას, და გარდაჴდად იგი. დავარდა მონაჲ იგი, თაყუანის-სცემდა მას და ეტყოდა: სულგრძელ იქმენ ჩემ ზედა, და ყოველივე მიგცე შენ. შეეწყალა უფალსა მას მონაჲ იგი, განუტევა და თანანადებიცა იგი მიუტევა მას“ (18,23-27), და შემდგომი ამისი. რამეთუ შემდგომად ესოდენისა მის კაცთმოყუარებისა პოა მან მოყუასი, რომლისა თანაედვა მას ასი დრაჰკანი, შეაშთობდა მას, და ამისთჳს შეჰრისხნა მეუფე იგი და შეაყენა საპყრობილედ, ვიდრემდე ყოველი გარდაიჴადოს.:

...მათ. 5,28) „რომელმან გცეს ყურიმალსა, მიუპყარ მას ერთკერძოჲცა. და რომელსა უნდეს კუართი შენი მიღებად, მიუტევე მას სამოსელიცა. და რომელი წარგიქცევდეს მილიონ ერთ, მივლე მის თანა ორიცა“; (მათ. 5, 39-41) „გიყუარდედ მტერნი თქუენნი, აკურთხევდით მწყევარ-თა თქუენთა, კეთილსა უყოფდით მოძულეთა თქუენთა“. კუალად იტყჳს: უკუეთუ არა იქმნეთ, ვითარცა ყრმანი ჩჩჳლნი, მშჳდ და მდაბალ და უმანკო, ვერ შეხჳდეთ სასუფეველსა ცათასა. ; (19,14)

ესევითარნი არიან მცნებანი მისნი და სხუანი მრავალნი. ხოლო აწ ჩუენ ვიხილოთ: უკუეთუ არა ცხორებაჲ ჩუენი წინააღმდგომ ბრძანებათა მისთა არსა? რომელსა ცოდვასა არა წარმდებებით აღვასრულებთ? არა დღითი-დღე ძჳრის-ზრახვათა შინა ვართა? შესმენათა მოყუსისათა, გინებათა და შეურაცხებათა, მტაცებელ, ვითარცა მგელნი, შებღალულ ყოვლი-თავე ცოდვითა, მოშურნე, მზუაობარ, ანგაჰრ, ცილისმწამებელ, მაჩუენებელ, კაცთმოთნე, უხუცესთა მიმართ მზაკუვარ, უდარესთა მიმართ მჴეც-თა უმძჳნვარეს, მონა მუცლისა და საფასეთა და დიდებისა წარმავალისა, მოკიცხარ, მოცინარ, მრავლისმეტყუელ, სიტყუათა ხენეშთა მეძიებელ, ნაყროან, მომთრვალე, ცილისმეტყუელ, შემსჭუალულ მიწისაგანთა მათ და წარმავალთა საქმეთა. ე...

სრულად ნახვა