მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

სახარებაჲ მათესი 5:40

39. ხოლო მე გეტყჳ თქუენ: არა წინა-აღდგომად ბოროტისა, არამედ რომელმან გცეს შენ ყურიმალსა შენსა მარჯუენესა, მიუპყარ მას ერთკერძოჲცა.40. და რომელსა უნდეს სასჯელად და მიღებად კუართი შენი, მიუტევე მას სამოსელიცა შენი.41. და რომელი წარგიქცევდეს შენ მილიონ ერთ, მივლე მის თანა ორიცა.
სახარებაჲ მათესი თავი 5
40. და რომელსა უნდეს სასჯელად და მიღებად კუართი შენი, მიუტევე მას სამოსელიცა შენი.
თარგმანებაჲ მათეს სახარებისაჲ თავი იჱ
წმინდა იოანე ოქროპირი
ს ი ტ ყ უ ა ჲ ე ს ე: „გასმიეს, რამეთუ თქუმულ არს: თუალი თუალისა წილ, და კბილი კბილისა წილ. ხოლო მე გეტყჳ თქუენ: არა წინააღმდგომად ბოროტისა; არამედ რომელმან გცეს ყურიმალსა შენსა მარჯუენესა, მიუპყარ მას ერთკერძოჲცა. და რომელსა უნდეს სასჯელად და მიღებად კუართი შენი, მიუტევე მას სამოსელიცა შენი“ (5,38-40).:

იხილეა, ვითარმედ პირველ, ოდეს-იგი იტყოდა: „უკუეთუ თუალი შენი მარჯუენე გაცთუნებდეს შენ, აღმოიღე იგი და განაგდე შენგან“, არა თუალისათჳს იტყოდა, არამედ მეგობრისათჳს, რომელი სულსა ჩუენსა ავნებნ და მთხრებლად წარწყმედისა შთაგუაგდებნ? რამეთუ რომელმან აქა ესრეთ ბრძანა, რაჲთა დაღაცათუ თუალი ვინ აღმოგჳღოს, არა აღმოვიღოთ მისი ნაცვალად ჩუენისა, რაჲსათჳსმცა განაწესა თუალისა თჳსისა აღმოღებაჲ? რამეთუ ასოჲსა მოკუეთაჲ არასადა უბრძანებიეს ქრისტესა, არამედ, ვითარცა ვთქუ, სიტყუაჲ იგი მეგობრისათჳს იყო საყუარელისა, რომლისაგან წარწყმედაჲ სულისა ჩუენისაჲ იქმნებინ. ხოლო აწ სიტყუათა ამათთჳს ძუელისა შჯულისათა ნუმცა ვინ იტყჳს მეტსა სიფიცხესა და სასტიკობასა, რამეთუ რომელი ამას იტყოდის, ფრიად გამოუცდელ არს იგი სიბრძნესა რჩულისმდებელისასა, რომელმან წესისამებრ ჟამთაჲსა და პირთა მათ, რომელთა მიმართ იტყოდა, დადვაცა შჯული, რამეთუ ერთი არს შჯულისმდებელი ძუელისაჲცა და ახლისაჲ, უფალი ჩუენი იესუ ქრისტე, რომელმან ყოველივე ჯეროვნად განაწესა. გულფიცხელთა მათ და სათნოებისა მიმართ უძლურთა ჰურიათა დაუდვა შჯული იგი, ვითარცა...

სრულად ნახვა
მათეს სახარების განმარტება - თავი V
ნეტარი თეოფილაქტე ბულგარელი
მთ: გვანცა კოპლატაძე
5:38-42 — მოთმინება და არშეწინააღმდეგობა:

38. გესმა, რამეთუ თქუმულ არს: თუალი თუალისა წილ და კბილი კბილისა წილ () - სჯულმა, დამდაბლდა რა ჩვენამდე, სამაგიეროს თანაბრად მიზღვა შეიწყნარა, რათა იმის შიშით, რომ ისევე გადაეხდებოდათ, ერთმანეთისათვის შეურაცხყოფა არ მიეყენებინათ.

39. ხოლო მე გეტყჳ თქუენ: არა წინა-აღდგომად ბოროტისა, არამედ რომელმან გცეს შენ ყურიმალსა შენსა მარჯუენესა, მიუპყარ მას ერთკერძოჲცა. - ბოროტს აქ უფალი ეშმაკს უწოდებს, რომელიც ადამიანში მოქმედებს. ე. ი. ეშმაკს წინ არ უნდა აღვუდგეთ? რა თქმა უნდა, უნდა აღვუდგეთ, მაგრამ არა დარტყმით ჩვენი მხრიდან, არამედ მოთმინებით, რადგანაც ცეცხლს ცეცხლით კი არ აქრობენ, არამედ წყლით. ნუ იფიქრებ, რომ აქ მხოლოდ ლოყაში გარტყმაზეა საუბარი, არამედ ყოველგვარ დარტყმასა და შეურაცხყოფაზე.

40. და რომელსა უნდეს სასჯელად და მიღებად კუართი შენი, მიუტევე მას სამოსელიცა შენი. - მიეცი მას ზედა სამოსიც შენი, ოღონდ მაშინ, უკუეთუ სამსჯავროზე გადაგცემს და გაწყენინებს და არა მაშინ, როცა უბრალოდ მოგთხოვს. პერანგს (კვართი) ჩვენ საკუთრივ შიგნით ჩასაცმელს ვუწოდებთ, ხოლო სამოსელს იმას, რასაც...

სრულად ნახვა
საუბარი 24. „და შვნა ნოე სამნი ძენი" (დაბ 6:10-11)
წმინდა იოანე ოქროპირი
რედ: Sasoeba.ge
8. შეგონება სინანულისა და სათნოებისკენ:

...ლა დგას, — ვინც არ სურს მოყვასზე გულისწყრომის შეწყვეტა, არც ენის ფიცისგან შეკავება, არც თვალისთვის დამღუპველი მზერის აკრძალვა, მაშინ, როცა უფალი ბრძანებს არა მხოლოდ შეურაცხყოფის სულგრძელად ატანას, არამედ მოთხოვნილზე მეტის მიცემასაც. „რომელსა უნდეს სასჯელად და მიღებად კუართი შენი, მიუტევე მას სამოსელიცა შენი" (), — ამბობს ის. ჩვენ კი ხშირად მოყვასს ვაწყენინებთ ან შურისძიებას ვახდენთ შეურაცხყოფისთვის, — ჩვენ, ვისაც ებრძანება არა მხოლოდ ჩვენი მოყვარულების სიყვარული („მეზუერეთაცა, — ამბობს უფალი, — ეგრეთვე ყვიან" ()), არამედ მტრების მიმართაც კეთილი განწყობა, — ჩვენს მოყვარულთა მიმართაც კი თანაბარ სიყვარულს არ ვიხდით. ამიტომ ვწუხვარ და გული მტკივა, როცა ვხედავ, როგორ იშვიათი გახდა ჩვენს შორის სათნოება და როგორ, პირიქით, მანკიერება დღითი დღე ძლიერდება, როგორ არც გეჰენიის შიში აჩერებს ჩვენს ბოროტებისკენ სწრაფვას, არც ზეციური სასუფევლის სიყვარული გვიზიდავს სათნოების გზაზე; არამედ ყველანი, ასე ვთქვათ, როგორც პირუტყვნი, მივეთრევით, არც საშინელ იმ ჟამზე ვფიქრობთ, არც ღვთისგან მოცემულ რჯულზე; პირიქით, მხოლოდ ადამიანთა აზრებს ვეგუებით და მათ ქებას ვეძებთ და არ გვსურს მოვისმინოთ, რას ამბობს სახარება...

სრულად ნახვა
თარგმანებაჲ მათეს სახარებისაჲ თავი კ
წმინდა იოანე ოქროპირი
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „ხოლო შენ რაჟამს იმარხვიდე, იცხე თავი შენი და დაიბანე პირი შენი, რაჲთა არა ეჩუენო კაცთა მმარხველად, არამედ მამასა შენსა დაფარულად; და მამამან შენმან, რომელი ხედავს დაფარულთა, მოგაგოს შენ“ (6,17-18).:

...ავლითა საჴმართმოყუარებისა იგი ბადენი დაჭრნა, ამისთჳს აწ ჯეროვნად სრულიადსა სიძულილსა საფასეთასა გჳბრძანებს.

პირველად თქუა: „ნეტარ იყვნენ მოწყალენი, რამეთუ იგინი შეიწყალნენ“; და კუალად: „რომელსა უნდესო სასჯელად და მიღებად კუართი შენი, მიუტევე მას სამოსელიცა შენი“; და „რომელსა უნდეს სესხებად შენგან, ნუ გარემიიქცევი“; ხოლო აწ უაღრეს მის ყოვლისა გუამცნებს, რამეთუ მუნ თქუა, ვითარმედ: სიმრავლისაგან ნაქონებთაჲსა იქმოდე მოწყალებასა, გინა თუ სიმცირისაგან, ვითარცა ვის ძალ-ედვას; და კუალად: უკუეთუ შფოთი და ლალვაჲ შემოვიდოდის შორის, მიუტევე სამოსელიცა შენი და მოიყიდე მშჳდობაჲ; ხოლო აწ არცა გლახაკნი აჴსენნა, არცა შფოთი და ლალვაჲ, არცა სხუაჲ რაჲმე მიზეზი, არამედ თავით თჳსით სიძულილსა და შეურაცხებასა საფასეთასა გუასწავებს, რაჲთა სრულიად ურიდად განუყოფდეთ გლახაკთა და ყოველნივე საუნჯენი ჩუენნი დავაცარიელნეთ. და არცა აქა ყოველივე გამოაცხადა სიკეთე უპოვრებისაჲ, რამეთუ არა იყო ჟამი სრულიადისა გამოცხადებისა მისისაჲ, არამედ შემოიღებს სიტყუასა თანამზრახველისა და არა რჩულისმდებელისა მსგავსსა. ამისთჳსცა იტყჳს: „ნუ იუნჯებთ თქუენ საუნჯეთა ქუეყანასა ზედა, სადა მღილმ...

სრულად ნახვა