...ისადა ბრძანებულ იყო არაქონებად კუერთხისა, ; მახჳლი აქუნდა მას? ხოლო მე ვჰგონებ, ვი-თარმედ თჳთ ამის საქმისათჳს განემზადა პირველითგანვე. და უკუეთუ სთქუა, ვითარმედ: რომლისადა ბრძანებულ იყო არა ყურიმლის-ცემაჲცა, ; კაცისა მომწყლველცა იქმნებისა ესე? გულისხმა-ყავ, და არა თჳსისა თავისათჳს ყო შურის-გებაჲ იგი, არამედ მოძღურისათჳს, და კუალად, რამეთუ სრულიადი სრულებაჲ არა აქუნდა, არცა იყვნეს საზომსა მას, რომელსა მისწუდეს უკუანაჲსკნელ. ხოლო შენ უკუეთუ გნებავს პეტრეს მოთმინებისა ხილვაჲ, იხილე, ამისა შემდგომად რაოდენნი მოიწინეს მის ზედა ჭირნი, და ვიდრე სიკუდიდმდე ყოველივე მოთმინებით თავს-იდვა. ხოლო იესუ აქა ქმნა სასწაული, ერთად, რაჲთა გუასწავოს ბოროტისმყოფელთა კეთილის-ყოფაჲ, და რაჲთა გამოაჩინოს თჳსი ძალი, რამე-თუ ყური მისი განკურნა, ხოლო პეტრეს ჰრქუა, ვითარმედ: „რომელთა მახჳლი აღიღონ, მახჳლითაცა მოკუდენ“. და ესრეთ დააცხრვო იგი, რამეთუ სახელსაცა მას მონისასა იტყჳს მახარებელი,
სახარებაჲ მათესი 5:39
განმარტებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის
...ნუ შეურაცხებათა - ძჳრუჴსენებლობითა, გულისწყრომასა - სიმშჳდითა, და ყოველსავე უკეთურებასა - წინააღმდგომითა მისითა სათნოებითა.
რამეთუ ამას პირველითგანვე ასწავლიდა ყოველთა და ეტყოდა: „რომელმან გცეს ყურიმალსა მარჯუენესა, მიუპყარ ერთკერძოჲცა. და რომელსა უნდეს მიღებად კუართი შენი, მიუტევე მას სამოსელიცა შენი“. „გიყუარდედ მტერნი თქუენნი, კეთილსა უყოფდით მოძულეთა თქუენთა, აკურთხევდით მწყევართა თქუენთა“. და სხუაჲ ესევითარი მრავალი ბრძანა.
ხოლო რაჲთა არა თქუან ვიეთმე, თუ: შეუძლებელ არს ამათ მცნებათა აღსრულებაჲ, ამისთჳს თავით თჳსით აღასრულა უფალმან ყოველივე, რაჲთა გუასწაოს ბოროტისმყოფელთა ჩუენთა არა ყოფად ბოროტისა, არცა განრისხებად, არცა შიშად სიკუდილისაგან, არამედ უფროჲსად შეურაცხ-ყოფად მისა სასოებითა მით მერმეთა კეთილთაჲთა.
რამეთუ ესრეთ იქმნების ძლევაჲ ღონეთა მტერისათაჲ, ვიდრეღა ოდეს ნაცვალისა ყოფად ვისწრაფდეთ. რამეთუ ოდეს ნაცვლისა ქმნად განვემზადნეთ და მაგინებელთა ჩუენთა ვაგინებდეთ და მავნებელთა ვავნებდეთ, მაშინ უფროჲსად აღვაორძინებთ და განვაფიცხებთ ჩუენ ზედა უკეთურებასა და უმეტესღა თავთა თჳსთა ვავნებთ, ვიდრეღა მტერთა ჩუენთა, რამეთუ შთავვარდებით სასჯელსა ძჳრის-ჴსენებისასა. ხოლო ოდეს მს...
...ებასა უბრძანებს შემოღებად, რაჲთა განაქარვოს ყოველივე მკსინვარებაჲ შეწუხებულმან მან? აწ უკუე ვინაჲთგან შეწუხებულსა ესრეთ მოსწრაფებაჲ უჴმს ყოფად მშჳდობისა, რავდენ უფროჲსად შემაწუხებელსა თანააც მოღუაწებაჲ საქმისა ამისთჳს?
ზემო იტყოდა, ვითარმედ: „უკუეთუ ვინმე გცეს ყურიმალსა შენსა მარჯუენესა, მიუპყარ ერთკერძოჲცა“, არამედ იგი სიტყუაჲ გარეშეთათჳს თქუა, ესე იგი არს, უცხოთათჳს და გარეგანთა წესისა ჩუენისათა, ვითარცა პავლე მოციქული იტყჳს, ვითარმედ: „რაჲ ძეს ჩემი გარეშეთა მათ განკითხვაჲ?“ გარეშედ სახელ-სდვა გინა თუ წარმართთა, გინა თუ კაცთა უცხოთა წესისა და განგებისა ჩუენისაგან; მათა მიმართ მოთმინებისა ხოლო გჳღირს ჩუენებად. ხოლო აწ ძმათა და მოყუარეთათჳს იტყჳს და თანაზიართა წესისა ჩუენისათა, რამეთუ ესევითართა მათ მხილებადცა გჳბრძანებს სიყუარულისა წესითა და მათისაცა სულიერისა ცთომისა განმართებად, ვითარცა კუალად იტყჳს მოციქული პირველთქუმულსა მას სიტყუასა თანა: „ანუ არა შინაგანნი იგი თქუენ განიკითხნეთ? ხოლო გარეშენი იგი ღმერთმან განიკითხნეს“. (1 კორ. 5, 12-13) შინაგანად ძმათა და მოყუასთა ჩუენთა სახელსდვა, რომელთა სულიერიცა მოღუაწებაჲ თანაგუაც. ამათ ესევითართა ძმათა და მოყუასთათჳს...
...იხილეა კიბე ესე ზეცად აღმყვანებელი? პირველ იტყოდა: „ნეტარ იყვნენ გლახაკნი და მშჳდნი და მართალნი და მშჳდობისმყოფელნი“, მერმე უმეტესი თქუა საზომი: „გცეს თუ ვინ მარჯუენესა ყურიმალსაო, მიუპყარ მას ერთკერძოჲცა; და რომელი გეშჯოდის კუართსა, მიეც სამოსელიცა; და რომელი წარგიქცევდეს მილიონ ერთ, მივლე ორიცა“. ხოლო სრულიად აღმამაღლნა კამარათა ცისათა აღმასრულებელნი სიტყუათა მისთანი, რაჟამს გუამცნო სიყუარული მტერთაჲ, კურთხევაჲ მწყევართაჲ, ლოცვაჲ ბოროტისმყოფელთაჲ. ესე არს სრული და ჭეშმარიტი საზომი, და რაჲ არს მისაგებელი ამისი? - მსგავსებაჲ ღმრთისაჲ: „რაჲთა იყვნეთო მსგავს მამისა თქუენისა ზეცათაჲსა“, და კუალად: „იყვენით სრულ, ვითარცა მამაჲ თქუენი ზეცა-თაჲ სრულ არს“.
რაჲ-მე უკუე ვყოთ ჩუენ, რომელთადა ბრძანებულ არს მობაძავ ღმრთისა ყოფად, და არცა თუ სწორ მეზუერეთა ვიქმნებით? უკუეთუ სიყუარული მოყუარეთაჲ საქმე არს მეზუერეთა და ცოდვილთაჲ, ოდეს არცა ამას ვიქმოდით, არამედ გუძულდენ ძმანი ჩუენნი და მეგობარ-თა ჩუენთა ვეშურებოდით, რაჲ-მე იყოს ჩუენდა? არა მკჳდრ ჯოჯოხეთისა გამოვჩნდეთა? უფალმან ესრეთ ბრძანა, რაჲთა გარდაემატოს სიმართლე ჩუენი წესსა ძუელისა მის შჯულისასა, ხოლო ჩუენ უძჳრეს ვართ წარმართთასა. ვითარ-მე ვიხილოთ სასუფეველი ცათაჲ, არა უწყი. „უკუე...