მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

სახარებაჲ მათესი 5:37

36. ნუცა თავსა შენსა ჰფუცავ, რამეთუ ვერ ძალ-გიც ერთისაცა თმისა განსპეტაკებად გინა დაშავებად.37. არამედ იყავნ სიტყუაჲ თქუენი ჰჱ ჰე და არაჲ არა. ხოლო უმეტესი ამათსა უკეთურისაგან არს.38. გესმა, რამეთუ თქუმულ არს: თუალი თუალისა წილ და კბილი კბილისა წილ.
სახარებაჲ მათესი თავი 5
37. არამედ იყავნ სიტყუაჲ თქუენი ჰჱ ჰე და არაჲ არა. ხოლო უმეტესი ამათსა უკეთურისაგან არს.

განმარტებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის

თავი ვ̂. ვითარმედ არა კაცობრივ, არამედ ღმრთისა მიერ იქმნების წარმართებაჲ სლვათა კაცისათაჲ
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: წმინდა ეფრემ მცირე
რედ: Titus
მოციქულისაჲ: ყოვლისა წინა, ძმანო ჩემნო, ნუ ჰფუცავთ ნუცა ცასა, ნუცა ქუეყანასა, ნუცა სხუასა რომელსამე ფიცსა, არამედ იყავნ თქუენი ჰჱჲ ჰჱ და არაჲ — არა, რაჲთა არა ორგულებასა შესცჳვეთ (5,12).:

...ენ რაჲთმე მოსწყჳდნეს ფუცვად კერპთა სახელსა. ამისთჳს შეუნდო სახელსა ღმრთისასა ფუცვად; ხოლო ახალსა ამას შინა თჳთ პირითა მაცხოვრისაჲთა განგდებულ არს ფიცი, და უმეტესსა რასმე თქუმაჲ უფროჲს ჰჱ და არაობისა — ბოროტისაგანად და საეშმაკოდ ნაწილად განკუთნვილ არს. რამეთუ თქუა რაჲ, ვითარმედ "უმეტესი ამათსა უკეთურისაგანი არს" () არა ცრუ-ფიცებისათჳს თქუა, რომელი-იგი ცხადად ეშმაკისაგანი არს, არამედ ყოველსავე ფიცსა, რომელი ჰმატდეს ჰჱსა და არასა, უკუეთურისაგანად უწოდს.

მოციქულისაჲ: შჭირდეს თუ ვისმე თქუენგანსა, ილოცევდინ; მოლხინე თუ ვინმე არს, გალობდინ (5,13).

თარგმანი: ესე იგი არს, ვითარმედ, უკუეთუ ჭირსა შინა ხარ, ვედრებითა გულისაჲთა მოწყალე ჰყოფდი შენ ზედა ღმერთსა. ხოლო უკუეთუ მრთელ ხარ და თავისუფალ ჭირისაგან, ნუ დააკლდები მწყობრსა საეკლესიოთა მგალობელთასა, არამედ მათ თანა გალობდ დიდებისმეტყუელებასა უფლისასა.

მოციქულისაჲ: უძლურ თუ ვინმე არს თქუენ შორის, მოუწოდენ ხუცესთა ეკლესიისათა და ილოცონ მის ზედა და სცხონ მას ზეთი სახელითა უფლისაჲთა, და ლოცვამან სარწმუნოებისამან აცხოვნოს სნეული იგი, და აღადგინოს იგი უფალმან. დაღაცათუ ცოდვაჲ რაჲმე ექმნეს, მო-ვე-ეტეოს მას (5,14-15).

თარგმანი: ესე სრულისა სარწმუნოებისა სასწაული არს, რაჲთა სნეულებასა შინა თჳსსა...

სრულად ნახვა