მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

სახარებაჲ მათესი 5:35

34. ხოლო მე გეტყჳ თქუენ არა ფუცად ყოვლადვე ნუცა ცასა, რამეთუ საყდარი არს ღმრთისაჲ;35. ნუცა ქუეყანასა, რამეთუ კუარცხლბეკი არს ფერჴთა მისთაჲ; ნუცა იერუსალჱმსა, რამეთუ ქალაქი არს მეუფისა დიდისაჲ.36. ნუცა თავსა შენსა ჰფუცავ, რამეთუ ვერ ძალ-გიც ერთისაცა თმისა განსპეტაკებად გინა დაშავებად.
სახარებაჲ მათესი თავი 5
35. ნუცა ქუეყანასა, რამეთუ კუარცხლბეკი არს ფერჴთა მისთაჲ; ნუცა იერუსალჱმსა, რამეთუ ქალაქი არს მეუფისა დიდისაჲ.
თარგმანებაჲ მათეს სახარებისაჲ თავი იზ
წმინდა იოანე ოქროპირი
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „კუალად გასმიეს, რამეთუ ითქუა პირველთა მიმართ: არა ცილი ჰფუცო, არამედ მიეც უფალსა ფიცი შენი. ხოლო მე გეტყჳ თქუენ: არა ფუცად ყოლად ნუცა ცასა, რამეთუ საყდარი არს ღმრთისაჲ; ნუცა ქუეყანასა, რამეთუ კუარცხლბეკი ფერჴთა მისთაჲ არს; ნუცა იერუსალჱმსა, რამეთუ ქალაქი არს მეუფისა დიდისაჲ; ნუცა თავსა შენსა ჰფუცავ, რამეთუ ვერ ძალ-გიც ერთისა თმისა განსპეტაკებად გინა დაშავებად. არამედ იყავნ თქუენი ჰე ჰე, და არა არა; ხოლო უმეტესი ამათსა უკეთურისაგანი არს“ (5,33-37).:

თ ა რ გ მ ა ნ ი: ვინაჲთგან ყოველთავე შჯულისა მცნებათა აჴსენებს და ყოველთავე უაღრესისა მიმართ აღაორძინებს, რად არა, ვითარცა მუნ წერილ არს, აჴსენა პარვისათჳსცა? რამეთუ იტყჳს შჯული: „არა კაც-ჰკლა, არა იმრუშო, არა იპარო, არა ცილი ჰფუცო“. ვითარ უკუე აქა თანაწარჴდა პარვასა? რამეთუ რომელი იპარვიდეს, იგი ფუცავსცა, ხოლო რომელი არცა ფუცვიდეს, არცა ტყუოდის, მან ოდესმცა თავს-იდვა პარვაჲ? ამისთჳს დაყენებითა მით ფიცისაჲთა პარვაჲცა სრულიად უჩინო-ყო, რამეთუ სადა ფიცი და ტყუილი არა იყოს, მუნ პარვაჲ ყოლადვე არა იპოების. ხოლო რაჲ არს ესე, თუ: „მისცე უფალსა ფიცი შენი“? ესე იგი არს, ჭეშმარიტი და უტყუელი ჰფუცო; არამედ ქრისტემან ესეცა დააყენა და თქუა: „ხოლო მე გეტყჳ თქუენ: არა ფუცად ყოლად“, და შემდგომი ამისი; ყოველი, რავდენიცა აქუნდა ჰურიათა ჩუეულებაჲ ფუცად, - ცასა და ქუეყანასა და იერუსალჱმსა, - ყოველივე განაყენა, რაჲთა უჩუენოს, ვითარმედ არარას გარეგან შჯულისა და წინაწარმეტყუელთა იტყოდა.

და იხილე, ვითარსა სიტყუასა შემოიღებს დაბადებულთათჳს: არა თქუა, თუ: ნუცა ცასა ჰფუცავ, რამეთუ დიდ არს და შუენიერ;...

სრულად ნახვა
მათეს სახარების განმარტება - თავი V
ნეტარი თეოფილაქტე ბულგარელი
მთ: გვანცა კოპლატაძე
5:33-37 — ფიცის შესახებ:

33. კუალად გესმა, რამეთუ ითქუა პირველთა მათ მიმართ: არა ცილი ჰფუცო, არამედ მისცე უფალსა ფიცი შენი. - ე. ი. როცა იფიცებ, მართალი უნდა იყო.

34-35. ხოლო მე გეტყჳ თქუენ არა ფუცად ყოვლადვე ნუცა ცასა, რამეთუ საყდარი არს ღმრთისაჲ; ნუცა ქუეყანასა, რამეთუ კუარცხლბეკი არს ფერჴთა მისთაჲ; ნუცა იერუსალჱმსა, რამეთუ ქალაქი არს მეუფისა დიდისაჲ. - რაკი იუდეველებმა მოუსმინეს ღმერთს, რომელიც ამბობდა: "ცა ტახტია ჩემთვის, ხოლო ქუეყანა კვარცხლბეკი"-ო, მათ იფიცებდნენ. უფალი უკრძალავს მათ დაფიცებას, მგრამ არა იმიტომ, რომ ცა მშვენიერია და ვრცელი, ხოლო დედამიწა - სარგებლიანი, არამედ იმიტომ, რომ რამდენადაც ერთი მათგანი ტახტია ღმრთისა, ხოლო მეორე - კვარცხლბეკი, არ უნდოდა საბაბი ჰქონოდათ კერპთაყვანისმცემლობისათვის, რადგან სტიქიები მათ მიერ, ვინც მათ იფიცებდა, ღმერთებად იქცეოდნენ, როგორც ეს ძველად ხდებოდა.

36. ნუცა თავსა შენსა ჰფუცავ, რამეთუ ვერ ძალ-გიც ერთისაცა თმისა განსპეტაკებად გინა დაშავებად. - თავისი თავის დაფიცება მხოლოდ ღმერთს შეუძლია, რამდენადაც ის არავისზე არაა დამოკიდებული. ჩვენ კი, რომელთაც ჩვენი თავი არ ხელგვეწიფება, საკუთარი თავი...

სრულად ნახვა

მოხსენიებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის