მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

სახარებაჲ მათესი 5:34

33. კუალად გესმა, რამეთუ ითქუა პირველთა მათ მიმართ: არა ცილი ჰფუცო, არამედ მისცე უფალსა ფიცი შენი.34. ხოლო მე გეტყჳ თქუენ არა ფუცად ყოვლადვე ნუცა ცასა, რამეთუ საყდარი არს ღმრთისაჲ;35. ნუცა ქუეყანასა, რამეთუ კუარცხლბეკი არს ფერჴთა მისთაჲ; ნუცა იერუსალჱმსა, რამეთუ ქალაქი არს მეუფისა დიდისაჲ.
სახარებაჲ მათესი თავი 5
34. ხოლო მე გეტყჳ თქუენ არა ფუცად ყოვლადვე ნუცა ცასა, რამეთუ საყდარი არს ღმრთისაჲ;

განმარტებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის

თარგმანებაჲ მათეს სახარებისაჲ თავი იჱ
წმინდა იოანე ოქროპირი
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „უკუეთუ გიყუარდენ მოყუარენი ხოლო თქუენნი, რაჲ სასყიდელი გაქუს? ანუ არა მეზუერეთაცა ეგრეთვე ყვიან? და უკუეთუ მოიკითხვიდეთ მეგობართა ხოლო თქუენთა, რასა უმეტეს იქმთ? ანუ არა მეზუერეთაცა იგივე ყვიან? იყვენით თქუენ სრულ, ვითარცა მამაჲ თქუენი ზეცათაჲ სრულ არს“ (5,46-48).:

...ნებათა მისთაჲთა, და განაჩინა გუემაჲ მისი და ექსორია-ყოფაჲ. ისმინე ბრძანებაჲ იგი განჩინებისა მისისაჲ: „ნუ ჰფუცავო ნუცა ცასა, ნუცა ქუეყანასა, ნუცა თავსა შენსა, არამედ იყავ შენდა ჰჱ ჰე, და არაჲ არა. რომელი გეშჯოდის კუართისათჳს, მიეც მას სამოსელიცა; რომელი წარგიქცევდეს მილიონ ერთ, მივლე მის თანა ორიცა“. ესე ყოველი საჴმართმოყუარებისა უჩინომყოფელი არს, რამეთუ ფიცნი და ცილფუცებანი და წინააღდგომანი არა მიცემად მეძიებელისადა მონაგებთა თჳსთა - ყოველივე ესე ანგაჰრებისა ნაშობნი არიან, ხოლო რომელმან ესე ყოველი უგულებელს-ყოს, მას დაუთრგუნავს საჴმართმოყუარებაჲ. ვინაჲთგან ესრეთ შუენიერად შეგჳთხზნა სათნოება-თა ამათ გჳრგჳნი, მერმე სამკაული უსასყიდლოჲსა ამის მარგალიტისაჲ განაწყო მას ზედა. ესე იგი არს: „გიყუარდედ მტერნი თქუენნი, აკურთხევდით მწყევართა თქუენთა, კეთილსა უყოფდით მოძულეთა თქუენთა და ილოცევდით მათთჳს, რომელნი გმძლავრობდენ თქუენ“.

იხილეა მწყობრი ესე შუენიერთა ამათ მარგალიტთაჲ? იხილეა კიბე ესე ზეცად აღმყვანებელი? პირველ იტყოდა: „ნეტარ იყვნენ გლახაკნი და მშჳდნი და მართალნი და მშჳდობისმყოფელნი“, მერმე უმეტესი თქუა საზომი: „გცეს თუ ვინ მარჯუენესა ყურიმალსაო, მიუპყარ მას ერთკერძოჲცა; და რ...

სრულად ნახვა