მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

სახარებაჲ მათესი 5:33

32. ხოლო მე გეტყჳ თქუენ, რამეთუ ყოველმან რომელმან განუტეოს ცოლი თჳსი თჳნიერ სიტყჳსა სიძვისა, მან ამრუშა იგი; და რომელმან განტევებული შეირთოს, მანცა იმრუშა.33. კუალად გესმა, რამეთუ ითქუა პირველთა მათ მიმართ: არა ცილი ჰფუცო, არამედ მისცე უფალსა ფიცი შენი.34. ხოლო მე გეტყჳ თქუენ არა ფუცად ყოვლადვე ნუცა ცასა, რამეთუ საყდარი არს ღმრთისაჲ;
სახარებაჲ მათესი თავი 5
33. კუალად გესმა, რამეთუ ითქუა პირველთა მათ მიმართ: არა ცილი ჰფუცო, არამედ მისცე უფალსა ფიცი შენი.

განმარტებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის

საუბარი 15. „ადამისი არა ეპოვა შემწე მსგავსი მისი" (დაბ 2:20-22)
წმინდა იოანე ოქროპირი
რედ: Sasoeba.ge
5. მარხვის დროს სათნოებათა აღსრულება:

..., — და კიდევ: თუ (არის) რაიმე კეთილი სიტყვა სასარგებლო აღშენებისათვის, „რაჲთა მისცეს მადლი მსმენელთა" (). ფიცისგანაც ყოვლად თავი შეიკავოს, ქრისტეს მცნება რომ ესმის: „ითქუა პირველთა მათ მიმართ: არა ცილი ჰფუცო;... ხოლო მე გეტყჳ თქუენ არა ფუცად ყოვლადვე" (). ნურავინ მეტყვის: სიმართლეში ვფიცავო; არ შეიძლება ფიცი არც სიმართლეში და არც სიცრუეში. ასე შევინახოთ ჩვენი ბაგეები ფიცისგან წმიდად და ყოველივე ამისგან დავიცვათ ენა, ბაგეები და გონება, რათა არავითარი ბოროტი გულისზრახვა არ აღმოცენდეს ჩვენში და ენით არ გამოითქვას. ყურებიც მტკიცედ დავუხშოთ, რომ ცარიელი ჭორიც არ მივიღოთ, როგორც ნეტარი მოსე ბრძანებს: „არა შეიწყნარით სასმენელი ამაო" (), და როგორც ნეტარი დავითი კიდევ ამბობს: „რომელი იტყჳნ იდუმალ მოყურისა თჳსისა ძჳრსა, ესე წარვსდევნო" (). ხედავ, საყვარელო, რამდენი ფხიზლობა გვჭირდება, რამდენი შრომა სათნოებისთვის, როგორ უმცირესი დაუდევრობაც ჩვენ მთლიანად გვღუპავს? ამიტომაც ნეტარი დავითი სხვაგან ღაღადებს და ამის მოქმედს ამხელს: **„შჯდი რაჲ, ძმისა შენისათჳს ბოროტსა იტყოდი და ძისათჳს დედისა შ...

სრულად ნახვა