მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

სახარებაჲ მათესი 5:32

31. თქუმულ არს, რამეთუ რომელმან განუტეოს ცოლი თჳსი, მიეცინ მას განსატევებელი.32. ხოლო მე გეტყჳ თქუენ, რამეთუ ყოველმან რომელმან განუტეოს ცოლი თჳსი თჳნიერ სიტყჳსა სიძვისა, მან ამრუშა იგი; და რომელმან განტევებული შეირთოს, მანცა იმრუშა.33. კუალად გესმა, რამეთუ ითქუა პირველთა მათ მიმართ: არა ცილი ჰფუცო, არამედ მისცე უფალსა ფიცი შენი.
სახარებაჲ მათესი თავი 5
32. ხოლო მე გეტყჳ თქუენ, რამეთუ ყოველმან რომელმან განუტეოს ცოლი თჳსი თჳნიერ სიტყჳსა სიძვისა, მან ამრუშა იგი; და რომელმან განტევებული შეირთოს, მანცა იმრუშა.

განმარტებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის

საუბარი 26. "და მოეჴსენა ღმერთსა ნოესი" (დაბ 8:1)
წმინდა იოანე ოქროპირი
რედ: Sasoeba.ge
2. კაინის ცოდვა და მიტევების საზომი:

...). შეხედე, როგორ არ აბრკოლებს ღმერთი მის მიმართ ურწმუნო ქმრის ან ცოლის კანონიერ თანაცხოვრებაში მიღებას. მოისმინე ახლა, რას ეუბნება თავად ქრისტე მოწაფეებს: "ხოლო მე გეტყჳ თქუენ, რამეთუ ყოველმან რომელმან განუტეოს ცოლი თჳსი თჳნიერ სიტყჳსა სიძვისა, მან ამრუშა იგი; და რომელმან განტევებული შეირთოს, მანცა იმრუშა" (). არაჩვეულებრივი სახიერება! ცოლი შენი, ამბობს, წარმართი ან ურწმუნო იყოს, თუ მხოლოდ შენთან ცხოვრება სურს, ნუ განეშორები მას; მაგრამ თუ ის შენს წინააღმდეგ შესცოდებს და, ქორწინების აღთქმის დავიწყებით, სხვებს გარჩევნის, შენ ნებადართული გაქვს, უარყო და გააძევო. ამაზე ფიქრით, ჩვენც ვეცადოთ უფალს მისი ჩვენდამი მოწყალებისთვის მივაგოთ და, ვინაიდან ის ხალისით აპატიებს ცოდვებს, რომლებიც მის წინააღმდეგ არის ჩადენილი, ხოლო ჩვენს წინააღმდეგ ჩადენილ ცოდვებზე დიდი მკაცრობით მოიკითხავს, ზუსტად ისევე მოვიქცეთ ჩვენც: რაშიც არ უნდა შეგვცოდონ მოყვასებმა, ყოველივეს ვაპატიოთ; ხოლო ღმერთის წინააღმდეგ ჩადენილ ცოდვებზე მკაცრად ვიკითხოთ. ესეც ჩვენ უდიდეს სარგებელს მოგვიტანს და გამოსასწორებელთაც ბევრ სიკეთეს გაუკეთებს. შეიძლება, ჩვენი შესავალი დღეს ძალიან ვრცელი გამოვიდა. მაგრამ რა ვქნა? ეს განზრახ არ მოხდა, არამედ სიტყვის დენამ გამიტაცა.

ვინაიდან მთელი...

სრულად ნახვა
თარგმანებაჲ იოანეს სახარებისაჲ თავი ჲგ
წმინდა იოანე ოქროპირი
სწავლაჲ ჲგ სარწმუნოებისათჳს:

...თა თანა შეიგინებოდის. ვინაჲთგან რომელნიმე შჯულიერისაგანცა მეუღლისა იმარხვენ თავთა თჳსთა ჟამსა მარხვისა და ლოცვისასა, უკუე რომელსა იგიცა არა კმა-ეყოფვოდის, არამედ სხუასა შემოიყვანებდეს, რაჲ იყოს მისი წყალობაჲ? და რომელმან დაუტევოს ცოლი თჳსი შჯულიერად ქორწინებული და შეეყოს სხუასა, იგი მემრუშედ შერაცხილ არს, ვითარცა უფალი იტყჳს, უკუეთუ რომელსა ჰყვესღა ცოლი თჳსი, და იგი სხუასა თანა შეიგინებოდის, რაჲ ვინ თქუას მისთჳს? არამედ ნუმცა ვინ უტევებს ამას სენსა დამკჳდრებად სულსა შინა თჳსსა, გარნა ძირითურთ აღმოჰფხურენ იგი, რამეთუ საძაგელ არს საქმჱ ესე წინაშე ღმრთისა, ვითარცა იტყჳს უფალი, ვითარმედ: „უკუეთუ ვინ განუტევოს ცოლი თჳსი გარეშე სიტყჳსა სიძვისა და სხუაჲ შეირთოს, მან იმრუშა და ცოლიცა თჳსი შთააგდო მრუშებასა“. ; (19,9); ; რამე-თუ ბოროტ არს სიძვაჲ, ბოროტ! და უკუდავსა საშჯელსა მოაწევს კაცსა ზედა მოქმედსა მისსა, და ამასცა სოფელსა ყოველი მსიძავი ბოროტითა ცხორებითა იყოფების და მონა არს ბოროტისა, რამეთუ სახლსა უცხოსა შევალს შიშითა და ძრწოლითა დიდითა და ყოველთა მიმართ იჭუეულ არნ, მონათა...

სრულად ნახვა
თარგმანებაჲ მათეს სახარებისაჲ თავი ჲბ
წმინდა იოანე ოქროპირი
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „მაშინ მოუჴდეს მას ფარისეველნი, გამოსცდიდეს მას და ეტყოდეს: უკუეთუ ჯერ-არს კაცისა განტევებაჲ ცოლისა თჳსისაჲ ყოვლისათჳს ბრალისა?“ (19,3).:

...ჰბრძანე არა განტევებად ცოლისა გარეშე სიტყჳსა სიძვისა, ვითარ უკუე სთქუ სიტყუაჲ იგი? არამედ ვითარმცა ყოვლადვე არა ასმიოდა, ესრეთ იტყჳან, რომელ ჰგონებდეს, თუ მიჰვიწყდებოდის სიტყუაჲ იგი თჳსი, და მზა იყვნეს, რაჲთა უკუეთუ თქუას, თუ ჯერ-არს განტევებაჲ, ჰრქუან მას, თუ: შენვე პირველ სთქუ, ვითარმედ: „არა ჯერ-არს“, და აწ ვითარ იტყჳ, თუ ჯერ-არს? ხოლო უკუეთუ თქუას პირველისა მისებრვე სიტყჳსა, ვითარმედ: „არა ჯერ-არს განტევებაჲ“, წინაუყონ მას სჯული მოსესი და დასწამონ, ვითარმედ: შჯულსა წინააღუდგები. ხოლო თავადმან არა ჰრქუა, თუ: „რაჲსა გამომცდით მე, ორგულნო?“ ვითარ-იგი სხუასა ადგილსა. ესე ამისთჳს, რაჲთა ძლიერებასა თჳსსა თანა სიმშჳდეცა აჩუენოს, რამეთუ არცა მარადის დუმს, რაჲთა ვერ თქუან, თუ გულისზრახვანი მათნი დაეფარვიან მას; არცა მარადის ამხილებს, რაჲთა გუასწაოს ჩუენ სულგრძელებაჲ. ისმინეთ უკუე სიტყუაჲ უფლისაჲ:

ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „ხოლო იესუ მიუგო და ჰრქუა მათ: არა აღმოგიკითხავსა, რამეთუ რომელმან დაჰბადა დასაბამსა, მამაკაცად და დედაკაცად შექმნა იგინი? და თქუა: ამისთჳს დაუტეოს კაცმან მამაჲ თჳსი და დედაჲ თჳსი და შეეყოს ცოლსა თჳსსა, და იყვნენ ორნივე იგი ერთ ჴორც, ვითარმედ არღარა არიან იგინი ორ, არ...

სრულად ნახვა