მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

სახარებაჲ მათესი 5:3

2. და აღაღო პირი თჳსი, ასწავებდა მათ და ეტყოდა:3. ნეტარ იყვნენ გლახაკნი სულითა, რამეთუ მათი არს სასუფეველი ცათაჲ.4. ნეტარ იყვნენ მგლოვარენი გულითა, რამეთუ იგინი ნუგეშინის-ცემულ იქმნნენ.
სახარებაჲ მათესი თავი 5
3. ნეტარ იყვნენ გლახაკნი სულითა, რამეთუ მათი არს სასუფეველი ცათაჲ.

განმარტებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის

საუბარი 26. "და მოეჴსენა ღმერთსა ნოესი" (დაბ 8:1)
წმინდა იოანე ოქროპირი
რედ: Sasoeba.ge
2. კაინის ცოდვა და მიტევების საზომი:

...). შეხედე, როგორ არ აბრკოლებს ღმერთი მის მიმართ ურწმუნო ქმრის ან ცოლის კანონიერ თანაცხოვრებაში მიღებას. მოისმინე ახლა, რას ეუბნება თავად ქრისტე მოწაფეებს: "ხოლო მე გეტყჳ თქუენ, რამეთუ ყოველმან რომელმან განუტეოს ცოლი თჳსი თჳნიერ სიტყჳსა სიძვისა, მან ამრუშა იგი; და რომელმან განტევებული შეირთოს, მანცა იმრუშა" (). არაჩვეულებრივი სახიერება! ცოლი შენი, ამბობს, წარმართი ან ურწმუნო იყოს, თუ მხოლოდ შენთან ცხოვრება სურს, ნუ განეშორები მას; მაგრამ თუ ის შენს წინააღმდეგ შესცოდებს და, ქორწინების აღთქმის დავიწყებით, სხვებს გარჩევნის, შენ ნებადართული გაქვს, უარყო და გააძევო. ამაზე ფიქრით, ჩვენც ვეცადოთ უფალს მისი ჩვენდამი მოწყალებისთვის მივაგოთ და, ვინაიდან ის ხალისით აპატიებს ცოდვებს, რომლებიც მის წინააღმდეგ არის ჩადენილი, ხოლო ჩვენს წინააღმდეგ ჩადენილ ცოდვებზე დიდი მკაცრობით მოიკითხავს, ზუსტად ისევე მოვიქცეთ ჩვენც: რაშიც არ უნდა შეგვცოდონ მოყვასებმა, ყოველივეს ვაპატიოთ; ხოლო ღმერთის წინააღმდეგ ჩადენილ ცოდვებზე მკაცრად ვიკითხოთ. ესეც ჩვენ უდიდეს სარგებელს მოგვიტანს და გამოსასწორებელთაც ბევრ სიკეთეს გაუკეთებს. შეიძლება, ჩვენი შესავალი დღეს ძალიან ვრცელი გამოვიდა. მაგრამ რა ვქნა? ეს განზრახ არ მოხდა, არამედ სიტყვის დენამ გამიტაცა.

ვინაიდან მთელი...

სრულად ნახვა
საუბარი 15. „ადამისი არა ეპოვა შემწე მსგავსი მისი" (დაბ 2:20-22)
წმინდა იოანე ოქროპირი
რედ: Sasoeba.ge
5. მარხვის დროს სათნოებათა აღსრულება:

..., — და კიდევ: თუ (არის) რაიმე კეთილი სიტყვა სასარგებლო აღშენებისათვის, „რაჲთა მისცეს მადლი მსმენელთა" (). ფიცისგანაც ყოვლად თავი შეიკავოს, ქრისტეს მცნება რომ ესმის: „ითქუა პირველთა მათ მიმართ: არა ცილი ჰფუცო;... ხოლო მე გეტყჳ თქუენ არა ფუცად ყოვლადვე" (). ნურავინ მეტყვის: სიმართლეში ვფიცავო; არ შეიძლება ფიცი არც სიმართლეში და არც სიცრუეში. ასე შევინახოთ ჩვენი ბაგეები ფიცისგან წმიდად და ყოველივე ამისგან დავიცვათ ენა, ბაგეები და გონება, რათა არავითარი ბოროტი გულისზრახვა არ აღმოცენდეს ჩვენში და ენით არ გამოითქვას. ყურებიც მტკიცედ დავუხშოთ, რომ ცარიელი ჭორიც არ მივიღოთ, როგორც ნეტარი მოსე ბრძანებს: „არა შეიწყნარით სასმენელი ამაო" (), და როგორც ნეტარი დავითი კიდევ ამბობს: „რომელი იტყჳნ იდუმალ მოყურისა თჳსისა ძჳრსა, ესე წარვსდევნო" (). ხედავ, საყვარელო, რამდენი ფხიზლობა გვჭირდება, რამდენი შრომა სათნოებისთვის, როგორ უმცირესი დაუდევრობაც ჩვენ მთლიანად გვღუპავს? ამიტომაც ნეტარი დავითი სხვაგან ღაღადებს და ამის მოქმედს ამხელს: **„შჯდი რაჲ, ძმისა შენისათჳს ბოროტსა იტყოდი და ძისათჳს დედისა შ...

სრულად ნახვა
თავი ვ̂. ვითარმედ არა კაცობრივ, არამედ ღმრთისა მიერ იქმნების წარმართებაჲ სლვათა კაცისათაჲ
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: წმინდა ეფრემ მცირე
რედ: Titus
მოციქულისაჲ: ყოვლისა წინა, ძმანო ჩემნო, ნუ ჰფუცავთ ნუცა ცასა, ნუცა ქუეყანასა, ნუცა სხუასა რომელსამე ფიცსა, არამედ იყავნ თქუენი ჰჱჲ ჰჱ და არაჲ — არა, რაჲთა არა ორგულებასა შესცჳვეთ (5,12).:

...ენ რაჲთმე მოსწყჳდნეს ფუცვად კერპთა სახელსა. ამისთჳს შეუნდო სახელსა ღმრთისასა ფუცვად; ხოლო ახალსა ამას შინა თჳთ პირითა მაცხოვრისაჲთა განგდებულ არს ფიცი, და უმეტესსა რასმე თქუმაჲ უფროჲს ჰჱ და არაობისა — ბოროტისაგანად და საეშმაკოდ ნაწილად განკუთნვილ არს. რამეთუ თქუა რაჲ, ვითარმედ "უმეტესი ამათსა უკეთურისაგანი არს" () არა ცრუ-ფიცებისათჳს თქუა, რომელი-იგი ცხადად ეშმაკისაგანი არს, არამედ ყოველსავე ფიცსა, რომელი ჰმატდეს ჰჱსა და არასა, უკუეთურისაგანად უწოდს.

მოციქულისაჲ: შჭირდეს თუ ვისმე თქუენგანსა, ილოცევდინ; მოლხინე თუ ვინმე არს, გალობდინ (5,13).

თარგმანი: ესე იგი არს, ვითარმედ, უკუეთუ ჭირსა შინა ხარ, ვედრებითა გულისაჲთა მოწყალე ჰყოფდი შენ ზედა ღმერთსა. ხოლო უკუეთუ მრთელ ხარ და თავისუფალ ჭირისაგან, ნუ დააკლდები მწყობრსა საეკლესიოთა მგალობელთასა, არამედ მათ თანა გალობდ დიდებისმეტყუელებასა უფლისასა.

მოციქულისაჲ: უძლურ თუ ვინმე არს თქუენ შორის, მოუწოდენ ხუცესთა ეკლესიისათა და ილოცონ მის ზედა და სცხონ მას ზეთი სახელითა უფლისაჲთა, და ლოცვამან სარწმუნოებისამან აცხოვნოს სნეული იგი, და აღადგინოს იგი უფალმან. დაღაცათუ ცოდვაჲ რაჲმე ექმნეს, მო-ვე-ეტეოს მას (5,14-15).

თარგმანი: ესე სრულისა სარწმუნოებისა სასწაული არს, რაჲთა სნეულებასა შინა თჳსსა...

სრულად ნახვა
თარგმანებაჲ იოანეს სახარებისაჲ თავი პგ
წმინდა იოანე ოქროპირი
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „რაჲთა აღესრულოს სიტყუაჲ იგი, რომელი თქუა იესუ, ვითარმედ: რომელნი მომცენ მე, არა წარვწყმიდე მათგანი არცა ერთი“ (18,9).:

...ისადა ბრძანებულ იყო არაქონებად კუერთხისა, ; მახჳლი აქუნდა მას? ხოლო მე ვჰგონებ, ვი-თარმედ თჳთ ამის საქმისათჳს განემზადა პირველითგანვე. და უკუეთუ სთქუა, ვითარმედ: რომლისადა ბრძანებულ იყო არა ყურიმლის-ცემაჲცა, ; კაცისა მომწყლველცა იქმნებისა ესე? გულისხმა-ყავ, და არა თჳსისა თავისათჳს ყო შურის-გებაჲ იგი, არამედ მოძღურისათჳს, და კუალად, რამეთუ სრულიადი სრულებაჲ არა აქუნდა, არცა იყვნეს საზომსა მას, რომელსა მისწუდეს უკუანაჲსკნელ. ხოლო შენ უკუეთუ გნებავს პეტრეს მოთმინებისა ხილვაჲ, იხილე, ამისა შემდგომად რაოდენნი მოიწინეს მის ზედა ჭირნი, და ვიდრე სიკუდიდმდე ყოველივე მოთმინებით თავს-იდვა. ხოლო იესუ აქა ქმნა სასწაული, ერთად, რაჲთა გუასწავოს ბოროტისმყოფელთა კეთილის-ყოფაჲ, და რაჲთა გამოაჩინოს თჳსი ძალი, რამე-თუ ყური მისი განკურნა, ხოლო პეტრეს ჰრქუა, ვითარმედ: „რომელთა მახჳლი აღიღონ, მახჳლითაცა მოკუდენ“. და ესრეთ დააცხრვო იგი, რამეთუ სახელსაცა მას მონისასა იტყჳს მახარებელი,

სრულად ნახვა
თარგმანებაჲ იოანეს სახარებისაჲ თავი ჲგ
წმინდა იოანე ოქროპირი
სწავლაჲ ჲგ სარწმუნოებისათჳს:

...თა თანა შეიგინებოდის. ვინაჲთგან რომელნიმე შჯულიერისაგანცა მეუღლისა იმარხვენ თავთა თჳსთა ჟამსა მარხვისა და ლოცვისასა, უკუე რომელსა იგიცა არა კმა-ეყოფვოდის, არამედ სხუასა შემოიყვანებდეს, რაჲ იყოს მისი წყალობაჲ? და რომელმან დაუტევოს ცოლი თჳსი შჯულიერად ქორწინებული და შეეყოს სხუასა, იგი მემრუშედ შერაცხილ არს, ვითარცა უფალი იტყჳს, უკუეთუ რომელსა ჰყვესღა ცოლი თჳსი, და იგი სხუასა თანა შეიგინებოდის, რაჲ ვინ თქუას მისთჳს? არამედ ნუმცა ვინ უტევებს ამას სენსა დამკჳდრებად სულსა შინა თჳსსა, გარნა ძირითურთ აღმოჰფხურენ იგი, რამეთუ საძაგელ არს საქმჱ ესე წინაშე ღმრთისა, ვითარცა იტყჳს უფალი, ვითარმედ: „უკუეთუ ვინ განუტევოს ცოლი თჳსი გარეშე სიტყჳსა სიძვისა და სხუაჲ შეირთოს, მან იმრუშა და ცოლიცა თჳსი შთააგდო მრუშებასა“. ; (19,9); ; რამე-თუ ბოროტ არს სიძვაჲ, ბოროტ! და უკუდავსა საშჯელსა მოაწევს კაცსა ზედა მოქმედსა მისსა, და ამასცა სოფელსა ყოველი მსიძავი ბოროტითა ცხორებითა იყოფების და მონა არს ბოროტისა, რამეთუ სახლსა უცხოსა შევალს შიშითა და ძრწოლითა დიდითა და ყოველთა მიმართ იჭუეულ არნ, მონათა...

სრულად ნახვა
თარგმანებაჲ იოანეს სახარებისაჲ თავი ნთ
წმინდა იოანე ოქროპირი
სწავლაჲ ნთ: მცნებათა ქრისტჱსთა დამარხვისათჳს და საჴმართმოყუარებისათჳს:

...ნთ: მცნებათა ქრისტჱსთა დამარხვისათჳს და საჴმართმოყუარებისათჳს

ამისთჳს გევედრები, ვისმინოთ ჴმაჲ ჭეშმარიტისა მის და კეთილისა მწყემსისაჲ და მას ვჰმორჩილებდეთ, ხოლო უცხოჲსა ჴმასა ნუმცა ვისმენთ. ხოლო რაჲ არს ჴმაჲ მისი? „ნეტარ იყვნენ გლახაკნი სულითა; ნეტარ იყვნენ წმიდანი გულითა; ნეტარ იყვნენ მოწყალენი“. ; უკუეთუ ამას ვიქმოდით, მწყემსსა თანა ვართ, და მგელი ვერ შემოგუეხოს, და უკუეთუ მოგუეახლოს, მეყსეულად შეიმუსროს, რამეთუ მწყემსი არს ჩუენი, რომელსა ესრეთ უყუართ, რომელ სულსა თჳსსა დასდებს ჩუენთჳს, და ძლიერი არს მეუფჱ ყოველთაჲ. ხოლო ვინაჲთგან ძლიერიცა არს და უყუართცა, რაჲღა არს დამაყენებელ ჩუენდა ცხოვნებად? არარაჲ, გარნა ჩუენი უდბებაჲ. რამეთუ იტყჳს: „ვერ ძალ-გიც ღმრთისა მონებად და მამონაჲსა“. ; აწ უკუეთუ ღმერთსა ვჰმონებდეთ, მისი მძლავრებაჲ არა მოიწიოს ჩუენ ზედა, რომელი უბოროტეს არს ყოვლისა მძლავრებისა, - სიყუარული საფასეთაჲ, - რომელი სავსე არს შურითა და ჴდომითა, ბილწებითა, ანგაჰრებითა, სიმთრვალითა, რამეთუ აზნაურთა ჰყოფს მონა, არა კაცთა მონა, არამედ ვნებათა. ჵ მონებაჲ საეშმაკოჲ, რომელსა მრავალ...

სრულად ნახვა
თარგმანებაჲ იოანეს სახარებისაჲ თავი ლგ
წმინდა იოანე ოქროპირი
სწავლაჲ ლგ სიმდაბლისათჳს და სიმშჳდისა:

...უენებდა სიმშჳდესა და სიმდაბლესა.

ხოლო ესევითარი სათნოებაჲ მოსეს მიერცა საცნაურ არს, რამეთუ იგი დიდსა მას საზომსა ამან მიაწია. და არარაჲ არს სწორ სიმშჳდისა და სიმდაბლისა, ამისთჳს ნეტარებათა ამისგან იწყო ქრისტემან, რამეთუ ვითარცა საფუძველი სათნოებათაჲ ესე აჴსენა პირველად, ვითარმედ: „ნეტარ იყვნენ გლახაკნი სულითა“. ; და შეუძლებელ არს თჳნიერ ამისა ცხორებაჲ, არამედ გინა თუ იმარხვიდეს ვინ, ანუ თუ ილოცვიდეს, ანუ რასაცა იქმოდის ზუაობით, საძაგელ არს წინაშე ღმრთისა, არამედ უკუეთუ სიმდაბლით იყოს, მაშინ ყოველივე საქმჱ მისი პატივოსან არს.

მოვიგოთ უკუე სიმდაბლჱ, საყუარელნო, რამეთუ უკუეთუ გჳნდეს, ფრიად ადვილ არს ესე სათნოებაჲ. ანუ რაჲ არს, რომლისათჳს ჰზუაობ, კაცო? არა ჰხედავა ბუნებისა შენისა უნდოებასა და გონებისა ცთომილებასა? მოიჴსენენ ცოდვანი შენნი. უკუეთუ კულა სათნოებანი გქონან და მათთჳს ჰზუაობ, ამით წარსწყმედ ყოველსავე, რამეთუ უკუეთუ გლახაკთა მისცემ, არა შენსა მისცემ, არამედ ღმრთისასა; და უფროჲსად სიმდაბლჱ გიღირს, რაჟამს გლახაკთა ხედვითა გულისხმა-ჰყოფდე ბუნებისა შენისა უნდოებასა, რამეთუ უკუეთუ დღეს მდიდარ ვართ, შიშუელნივე განსლვად ვართ. ანუ რაჲ არს სიმდიდრჱ? აჩრდილი უნდოჲ, კუამლი განქარვებადი, ყუავილი...

სრულად ნახვა
თარგმანებაჲ მათეს სახარებისაჲ თავი პზ
წმინდა იოანე ოქროპირი
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „და დასდვეს თავსა ზედა მისსა ბრალად მისა დაწერილი: ესე არს იესუ, მეუფჱ ჰურიათაჲ. მაშინ ჯუარს-აცუნეს მის თანა ორნი ავაზაკნი: ერთი მარჯუენით მისა და ერთი მარცხენით. ხოლო თანაწარმავალნი იგი ჰგმობდეს მას, ყრიდეს თავთა მათთა და იტყოდეს: ეჰა რომელი დაჰჴსნიდ ტაძარსა მას და მესამესა დღესა აღაშენებდ, იჴსენ აწ თავი თჳსი; უკუეთუ ძე ხარ ღმრთისაჲ, გარდამოჴედ მაგიერ ჯუარით! ეგრეთვე მღდელთმოძღუარნი იგი ემღერდეს მწიგნობართა თანა და ხუცესთა და იტყოდეს: სხუანი აცხოვნნა, თავი თჳსი ვერ ძალ-უცა ცხოვნებად? უკუეთუ მეუფე ისრაჱლისაჲ არს, გარდამოჴედინ აწ მაგიერ ჯუარით. უკუეთუ ესვიდა ღმერთსა, იჴსენინ იგი, უკუეთუ ჰნებავს იგი, რამეთუ თქუა: ძე ღმრთისაჲ ვარი მე. ეგრეთვე ავაზაკნი იგი, მის თანა ჯუარცუმულნი, აყუედრებდეს მას“ (27,37-44).:

...ნუ შეურაცხებათა - ძჳრუჴსენებლობითა, გულისწყრომასა - სიმშჳდითა, და ყოველსავე უკეთურებასა - წინააღმდგომითა მისითა სათნოებითა.

რამეთუ ამას პირველითგანვე ასწავლიდა ყოველთა და ეტყოდა: „რომელმან გცეს ყურიმალსა მარჯუენესა, მიუპყარ ერთკერძოჲცა. და რომელსა უნდეს მიღებად კუართი შენი, მიუტევე მას სამოსელიცა შენი“. „გიყუარდედ მტერნი თქუენნი, კეთილსა უყოფდით მოძულეთა თქუენთა, აკურთხევდით მწყევართა თქუენთა“. და სხუაჲ ესევითარი მრავალი ბრძანა.

ხოლო რაჲთა არა თქუან ვიეთმე, თუ: შეუძლებელ არს ამათ მცნებათა აღსრულებაჲ, ამისთჳს თავით თჳსით აღასრულა უფალმან ყოველივე, რაჲთა გუასწაოს ბოროტისმყოფელთა ჩუენთა არა ყოფად ბოროტისა, არცა განრისხებად, არცა შიშად სიკუდილისაგან, არამედ უფროჲსად შეურაცხ-ყოფად მისა სასოებითა მით მერმეთა კეთილთაჲთა.

რამეთუ ესრეთ იქმნების ძლევაჲ ღონეთა მტერისათაჲ, ვიდრეღა ოდეს ნაცვალისა ყოფად ვისწრაფდეთ. რამეთუ ოდეს ნაცვლისა ქმნად განვემზადნეთ და მაგინებელთა ჩუენთა ვაგინებდეთ და მავნებელთა ვავნებდეთ, მაშინ უფროჲსად აღვაორძინებთ და განვაფიცხებთ ჩუენ ზედა უკეთურებასა და უმეტესღა თავთა თჳსთა ვავნებთ, ვიდრეღა მტერთა ჩუენთა, რამეთუ შთავვარდებით სასჯელსა ძჳრის-ჴსენებისასა. ხოლო ოდეს მს...

სრულად ნახვა
თარგმანებაჲ მათეს სახარებისაჲ თავი ობ
წმინდა იოანე ოქროპირი
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „უდიდესი თქუენი იყოს თქუენდა მსახურ. რამეთუ რომელმან აღიმაღლოს თავი თჳსი, დამდაბლდეს; და რომელმან დაიმდაბლოს თავი თჳსი, ამაღლდეს“ (23,11-12).:

...ლოს თავი თჳსი, დამდაბლდეს; და რომელმან დაიმდაბლოს თავი თჳსი, ამაღლდეს“. და ნანდჳლვე არარაჲ არს სწორ სიმდაბლისა. ამისთჳს ზედაჲსზედა აღუჴსენებს ამას სათნოებასა. რამეთუ პირველ მთასა ზედა დაწყებაჲ მოძღურებისა მის კეთილისაჲ ამისგან ქმნა, რაჟამს ეტყოდა: „ნეტარ იყვნენ გლახაკნი სულითა, რამეთუ მათი არს სასუფეველი ცათაჲ“. და კუალად, ოდეს ყრმანი იგი შორის წარმოადგინნა და თქუა: „უკუეთუ არა იქმნეთ, ვითარცა ყრმანი, ვერ შეხჳდეთ სასუფეველსა ცათასა“, სიმდაბლესა ქადაგებდა. და აწ კუალად სრულიად აღმოჰფხურის ძირსა მას ზუაობისასა და დაჰნერგავს სიმდაბლესა: „რომელმან დაიმდაბლოს თავი თჳსი, იგი ამაღლდესო“.

ხედავა, ვითარ სრულიად განგუაშორებს ზუაობისაგან? არა ხოლო თუ მთავრობისა და წინამძღურობისა სიყუარულსა განაგდებს, არამედ ყოველთა უდარეს ყოფად გჳბრძანებს, რაჲთა ესრეთ მივემთხჳნეთ ჭეშმარიტსა მას სიმაღლესა. აწ უკუეთუ წინამძღურობაჲ და უხუცესობაჲ გუწადის, სიმდაბლე და შეურაცხებაჲ შევიტკბოთ, რამეთუ ყოველმან „რომელმან დაიმდაბლოს თავი თჳსი, ამაღლდეს“.

სწავლაჲ ობ სიმდაბლისათჳს და ცხორებისათჳს მონაზონთაჲსა

სადა-მე უკუე ვპოოთ სახე ჭეშმარიტისა მის სიმდაბლისაჲ? გნებავსა, რაჲთა კუალად წარვიდეთ ქალაქსა სათნოებისასა, საყოფელ...

სრულად ნახვა
თარგმანებაჲ მათეს სახარებისაჲ თავი ჲბ
წმინდა იოანე ოქროპირი
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „მაშინ მოუჴდეს მას ფარისეველნი, გამოსცდიდეს მას და ეტყოდეს: უკუეთუ ჯერ-არს კაცისა განტევებაჲ ცოლისა თჳსისაჲ ყოვლისათჳს ბრალისა?“ (19,3).:

...ჰბრძანე არა განტევებად ცოლისა გარეშე სიტყჳსა სიძვისა, ვითარ უკუე სთქუ სიტყუაჲ იგი? არამედ ვითარმცა ყოვლადვე არა ასმიოდა, ესრეთ იტყჳან, რომელ ჰგონებდეს, თუ მიჰვიწყდებოდის სიტყუაჲ იგი თჳსი, და მზა იყვნეს, რაჲთა უკუეთუ თქუას, თუ ჯერ-არს განტევებაჲ, ჰრქუან მას, თუ: შენვე პირველ სთქუ, ვითარმედ: „არა ჯერ-არს“, და აწ ვითარ იტყჳ, თუ ჯერ-არს? ხოლო უკუეთუ თქუას პირველისა მისებრვე სიტყჳსა, ვითარმედ: „არა ჯერ-არს განტევებაჲ“, წინაუყონ მას სჯული მოსესი და დასწამონ, ვითარმედ: შჯულსა წინააღუდგები. ხოლო თავადმან არა ჰრქუა, თუ: „რაჲსა გამომცდით მე, ორგულნო?“ ვითარ-იგი სხუასა ადგილსა. ესე ამისთჳს, რაჲთა ძლიერებასა თჳსსა თანა სიმშჳდეცა აჩუენოს, რამეთუ არცა მარადის დუმს, რაჲთა ვერ თქუან, თუ გულისზრახვანი მათნი დაეფარვიან მას; არცა მარადის ამხილებს, რაჲთა გუასწაოს ჩუენ სულგრძელებაჲ. ისმინეთ უკუე სიტყუაჲ უფლისაჲ:

ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „ხოლო იესუ მიუგო და ჰრქუა მათ: არა აღმოგიკითხავსა, რამეთუ რომელმან დაჰბადა დასაბამსა, მამაკაცად და დედაკაცად შექმნა იგინი? და თქუა: ამისთჳს დაუტეოს კაცმან მამაჲ თჳსი და დედაჲ თჳსი და შეეყოს ცოლსა თჳსსა, და იყვნენ ორნივე იგი ერთ ჴორც, ვითარმედ არღარა არიან იგინი ორ, არ...

სრულად ნახვა
თარგმანებაჲ მათეს სახარებისაჲ თავი ჲ
წმინდა იოანე ოქროპირი
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „უკუეთუ მათიცა არა ისმინოს, უთხარ კრებულსა“ (18,17).:

...ებასა უბრძანებს შემოღებად, რაჲთა განაქარვოს ყოველივე მკსინვარებაჲ შეწუხებულმან მან? აწ უკუე ვინაჲთგან შეწუხებულსა ესრეთ მოსწრაფებაჲ უჴმს ყოფად მშჳდობისა, რავდენ უფროჲსად შემაწუხებელსა თანააც მოღუაწებაჲ საქმისა ამისთჳს?

ზემო იტყოდა, ვითარმედ: „უკუეთუ ვინმე გცეს ყურიმალსა შენსა მარჯუენესა, მიუპყარ ერთკერძოჲცა“, არამედ იგი სიტყუაჲ გარეშეთათჳს თქუა, ესე იგი არს, უცხოთათჳს და გარეგანთა წესისა ჩუენისათა, ვითარცა პავლე მოციქული იტყჳს, ვითარმედ: „რაჲ ძეს ჩემი გარეშეთა მათ განკითხვაჲ?“ გარეშედ სახელ-სდვა გინა თუ წარმართთა, გინა თუ კაცთა უცხოთა წესისა და განგებისა ჩუენისაგან; მათა მიმართ მოთმინებისა ხოლო გჳღირს ჩუენებად. ხოლო აწ ძმათა და მოყუარეთათჳს იტყჳს და თანაზიართა წესისა ჩუენისათა, რამეთუ ესევითართა მათ მხილებადცა გჳბრძანებს სიყუარულისა წესითა და მათისაცა სულიერისა ცთომისა განმართებად, ვითარცა კუალად იტყჳს მოციქული პირველთქუმულსა მას სიტყუასა თანა: „ანუ არა შინაგანნი იგი თქუენ განიკითხნეთ? ხოლო გარეშენი იგი ღმერთმან განიკითხნეს“. (1 კორ. 5, 12-13) შინაგანად ძმათა და მოყუასთა ჩუენთა სახელსდვა, რომელთა სულიერიცა მოღუაწებაჲ თანაგუაც. ამათ ესევითართა ძმათა და მოყუასთათჳს...

სრულად ნახვა
თარგმანებაჲ მათეს სახარებისაჲ თავი მზ
წმინდა იოანე ოქროპირი
სწავლაჲ მზ გულისჴმის-ყოფისათჳს წერილთაჲსა და სათნოებათათჳს:

...სული შენი?

არა განიცდია დღითი-დღე ხატსა მას სათნოებისასა და წესიერებასა ასოთა მისთასა? რამეთუ ჰქონან მას ასონი ფრიად შუენიერნი, თავი და ჴელნი და სხუაჲ ყოველივე. გნებავსა თავისა მისისა ხილვად?

თავი სათნოებათაჲ არს სიმდაბლე. ამისთჳსცა მისგან იწყო უფალმან ნეტარებათა მათ, ვითარმედ: „ნეტარ იყვნენ გლახაკნი სულითა“; და კუალად თქუა წინაჲსწარმეტყუელისა მიერ: „ვის მივხედნე, გარნა მშჳდსა და მდაბალსა და რომელი ძრწინ სიტყუათაგან ჩემთა“; და კუალად იტყჳს: „მახლობელ არს უფალი მათა, რომელნი განკაფულ არიან გულითა, და მდაბალნი სულითა აცხოვნნეს“.

ესე არს თავი გუამისა მის სათნოებათაჲსა, რომლისა პირი შუენიერ არს და სასურველ, რამეთუ შემკობილ არს იგი წესიერებითა და სიმშჳდი-თა; თუალნი მისნი განწესებულ არიან სიწმიდითა გულისაჲთა, ამისთჳსცა ღირს იქმნებიან ხილვად უფლისა, ვითარცა იტყჳს: „ნეტარ იყვნენ წმიდანი გულითა, რამეთუ მათ ღმერთი იხილონ“;

პირი მისი არს სიბრძნე და მეცნიერებაჲ და მარადის გალობაჲ უფლისაჲ ლოცვითა და ვედრებითა ლმობიერითა;

გული მისი არს გულისჴმის-ყოფაჲ წერილთაჲ და დამარხვაჲ მართლმადიდებლობისაჲ და კა...

სრულად ნახვა
თარგმანებაჲ მათეს სახარებისაჲ თავი იჱ
წმინდა იოანე ოქროპირი
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „უკუეთუ გიყუარდენ მოყუარენი ხოლო თქუენნი, რაჲ სასყიდელი გაქუს? ანუ არა მეზუერეთაცა ეგრეთვე ყვიან? და უკუეთუ მოიკითხვიდეთ მეგობართა ხოლო თქუენთა, რასა უმეტეს იქმთ? ანუ არა მეზუერეთაცა იგივე ყვიან? იყვენით თქუენ სრულ, ვითარცა მამაჲ თქუენი ზეცათაჲ სრულ არს“ (5,46-48).:

...ნებათა მისთაჲთა, და განაჩინა გუემაჲ მისი და ექსორია-ყოფაჲ. ისმინე ბრძანებაჲ იგი განჩინებისა მისისაჲ: „ნუ ჰფუცავო ნუცა ცასა, ნუცა ქუეყანასა, ნუცა თავსა შენსა, არამედ იყავ შენდა ჰჱ ჰე, და არაჲ არა. რომელი გეშჯოდის კუართისათჳს, მიეც მას სამოსელიცა; რომელი წარგიქცევდეს მილიონ ერთ, მივლე მის თანა ორიცა“. ესე ყოველი საჴმართმოყუარებისა უჩინომყოფელი არს, რამეთუ ფიცნი და ცილფუცებანი და წინააღდგომანი არა მიცემად მეძიებელისადა მონაგებთა თჳსთა - ყოველივე ესე ანგაჰრებისა ნაშობნი არიან, ხოლო რომელმან ესე ყოველი უგულებელს-ყოს, მას დაუთრგუნავს საჴმართმოყუარებაჲ. ვინაჲთგან ესრეთ შუენიერად შეგჳთხზნა სათნოება-თა ამათ გჳრგჳნი, მერმე სამკაული უსასყიდლოჲსა ამის მარგალიტისაჲ განაწყო მას ზედა. ესე იგი არს: „გიყუარდედ მტერნი თქუენნი, აკურთხევდით მწყევართა თქუენთა, კეთილსა უყოფდით მოძულეთა თქუენთა და ილოცევდით მათთჳს, რომელნი გმძლავრობდენ თქუენ“.

იხილეა მწყობრი ესე შუენიერთა ამათ მარგალიტთაჲ? იხილეა კიბე ესე ზეცად აღმყვანებელი? პირველ იტყოდა: „ნეტარ იყვნენ გლახაკნი და მშჳდნი და მართალნი და მშჳდობისმყოფელნი“, მერმე უმეტესი თქუა საზომი: „გცეს თუ ვინ მარჯუენესა ყურიმალსაო, მიუპყარ მას ერთკერძოჲცა; და რ...

სრულად ნახვა