...არა წინააღმდგომად ბოროტისა; არამედ რომელმან გცეს ყურიმალსა შენსა მარჯუენესა, მიუპყარ მას ერთკერძოჲცა. და რომელსა უნდეს სასჯელად და მიღებად კუართი შენი, მიუტევე მას სამოსელიცა შენი“ (5,38-40).
იხილეა, ვითარმედ პირველ, ოდეს-იგი იტყოდა: „უკუეთუ თუალი შენი მარჯუენე გაცთუნებდეს შენ, აღმოიღე იგი და განაგდე შენგან“, არა თუალისათჳს იტყოდა, არამედ მეგობრისათჳს, რომელი სულსა ჩუენსა ავნებნ და მთხრებლად წარწყმედისა შთაგუაგდებნ? რამეთუ რომელმან აქა ესრეთ ბრძანა, რაჲთა დაღაცათუ თუალი ვინ აღმოგჳღოს, არა აღმოვიღოთ მისი ნაცვალად ჩუენისა, რაჲსათჳსმცა განაწესა თუალისა თჳსისა აღმოღებაჲ? რამეთუ ასოჲსა მოკუეთაჲ არასადა უბრძანებიეს ქრისტესა, არამედ, ვითარცა ვთქუ, სიტყუაჲ იგი მეგობრისათჳს იყო საყუარელისა, რომლისაგან წარწყმედაჲ სულისა ჩუენისაჲ იქმნებინ. ხოლო აწ სიტყუათა ამათთჳს ძუელისა შჯულისათა ნუმცა ვინ იტყჳს მეტსა სიფიცხესა და სასტიკობასა, რამეთუ რომელი ამას იტყოდის, ფრიად გამოუცდელ არს იგი სიბრძნესა რჩულისმდებელისასა, რომელმან წესისამებრ ჟამთაჲსა და პირთა მათ, რომელთა მიმართ იტყოდა, დადვაცა შჯული, რამეთუ ერთი არს შჯულისმდებელი ძუელისაჲცა და ახლისაჲ, უფალი ჩუენი იესუ ქრისტე, რომელმან ყოველივე ჯეროვნად განაწესა. გულფიცხელთა მათ და სათნოებისა მიმართ უძლურთ...