მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

სახარებაჲ მათესი 5:28

27. გესმა, რამეთუ ითქუა: არა იმრუშო.28. ხოლო მე გეტყჳ თქუენ, რამეთუ ყოველი რომელი ხედვიდეს დედაკაცსა გულის-თქუმად მას, მუნვე იმრუშა მის თანა გულსა შინა თჳსსა.29. უკუეთუ თუალი შენი მარჯუენე გაცთუნებდეს შენ, აღმოიღე იგი და განაგდე შენგან, რამეთუ უმჯობეს არს შენდა, რაჲთა წარწყმდეს ერთი ასოთა შენთაგანი, ვიდრე არა ყოველი გუამი შენი შთავრდომად გეჰენიასა.
სახარებაჲ მათესი თავი 5
28. ხოლო მე გეტყჳ თქუენ, რამეთუ ყოველი რომელი ხედვიდეს დედაკაცსა გულის-თქუმად მას, მუნვე იმრუშა მის თანა გულსა შინა თჳსსა.
თარგმანებაჲ მათეს სახარებისაჲ თავი იზ
წმინდა იოანე ოქროპირი
ს ი ტ ყ უ ა ჲ ე ს ე: „გასმიეს, რამეთუ ითქუა პირველთა მათ მიმართ: არა იმრუშო. ხოლო მე გეტყჳ თქუენ: ყოველი, რომელი ხედვიდეს დედაკაცსა გულისთქუმად მას, მუნვე იმრუშა მის თანა გულსა თჳსსა“ (5,27-28).:

აღასრულა პირველი იგი მცნებაჲ და სრულისა მის საზომისა წესსა აღიყვანა; და აწ ჯეროვნად მეორე იგი შორის შემოიღო წესისა მისებრ შჯულისა. გარნა ესე საძიებელ არს, თუ რად არა პირველად ღმრთისმსახურებისათჳს ყო სიტყუაჲ, ვითარცა მუნ იწყო მოსე ბრძანებითა ღმრთისაჲთა და იგი დააწესა მცნებად პირველად და თქუა: „უფალი ღმერთი შენი უფალი ერთ არს“, და შემდგომი ამისი. ესე ამისთჳს, რამეთუ უკუეთუმცა ღმრთისმსახურებისათჳს ეწყო სიტყუად, თავისაცა თჳსისა უჴმდა თქუმად და მითხრობად მათდა ღმრთეებისა თჳსისათჳს, ხოლო არა იყო წუთღა ჟამი თქუმად ესევითარისა ამისთჳს; დრო-სცა აწ სწავლად სარწმუნოებისათჳს და კეთილად მოქალაქობისათჳს იწყო, რაჲთა ვინაჲთგან უმრავლესნი აღასრულნეს სასწაულნი, მაშინ აუწყოს უმაღლესიცა სიტყუაჲ. ხოლო აწ უკუეთუმცა დაწყებაჲ სიტყჳსა თჳსისაჲ ესრეთ ექმნა, ვითარმედ: გასმიეს, რამეთუ ითქუა პირველთა მათ მიმართ: „მე ვარ უფალი ღმერთი შენი, და გარეშე ჩემსა სხუაჲ არა არს“; ხოლო მე გეტყჳ თქუენ: თანაარსი ვარ და განუყოფელი მისგან. და ჩემიცა ეგრეთვე თანაგაც...

სრულად ნახვა
მათეს სახარების განმარტება - თავი V
ნეტარი თეოფილაქტე ბულგარელი
მთ: გვანცა კოპლატაძე
5:27-30 — მრუშობა და გულისთქმა:

27. გესმა, რამეთუ ითქვა, არა იმრუშო. მრუშობა სხვაა და სიძვა სხვა, მრუშობა შეცოდებაა ქმრიანთან, ხოლო სიძვა - განტევებულთან.

28. ხოლო მე გეტყჳ თქუენ, რამეთუ ყოველი რომელი ხედვიდეს დედაკაცსა გულის-თქუმად მას, მუნვე იმრუშა მის თანა გულსა შინა თჳსსა. - ვინც შესათვალიერებლად შეჩერდება და მზერით გულისთქმა აღეგზნება, მაგრამ მზერას, კიდევ უფრო დიდი ნდომით, მაინც გააგრძელებს, მან უკვე ჩაიდინა თავის გულში ცოდვა მრუშობისა. თუ საქმეც არ მიუმატა, მერე რა? არ შეეძლო და იმიტომ, რომ შეძლებოდა, უკეთურ საქმეს მყისვე აღასრულებდა. ისე კი იცოდე: უკეთუ სურვილი გაგვიჩნდება, მაგრამ მისი საქმით აღსრულებისას დაბრკოლებას წავაწყდებით, ცხადია, რომ მადლის მფარველობის ქვეშ ვიმყოფებით. ასევე ქალებიც, თუკი ისინი იმისთვის ირთვებიან, რომ ვინმეს თავი მოაწონონ, კიდევაც რომ არ მოიწონონ, მაინც სცოდავენ, რადგანაც მათ შეამზადეს სასმელი, რომელიც არავინ შესვა.

29-30. უკუეთუ თუალი შენი მარჯუენე გაცთუნებდეს შენ, აღმოიღე იგი და განაგდე შენგან, რამეთუ უმჯობეს არს შენდა, რაჲთა წარწყმდეს ერთი ასოთა შენთაგანი, ვიდრე არა ყოველი გუამი შენი შთავრდომად გეჰენიასა. და უკუეთუ...

სრულად ნახვა
საუბარი 27. "და აღუშენა ნოე საკურთხეველი ღმერთსა" (დაბ 8:20)
წმინდა იოანე ოქროპირი
რედ: Sasoeba.ge
3. წინადაცვეთა და რწმენით განმართლება (8:21-22):

...ჯილდოს. იგივეს ვნახავთ საპირისპირო შემთხვევაშიც. ვალად მიმაჩნია ამის შესახებ ლაპარაკი თქვენს სიყვარულთან, რათა ზუსტად შეიტყოთ და სუფთა გულის განწყობა ჩაინერგოთ. მოისმინე, რას ამბობს ქრისტე: "ხოლო მე გეტყჳ თქუენ, რამეთუ ყოველი რომელი ხედვიდეს დედაკაცსა გულის-თქუმად მას, მუნვე იმრუშა მის თანა გულსა შინა თჳსსა" (). ხედავ, აქაც კვლავ უწმინდური განწყობა ექვემდებარება განკითხვას, და ავხორცი მზერისთვის სასჯელი იდება, თითქოს მრუშობა უკვე მართლაც ჩადენილიყო? ამრიგად, ეს რომ ვიცით, ყოველმხრივ დავიცვათ ჩვენი განწყობის სიწმინდე, რომ მან ჩვენი შესაწირავი ღვთისთვის სათნო გახადოს. თუ მან (ნოესთან) კვამლი და სიმყრალე სულნელების სურნელებად აქცია, რას არ მოუმოქმედებს ჩვენს სულიერ მსხვერპლს და რა კეთილგანწყობას არ მოგვიპოვებს ზეგარდამო? "და იყნოსა", — ნათქვამია, — "უფალმან ღმერთმან სული სულნელებისაჲ". ხედავ, როგორია მართლის მსხვერპლი, — როგორ არის იგი გარეგნულად უმნიშვნელო, მაგრამ მისი განწყობის სიწმინდის გამო უმეტესად დიდია? უყურე ახლა კაცთმოყვარე უფლის უსაზღვრო სახიერებას. **"და თქუა უფალმან ღმერთმან: შევინანე, არ-ღა შევსძინო მერმე წყევად ქუეყანისა საქმეთათჳს კაცთასა, რამეთუ შეყოფილ არს მომგონებელობაჲ კაცისა მოსწრაფებით ბოროტთა და სიჭაბუკითგა...

სრულად ნახვა
საუბარი 22. „და იყო ნოე წელისა ხუთასისაჲ" (დაბ 5:32, 6:1)
წმინდა იოანე ოქროპირი
რედ: Sasoeba.ge
3. სითის შთამომავალთა დაცემა ავხორცობით (6:1-3):

...დს. სწორედ ამიტომ ჩვენმა უფალმა იესო ქრისტემ, ჩვენი ბუნების სისუსტისა და ნების უზრუნველობის მცოდნემ, კანონი გამოსცა, რომელიც ზედმეტ მზერას კრძალავს და აბრკოლებს, რათა ჩვენში აღმოცენებული ალი შორიდანვე ჩაქროს, და თქვა: „ყოველი რომელი ხედვიდეს დედაკაცსა გულის-თქუმად მას, მუნვე იმრუშა მის თანა გულსა შინა თჳსსა" (). იმისთვის, ამბობს, ვკრძალავ დაუოკებელ მზერას, რომ უსჯულო საქმისგან დაგიცვა. ნუ იფიქრებ, რომ მხოლოდ შეუღლება არის ცოდვას; ბრალდების ქვეშ თავად ფიქრი ექცევა. ამ ადამიანებმაც, სილამაზე რომ დაინახეს, მზერით მოინადირეს. „იხილნეს რაჲ, — ამბობს (წერილი), — რამეთუ შუენიერ არიან, მიიყვანეს თავთა თჳსთა ყოველთაგან, რომელნი გამოირჩინეს". მაგრამ ვნახოთ, რა სახიერება გამოიჩინა უფალმა ამ უსჯულო საქმისა და უწესრიგო მიდრეკილების შემდეგაც. „და თქუა უფალმან ღმერთმან, — ამბობს წერილი, — არა დაადგრეს სული ჩემი კაცთა ამათ შორის უკუნისამდე ყოფისათჳს მათისა ჴორც, ხოლო იყვნენ ასოც წელ" (). ამ მცირე სიტყვებში კაცთმოყვარეობის უფსკრულის ხილვა შეიძლება. „და თქუა უფალმან ღმერთმან, — ნათქვამია, — არა დაადგრეს სული ჩემი კაცთა ამათ შორის, ყოფისათჳს მათისა ჴორც". (უფალმა) აქ სულად თავისი განგებისმიერი ძალა...

სრულად ნახვა
საუბარი 15. „ადამისი არა ეპოვა შემწე მსგავსი მისი" (დაბ 2:20-22)
წმინდა იოანე ოქროპირი
რედ: Sasoeba.ge
5. მარხვის დროს სათნოებათა აღსრულება:

...ბატონებული ვნება განდევნოს და სიმშვიდე და თავმდაბლობა შეიყვაროს. დაუდევარმა და მოუთოკავმა, ხორციელ სილამაზეს ვნებიანად რომ უყურებს, თავისი გულისზრახვა მოთოკოს და სულის სიღრმეში ქრისტეს სჯული აღიბეჭდოს, რომელიც ამბობს: „ყოველი რომელი ხედვიდეს დედაკაცსა გულის-თქუმად მას, მუნვე იმრუშა მის თანა გულსა შინა თჳსსა" (), — თავშეუკავებლობის ვნებას გაექცეს და უმანკოებაში ივარჯიშოს.

ენაშეუკავებელმა და განუსჯელად ყველაფერზე მოლაპარაკემ ნეტარ წინასწარმეტყველს მიბაძოს და თქვას: „დასდევ, უფალო, საცო პირსა ჩემსა და კარი - ძნელი ბაგეთა ჩემთა" (); — არასოდეს თქვას სიტყვა უფიქრელად და შემთხვევით, არამედ პავლეს ისმენდეს, რომელიც ამბობს: ყოველგვარი ყვირილი „და გულის წყრომაჲ" და ბოროტმეტყველება და უხამსობა და გმობა „მოისპენ თქუენ შორის ყოვლითურთ უკეთურებით" (), — და კიდევ: თუ (არის) რაიმე კეთილი სიტყვა სასარგებლო აღშენებისათვის, „რაჲთა მისცეს მადლი მსმენელთა" (). ფიცისგანაც ყოვლად თავი შეიკავოს, ქრისტეს მცნება რომ ესმის: **„ითქუა პირველთა მათ მიმართ: არა ცილი ჰფუცო;... ხოლო მე გეტყჳ თქუენ არა ფუცად...

სრულად ნახვა
საუბარი 6. „და თქუა ღმერთმან: იქმენინ მნათობნი სამყაროსა ზედა ცისასა" (დაბ 1:14)
წმინდა იოანე ოქროპირი
რედ: Sasoeba.ge
2. შეგონება სინანულისა და სასოებისკენ:

...ჩვენმა იცოდა, თუ რა ადვილად ემორჩილება ჩვენი ბუნება განსაცდელს და რა ცბიერი და მზაკვარია ეშმაკის ბოროტება, და ამიტომ, რომ მრავალი საფრთხისგან დაგვეცვა და მისი მახეებისთვის შეუპყრობელი გაგვეხადა, ასეთი კანონი დაადგინა: „ყოველი რომელი ხედვიდეს დედაკაცსა გულის-თქუმად მას, მუნვე იმრუშა მის თანა გულსა შინა თჳსსა" (), — უკრძალავ მზერას მრუშობად წოდებს. მაშ, აღარავინ მითხრას: „რა ზიანია იქ ყოფნისგან?" უკვე მხოლოდ ცხენთა შეჯიბრის ყურება შეუძლია სულს არცთუ მცირე ზიანი მიაყენოს. როცა დროს უსარგებლოდ ვხარჯავთ, რაც არა თუ კეთილს მოაქვს ჩვენი სულისთვის, არამედ აბილწებს მას, როცა ვჩხუბობთ და ათას უხამს სიტყვას ვამბობთ, რით შეგვიძლია ამის გამართლება, რით ვიწყნარებთ თავს? აი, აქ, თუ ოდნავ გავაგრძელებთ სწავლებას, ბევრი აღშფოთდება, მოწყინდება და დაღლილობასა და გადაღლაზე ჩივის, თუმცა ეს საკვირველი ჭერი (ტაძრისა) საკმარისად იცავს მათ სიცივისგანაც, წვიმისგანაც და სასტიკი ქარებისგანაც. ხოლო იქ, ძლიერი წვიმაც რომ ასხამდეს, სასტიკი ქარებიც ქროდეს და მზეც აცხუნებდეს, მაინც ატარებენ არა ერთ და არა ორ ჟამს, არამედ დღის უმეტეს ნაწილს; მოხუცს არ რცხვენია თავისი ჭაღარისა და ახალგაზრდას არ ეშინია წავიდეს იმაზე, რაც აღაგზნებს; არა, მოხიბვლა ისეთია, რომ ამ სულთა შხა...

სრულად ნახვა
თარგმანებაჲ მათეს სახარებისაჲ თავი პვ
წმინდა იოანე ოქროპირი
სწავლაჲ პვ რაჲთა არა უგულებელს-ვჰყოფდეთ მცირეთა ცოდვათა, რამეთუ მარადის ეშმაკი მცირეთაგან იწყებს ბრძოლად ჩუენდა და ესრეთ დიდთა ცოდვათა შთაგუაგდებს:

...კუეთუ განვიფრთხოთ. რამეთუ ყოველსავე ზედა მოგუცა ქრისტემან საჭურველი ბრძოლად მისა და გჳბრძანა არა უგულებელს-ყოფაჲ მცირეთაცა ცთომათაჲ.

ამისთჳს თქუა: „რომელმან ჰრქუას ძმასა თჳსსა: ცოფ, თანამდებ არს გეჰენიასა“; და „რომელმან მიხედნეს დედაკაცსა გულისთქუმით, იმრუ-შა“. და მოცინართა აბრალებს, და ცუდისა სიტყჳსათჳს სიტყჳს-მიცემაჲ განაწესა. და ყოველსავე ზედა დაწყებასა და თესლსა ცოდვათასა დაჰჴსნის, რაჲთა არა აღიზარდნენ. ამისთჳს იობ გულისსიტყუათაცა შვილთა მის-თასა წმიდა-ჰყოფდა.

ხოლო სასოებისა არაწარკუეთისათჳს მრავალი განუწესებიეს უფალსა წერილთა შინა, ვითარცა იტყჳს: „ნუუკუე დაცემული იგი არა აღდგისა, ანუ მიქცეული არა მოიქცისა?“ და კუალად იტყჳს: „არა მნებავს სიკუდილი ცოდვილისაჲ, არამედ მოქცევაჲ და ცხორებაჲ“; და კუალად იტყჳს: „დღეს თუ ჴმისა ჩემისაჲ ისმინოთ...“; ; და კუალად თქუა უფალმან: „სიხარული იქმნების ცათა შინა ერთისათჳს ცოდვილისა, რომელმან შეინანოს“.

და სხუა...

სრულად ნახვა
თარგმანებაჲ მათეს სახარებისაჲ თავი ოგ
წმინდა იოანე ოქროპირი
სწავლაჲ ოგ ბრალობაჲ მათი, რომელნი გუამთა თჳსთა ამკობენ და სულსა უგულებელს-ჰყოფენ; და რაჲთა არა განვიცდიდეთ ქმნულკეთილობასა პირთასა:

...სა და არა სძრწი, არცა გეშინის? ურაკპარაკად შეგირაცხიესა ეკლესიაჲ და უბანთაებრ უწესოებისა ადგილად? რამეთუ უბანთა ზედა გრცხუენინ გლისპად ხედვაჲ დედათაჲ, ხოლო ტაძარსა შინა ღმრთისასა, სადა-იგი ამის მებრ საქმისათჳს გამცნებს უფალი, ვითარმედ: „რომელმან მიხედა დედაკაცსა გულისთქუმად მას, მუნვე იმრუშა გულსა შინა თჳსსა“, არა შეიკდიმებ სიძვად და მრუშებად თუალითა და გულითა? არცა შეედების ძრწოლაჲ ძუალთა შენთა ესევითარისა მედგრობისათჳს?

ამას ესევითარსა საქმესა თეატრონნი გასწავლიან თქუენ, წყარონი იგი წარწყმედისანი, წამალნი იგი მაკუდინებელნი. ამისთჳს ეტყჳს წინაჲსწარმეტყუელი ესევითართა მათ, ვითარმედ: „არა არიან თუალნი შენნი კეთილ, არცა გული შენი - წრფელ“. უმჯობეს იყო ესევითართა მათთჳს, თუმცა ბრმა იყვნეს, ვიდრეღა ესრეთ თუალთა მიერ წარწყმედაჲ სულთა თჳსთაჲ. არა გესმისა, ვითარმედ მოციქულთა ზე ზოგად იყვნეს მამანი და დედანი, და ყოვლადვე გულისსიტყუაჲცა ვნებული არავის მოუჴდებოდა? იყვნესო ქორსა მას შეკრებულ მამანი და დედანი, და ესოდენი სიწმიდე იყო მათ შორის, ვიდრეღა სული წმიდაჲ დიდებითა და ძლიერებითა დიდითა მოვიდა მათ ზედა. და დედათაცა დიდი სიმჴნე აჩუენეს,...

სრულად ნახვა
თარგმანებაჲ მათეს სახარებისაჲ თავი ჲა
წმინდა იოანე ოქროპირი
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „ამისთჳს ემსგავსა სასუფეველი ცათაჲ კაცსა მეუფესა, რომელმან ინება სიტყჳსა განგებაჲ მონათა თჳსთა თანა. და ვითარცა იწყო განგებად, წარმოუდგინეს მას ერთი თანამდები ბევრისა შანთისაჲ. და ვითარ არარაჲ აქუნდა მას, რაჲმცა მისცა, უბრძანა უფალმან მისმან განსყიდად ცოლისა მისისაჲ და შვილთა მისთაჲ და რაჲცა აქუნდა მას, და გარდაჴდად იგი. დავარდა მონაჲ იგი, თაყუანის-სცემდა მას და ეტყოდა: სულგრძელ იქმენ ჩემ ზედა, და ყოველივე მიგცე შენ. შეეწყალა უფალსა მას მონაჲ იგი, განუტევა და თანანადებიცა იგი მიუტევა მას“ (18,23-27), და შემდგომი ამისი. რამეთუ შემდგომად ესოდენისა მის კაცთმოყუარებისა პოა მან მოყუასი, რომლისა თანაედვა მას ასი დრაჰკანი, შეაშთობდა მას, და ამისთჳს შეჰრისხნა მეუფე იგი და შეაყენა საპყრობილედ, ვიდრემდე ყოველი გარდაიჴადოს.:

...ბევრეულისა თანანადებისა თანამდებ.

ისმინენითღა მცნებანი ქრისტესნი და სცნათ სიტყუათა ჩემთა ჭეშმარიტებაჲ: „რომელმან ჰრქუასო ძმასა თჳსსა: ცოფ, თანამდებ არს გეჰენიასა ცეცხლისასა“; „ყოველი რომელი ხედვიდეს დედაკაცსა გულისთქუმად მას, მუნვე იმრუშა მის თანა გულსა თჳსსა“; „რომელმან გცეს ყურიმალსა, მიუპყარ მას ერთკერძოჲცა. და რომელსა უნდეს კუართი შენი მიღებად, მიუტევე მას სამოსელიცა. და რომელი წარგიქცევდეს მილიონ ერთ, მივლე მის თანა ორიცა“; (მათ. 5, 39-41) „გიყუარდედ მტერნი თქუენნი, აკურთხევდით მწყევარ-თა თქუენთა, კეთილსა უყოფდით მოძულეთა თქუენთა“. კუალად იტყჳს: უკუეთუ არა იქმნეთ, ვითარცა ყრმანი ჩჩჳლნი, მშჳდ და მდაბალ და უმანკო, ვერ შეხჳდეთ სასუფეველსა ცათასა. ; (19,14)

ესევითარნი არიან მცნებანი მისნი და სხუანი მრავალნი. ხოლო აწ ჩუენ ვიხილოთ: უკუეთუ არა ცხორებაჲ ჩუენი წინააღმდგომ ბრძანებათა მისთა არსა? რომელსა ცოდვასა არა წარმდებებით აღვასრულებთ? არა დღითი-დღე ძჳრის-ზრახვათა შინა ვართა? შესმენათა მოყუსისათა, გინებათა და შეურაცხებათა, მტაცებელ, ვითარცა მგელნი, შებღალულ ყ...

სრულად ნახვა
თარგმანებაჲ მათეს სახარებისაჲ თავი იჱ
წმინდა იოანე ოქროპირი
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „უკუეთუ გიყუარდენ მოყუარენი ხოლო თქუენნი, რაჲ სასყიდელი გაქუს? ანუ არა მეზუერეთაცა ეგრეთვე ყვიან? და უკუეთუ მოიკითხვიდეთ მეგობართა ხოლო თქუენთა, რასა უმეტეს იქმთ? ანუ არა მეზუერეთაცა იგივე ყვიან? იყვენით თქუენ სრულ, ვითარცა მამაჲ თქუენი ზეცათაჲ სრულ არს“ (5,46-48).:

...უ ცოფ უწოდოს, ანუ პირველ დაგებადმდე მისა შეწიროს შესაწირავი - ყოველნი ესე სასჯელისა და ცოდვისა თანამდებ არიან. ესრეთ შემუსრნა რაჲ ძუალნი გულისწყრომისანი და შეუკუეთნა ძარღუნი მისნი, გულისთქუმასა მიექცა, უჩინო-ყოფად მონათა თჳსთაგან, და თქუა: „რომელი ხედვიდეს დედაკაცსა გულისთქუმად, მუნვე იმრუშა გულსა თჳსსა“; რომელი დაბრკოლდებოდის დედაკაცისაგან გინა მამაკაცისა და ვნებასა გულისთქუმისა ცოდვისასა შთავარდებოდის, და იყოს პირი იგი საყუარელ მისდა უმეტეს თუალისა, ანუ საჴმარ მისდა უმეტეს ჴელისა, ნუმცა ჰრიდებს, არამედ მოიკუეთენ იგი და განიშორენ, რაჲთა არა წარწყმდეს; და რომელსა აქუნდეს მეუღლე, ნუმცა განიშორებს მას გულისთქუმითა სხჳსა პირისაჲთა, რაჲთამცა იქორწინა იგი. ესევითართა რაჲ სიტყუათა მიერ ძირნი გულისთქუმისანი მოაუძლურნა და სიღრმეთაგან გულთა ჩუენთასა აღმოჰფხურნა, მეყსეულად საჴმართმოყუარებაჲ წარმოადგინა, შეკრული ჴელბორკილითა ბრძანებათა მისთაჲთა, და განაჩინა გუემაჲ მისი და ექსორია-ყოფაჲ. ისმინე ბრძანებაჲ იგი განჩინებისა მისისაჲ: „ნუ ჰფუცავო ნუცა ცასა, ნუცა ქუეყანასა, ნუცა თავსა შენსა, არამედ იყავ შენდა ჰჱ ჰე, და არაჲ არა. რომელი გეშჯოდის კუართისათჳს, მიეც მას სამოსელიცა; რომელი წარგიქცევდეს მილიონ ერთ, მივლე მის თანა ორიცა“....

სრულად ნახვა
თარგმანებაჲ მათეს სახარებისაჲ თავი ზ
წმინდა იოანე ოქროპირი
კრძალულებით ზიარებისათჳს წმიდათა საიდუმლოთასა და მოწყალებისათჳს და სივლტოლისათჳს სახიობათაგან:

...დ უდაბნოთა და წესსა მონაზონებისასა შემოსადა? ესე არიან სიტყუანი უგუნურთა და უგულისხმოთანი; ამისთჳს მელმის, რომელ ჰგონებთ, თუ მონაზონთა ხოლო თანააც სიწმიდე და წესიერებაჲ. არა უწყითა, ვითარმედ ქრისტემან რჩული ქრისტეანობისაჲ ყოველთა ზოგად გუამცნო? რამეთუ იტყოდის რაჲ, თუ: „რომელმან მიხედნეს დედაკაცსა გულისთქუმით“, და შემდგომი ამისი, არა მონაზონთა ოდენ ეტყჳს, არამედ ყოველთა ქრისტეანეთა; და სხუაჲ ყოველივე მცნებაჲ ზოგად მოცემულ არს ერისკაცთა და მონაზონთა, თჳნიერ ხოლო ქორწინებისა. და უფროჲსად ამასცა ზედა კნინღა და შეასწორებს ყოველთა მოციქული და იტყჳს: „ჟამი ესე შემოკლებულ არს ამიერითგან; რომელ-თაღა ესხნენ ცოლ, ვითარცა არა ესხნენ“, რამეთუ წარმავალ არს ხატი ამის სოფლისაჲ.

აწ უკუე ვეტყჳ მათ, რომელნი მეტყჳან, თუ: რაჲ არს ესე? უდაბნოდ წარსლვად და მონაზონებად გჳბრძანება? ვითარმედ უკუეთუმცა მისმენდით, გაწჳემცა ესე სიხარულით, რამეთუ იქმნეს აწ ქალაქნი და სოფელნი მსგავს სოდომისა და გომორისა. და ვითარმცა ვის არა ვაწჳე წარსლვაჲ უდაბნოდ და მონოზონებად, გარნა არავის ვაიძულებ ამას ზედა, რამეთუ ესე კაცად-კაცადისა ნებასა ზედა არს; ხოლო ამას გეტყჳ და გამცნებ, რაჲ-თა მცნებათა ქრისტესთა იმარხვიდეთ, რამეთ...

სრულად ნახვა