მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

სახარებაჲ მათესი 5:26

25. იყავ კეთილად მცნობელ წინამოსაჯულისა მის შენისა ადრე, ვიდრემდე ხარ მის თანა გზასა ზედა, ნუუკუე მიგცეს შენ წინამოსაჯულმან მან შენმან მსაჯულსა და მსაჯულმან – მსახურსა, და საპყრობილედ შეჰვარდე.26. ამენ გეტყჳ შენ: ვერ გამოხჳდე მიერ, ვიდრე არა მისცე უკუანაჲსკნელი კოდრატი.27. გესმა, რამეთუ ითქუა: არა იმრუშო.
სახარებაჲ მათესი თავი 5
26. ამენ გეტყჳ შენ: ვერ გამოხჳდე მიერ, ვიდრე არა მისცე უკუანაჲსკნელი კოდრატი.
თარგმანებაჲ მათეს სახარებისაჲ თავი ივ
წმინდა იოანე ოქროპირი
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „იყავ კეთილად მცნობელ წინამოსაჯულისა მის შენისა ადრე, ვიდრემდე ხარ მის თანა გზასა ზედა, ნუუკუე მიგცეს შენ წინამოსაჯულმან მან შენმან მსაჯულსა, და მსაჯულმან მან - მსახურსა, და საპყრობილედ შეჰვარდე. ამენ გეტყჳ შენ: ვერ გამოხჳდე მიერ, ვიდრე არა მისცე დანგისა კოტორი“ (5,25-26).:

თ ა რ გ მ ა ნ ი: ორკერძო გულისჴმა-იყოფების ძალი ამის სიტყჳსაჲ: ერთად - პირველთქუმულისა მისებრ სიტყჳსა მაწუეველ არს ესეცა ადრე დაგებად ურთიერთას მოლალეთა, რამეთუ ზემოწერილსა მას ბრძანებასა შინა ყოველივე სულიერისა კერძისათჳს ყო განჩინებაჲ, ვითარმედ უკუე-თუ მაგინებელ იყო და შეურაცხისმყოფელ ძმისა, თანამდებ ხარ გეჰენიისა, არა თუ მოიქცე და შეინანო; და უკუეთუ შესწირვიდე შესაწირავსა და არა პირველად დაეგო ძმას შენსა, არა ჯერ-არს შეწირვაჲ. ვინაჲთგან ესე სიტყუანი უხილავთა და სულიერთა საქმეთათჳს იყვნეს, ამისთჳს იტყჳს ჴორციელისა და ხილულისათჳსცა უგულისჴმოთათჳს და ზრქელთა გონებითა; ესე იგი არს: „იყავ კეთილად მცნობელ წინამოსაჯულისა მის შენისა“. ვი-თარმცა იტყოდა, ვითარმედ: გარქუ შენ, რაჲთა პირველ შეწირვისა ლოცვათა შენთასა დაეგო ძმასა. უკუეთუ ეგრეთცა უგულისჴმო ხარ და არა შევალს სულიერი იგი სიტყუაჲ გულად შენდა, ჴორციელისამებრ საქმისაგან ეკრძალე და ისწრაფე დაგებად წინამოსაჯულისა შენისა, რაჲთა არა საჴუმილი შფოთისა და ლალვისაჲ აღეტყინოს თქუენ შორის, და მისლვაჲ გიჴმდეს საბჭოდ მთავართა მიმართ და ჴელმწიფეთა, სირცხჳლად შენდა და დასაჴსნელად მცნებისა ჩემისა....

სრულად ნახვა
მათეს სახარების განმარტება - თავი V
ნეტარი თეოფილაქტე ბულგარელი
მთ: გვანცა კოპლატაძე
5:21-26 — რისხვა და შერიგება:

21. გესმა, რამეთუ ითქუა პირველთა მათ მიმართ: არა კაც-ჰკლა; ხოლო რომელმან მოკლას, თანა-მდებ არს სასჯელისა (). - მაგრამ ვინ თქვა, არ ამბობს, რადგანაც რომ ეთქვა: მამამან ჩემმან უთხრა ძველებს, ხოლო მე თქვენ გეუბნებითო, მამის საწინააღმდეგო სჯულის დამდგენლად გამოჩნდებოდა. რომ ეთქვა, "მე ვეუბნებოდი ძველებსო", მის სიტყვებს აღარავინ მოუსმენდა. ამიტომაც განუსაზღვრელად ამბობს: ითქუა პირველთა მათ მიმართ-ო. ამ სიტყვებით იგი აჩვენებს, რომ სჯული მოძველდა, ხოლო უკეთუ მოძველდა და გაქრობას მიუახლოვდა, მისი დატევება და ახლისკენ სწრაფვაა საჭირო.

22. ხოლო მე გეტყჳ თქუენ, რამეთუ რომელი განურისხნეს ძმასა თჳსსა ცუდად, თანა-მდებ არს სასჯელისა;- წინასწარმეტყველნი, როცა წინასწარმეტყველების გადმოცემას განიზრახავდნენ, აცხადებდნენ: "ამას ამბობს უფალი". ხოლო ქრისტე, გვიჩვენებს რა თავის ღმრთეებრივ ძალაუფლებას, ამბობს: მე გუებნებით, რადგან ისინი მონები იყვნენ, ეს კი ძეა და ყოველივე, რაც მამას აქვს, მასაც ეკუთვნის. ვინც თავის ძმას ცუდად განურისხდება, იგი დაისჯება, მაგრამ ის, ვინც ძმაზე გონივრულად, მისი...

სრულად ნახვა

მოხსენიებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის