მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

სახარებაჲ მათესი 5:24

23. უკუეთუ შესწირვიდე შესაწირავსა საკურთხეველსა ზედა და მუნ მოგეჴსენოს შენ, ვითარმედ ძმაჲ შენი გულ-ძჳრ რაჲმე არს შენთჳს,24. დაუტევე შესაწირავი იგი წინაშე საკურთხეველსა მას და მივედ და დაეგე პირველად ძმასა შენსა და მაშინ მოვედ და შეწირე შესაწირავი შენი.25. იყავ კეთილად მცნობელ წინამოსაჯულისა მის შენისა ადრე, ვიდრემდე ხარ მის თანა გზასა ზედა, ნუუკუე მიგცეს შენ წინამოსაჯულმან მან შენმან მსაჯულსა და მსაჯულმან – მსახურსა, და საპყრობილედ შეჰვარდე.
სახარებაჲ მათესი თავი 5
24. დაუტევე შესაწირავი იგი წინაშე საკურთხეველსა მას და მივედ და დაეგე პირველად ძმასა შენსა და მაშინ მოვედ და შეწირე შესაწირავი შენი.
თარგმანებაჲ მათეს სახარებისაჲ თავი ივ
წმინდა იოანე ოქროპირი

ს ი ტ ყ უ ა ჲ ე ს ე: „ნუ ჰგონებთ, ვითარმედ მოვედ დაჴსნად შჯულისა გინა წინაწარმეტყუელთა; არა მოვედ დაჴსნად, არამედ აღსრულებად“ (5,17).

ვინ აბრალა ესე, ანუ ვინ ჰრქუა, თუ დაჰჴსნი შჯულსა და წინაწარმეტყუელთა, რომელ ამას იტყჳს, თუ: „არა მოვედ დაჴსნად, არამედ აღსრულებად“? რამეთუ არცა სიტყუათა მისთაგან გამოჩნდებოდა ესევითარი იჭჳ, არამედ უფროჲსად სიმდაბლე და სიმშჳდე და მოწყალებაჲ და სიმართლე და სიწმიდე გულისაჲ და მშჳდობაჲ და სხუაჲ იგი, რომელი თქუა, შჯულისავე დამამტკიცებელ იყვნეს, არა წინააღმდგომ. ვინაჲთგან უკუე არავინ ეტყოდა ჟამისად ესევითარსა, რაჲსათჳს იგი პასუხსა ამას მიუგებს, ვითარცა თქუმულისა მიმართ სიტყჳსა? გარნა არა ცუდად და ამაოდ ქმნა ესე, არამედ ფრიად და ჯეროვნად და კეთილად, რამეთუ ეგულებოდა ფრიად უზეშთაეს ძუელისა მის მცნებათა დადებად. ესე იგი არს: „გასმიესო, რამე-თუ ითქუა პირველთა მათ მიმართ: არა კაც-ჰკლა. ხოლო მე გეტყჳ თქუენ: არცა თუ განრისხებად ყოლადვე. გასმიეს: არა იმრუშო. ხოლო მე გეტყჳ თქუენ: არცა თუ მიხედვად გულისთქუმით დედაკაცისა. კუალად გასმიეს: არა ცილი ჰფუცო. ხოლო მე გეტყჳ თქუენ: არა ფუცად ყოლადვე. გასმიეს: თუალი თუალისა...

სრულად ნახვა
მათეს სახარების განმარტება - თავი V
ნეტარი თეოფილაქტე ბულგარელი
მთ: გვანცა კოპლატაძე
5:21-26 — რისხვა და შერიგება:

21. გესმა, რამეთუ ითქუა პირველთა მათ მიმართ: არა კაც-ჰკლა; ხოლო რომელმან მოკლას, თანა-მდებ არს სასჯელისა (). - მაგრამ ვინ თქვა, არ ამბობს, რადგანაც რომ ეთქვა: მამამან ჩემმან უთხრა ძველებს, ხოლო მე თქვენ გეუბნებითო, მამის საწინააღმდეგო სჯულის დამდგენლად გამოჩნდებოდა. რომ ეთქვა, "მე ვეუბნებოდი ძველებსო", მის სიტყვებს აღარავინ მოუსმენდა. ამიტომაც განუსაზღვრელად ამბობს: ითქუა პირველთა მათ მიმართ-ო. ამ სიტყვებით იგი აჩვენებს, რომ სჯული მოძველდა, ხოლო უკეთუ მოძველდა და გაქრობას მიუახლოვდა, მისი დატევება და ახლისკენ სწრაფვაა საჭირო.

22. ხოლო მე გეტყჳ თქუენ, რამეთუ რომელი განურისხნეს ძმასა თჳსსა ცუდად, თანა-მდებ არს სასჯელისა;- წინასწარმეტყველნი, როცა წინასწარმეტყველების გადმოცემას განიზრახავდნენ, აცხადებდნენ: "ამას ამბობს უფალი". ხოლო ქრისტე, გვიჩვენებს რა თავის ღმრთეებრივ ძალაუფლებას, ამბობს: მე გუებნებით, რადგან ისინი მონები იყვნენ, ეს კი ძეა და ყოველივე, რაც მამას აქვს, მასაც ეკუთვნის. ვინც თავის ძმას ცუდად განურისხდება, იგი დაისჯება, მაგრამ ის, ვინც ძმაზე გონივრულად, მისი...

სრულად ნახვა

მოხსენიებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის