მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

სახარებაჲ მათესი 5:23

22. ხოლო მე გეტყჳ თქუენ, რამეთუ რომელი განურისხნეს ძმასა თჳსსა ცუდად, თანა-მდებ არს სასჯელისა; და რომელმან ჰრქუას ძმასა თჳსსა რაკა, თანა-მდებ არს იგი კრებულისაგან განსლვად; და რომელმან ჰრქუას ძმასა თჳსსა ცოფ, თანა-მდებ არს იგი გეჰენიასა მას ცეცხლისასა.23. უკუეთუ შესწირვიდე შესაწირავსა საკურთხეველსა ზედა და მუნ მოგეჴსენოს შენ, ვითარმედ ძმაჲ შენი გულ-ძჳრ რაჲმე არს შენთჳს,24. დაუტევე შესაწირავი იგი წინაშე საკურთხეველსა მას და მივედ და დაეგე პირველად ძმასა შენსა და მაშინ მოვედ და შეწირე შესაწირავი შენი.
სახარებაჲ მათესი თავი 5
23. უკუეთუ შესწირვიდე შესაწირავსა საკურთხეველსა ზედა და მუნ მოგეჴსენოს შენ, ვითარმედ ძმაჲ შენი გულ-ძჳრ რაჲმე არს შენთჳს,

განმარტებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის

თარგმანებაჲ მათეს სახარებისაჲ თავი პა
წმინდა იოანე ოქროპირი
სწავლაჲ პა ძჳრუჴსენებლობისათჳს:

...ერთმან. ჰე, იზრუნა. რამეთუ შემაწუხებელსაცა უბრძანა, ვითარმედ: „უკუეთუ შესწირვიდე შესაწირავსა საკურთხეველსა ზედა და მუნ მოგეჴსენოს შენ, ვითარმედ ძმაჲ შენი გულძჳრ რაჲმე არს შენდა, დაუტევე შესაწირავი იგი წინაშე საკურთხეველსა მას, მივედ და დაეგე პირველად ძმასა შენსა და მაშინ მოვედ და შეწირე შესაწირავი შენი“.

ესე უბრძანა შემაწუხებელსა. გარნა შენ, რომელი-ეგე შეწუხებულ ხარ, ნუ მოელი შემაწუხებელისა მის მოსლვად შენდა, უკუეთუ არა წარგიწყმედიეს სასყიდელი შენი, არამედ შენ უსწრვე დაგებად და მიუტევე შეცოდებაჲ იგი. ხოლო უკუეთუ იგი მოვიდეს და გევედრებოდის შენდობად, მან მიიტაცა გჳრგჳნი, და შენ ცარიელი დაშთები უდებებითა შენითა.

რასა იტყჳ, კაცო, მტერი გივისა? და არა გრცხუენის კაცისა მტერ წოდებად? არა კმა არსა მტერად ეშმაკი, რომელ ძმათა ჩუენთა მტერობასა დავირთავთ? ჰე თუმცა არცა მას მოეპოა ჩუენდა მომართ მტერობაჲ, ჰე თუმცა არცა იგი ეშმაკ ქმნილ იყო. აწ უკუე მისი მტერობა კმა არს. მას ვემტერებოდით, მას ვჰბრძოდით და ნუ ურთიერთას დავიჭამებით, ვითარცა ნავღელცემულნი. არარაჲ არს უძჳრეს და უმწარეს მტერობისა, არცა არს რაჲ უტკბილეს და უსაწადელეს სიყუარულისა.

ისმინე წერილისაჲცა, რასა იტყჳს: „გზანი ძჳრისმოჴსენეთანი სიკუდილდ“;

სრულად ნახვა
თარგმანებაჲ მათეს სახარებისაჲ თავი ჲ
წმინდა იოანე ოქროპირი
ს ი ტ ყ უ ა ჲ ე ს ე: „უკუეთუ შეგცოდოს შენ ძმამან შენმან, მივედ და ამხილე მას, რაჟამს შენ და იგი ხოლო იყვნეთ. უკუეთუ ისმინოს შენი, შეიძინო ძმაჲ იგი შენი“ (18,15).:

...მთასა ზედა, განაწესა; რამეთუ ოდესმე შემაწუხებელსა უბრძანა შეწუხებულისა მიმართ მისლვად, ოდეს-იგი თქუა: „უკუეთუ შესწირვიდე შესაწირავსა საკურთხეველსა ზედა და მუნ მოგეჴსენოს შენ, ვითარმედ ძმაჲ შენი გულძჳრ რაჲმე არს შენდა, დაუტევე შესაწირავი იგი წინაშე საკურთხეველსა მას, მივედ და დაეგე პირველად ძმასა შენსა“. და ოდესმე კუალად შეწუხებულსა ამცნო მიტევებად ცთომაჲ მოყუსისაჲ, რაჟამს თქუა, ვითარმედ: „ესრეთ ილოცევდით: მომიტევნენ ჩუენ თანანადებნი ჩუენნი, ვითარცა ჩუენ მიუტევებთ თანამდებთა მათ ჩუენთა“. ეგრეთვე აქა პირველად თქუა, ვითარმედ: რომელმან დააბრკოლოს ძმაჲ, დიდისა სასჯელისა თანამდებ არს, ხოლო აწ შეწუხებულსა მას ეტყჳს შემაწუხებელისა მისლვად, რაჲთა განემართოს ცთომაჲ იგი. და არა თქუა, თუ: მივედ, აბრალე და შეჰრისხენ, არამედ „ამხილე“ ხოლო. რამეთუ იგი, ვითარცა მთრვალობითა, ეგრეთ შეპყრობილ არს გულისწყრომითა და სირცხჳლითა, გარნა შენ, უკუეთუ მრთელ ხარ, გიღირს მისლვად სნეულისა და ქმნად სამსჯავროჲ ფარული და კურნებაჲ შეწყნარებული.

რამეთუ სიტყუაჲ ესე, თუ: „ამხილე“, არა თუ სხუასა რასმე მოასწავებს, გარნა ამას ხოლო, ვითარმედ: მოაჴსენე მისი იგი ბრალი, აუწყე, რაჲ-იგი გევნო მისგან, უთხარ სიტყჳთა ტკბილ...

სრულად ნახვა