...ჲ საიდუმლოჲთა ჴორცთშესხმისა თჳსისაჲთა.
მოციქულისაჲ: შჯული იგი მცნებათაჲ მათ ბრძანებითა განაქარვა (2,15).
თარგმანი: შჯულ მცნებათა იტყჳს ძუელსა მას შჯულსა, რომელი-იგი ბრძანებითა (ესე იგი არს სარწმუნოებითა) განაქარვა ქრისტემან, რაჟამს თქუა, ვითარმედ: "ითქუა პირველთა მიმართ ესე, ხოლო მე გეტყჳ თქუენ ამას" (), რამეთუ დაღაცათუ ტანჯვასა ღირს ვიყვენით, ვერ-დამცველნი შჯულიერთა მათ მცნებათანი, არამედ მან არა ხოლო ტანჯვისა და ბრალისაგან თავისუფალ მყვნა, გარნა უსრულესისა მოცემითა დაჰჴსნა უსრული იგი და გუასწავა ძირითურთ აღმოფხურაჲ ბოროტთაჲ.
მოციქულისაჲ: რაჲთა ორივე იგი დაჰბადოს მას შინა ერთად ახლად კაცად ყოფად მშჳდობისა (2,15).
თარგმანი: ზოგად ორთავე - ჰურიათა და წარმართთა დაბადებად უწოდს მეორედ განახლებულებასა დაძუელებულებისაგან, რამეთუ არცა წარმართი ჰურია იქმნა, არცა ჰურიაჲ — წარმართ, მოვიდოდეს რაჲ ერთობად, არამედ ზოგად ორნივე ახლად დაიბადნეს ქრისტეს მიერ. და ესრეთ, დაიჴსნა მტერობაჲ მათი მშჳდობისმყოფელობითა ქრისტესითა.
მოციქულისაჲ: და დააგნეს ორნივე იგი ერთითა მით ჴორცითა ღმერთსა; ჯუარისა მიერ მოკლა მტერობაჲ იგი მას შინა (2,16).
თარგმანი: ცხად არს, ვითარმედ პირველ ამისსა ზოგად ორნივე განშორებულ და მტერ ღმრთისა იყვნეს — ჰურიანი...