...ვაკეთოთ დაუდევრად იმას, რაზეც ჩვენი ცხონება არის დამოკიდებული, განსაკუთრებით როცა ახლა ჩვენგან სათნოების მით უფრო მაღალი ხარისხი მოითხოვება, რამდენადაც უფრო მაღალი სიკეთეები მივიღეთ. ამიტომაც ქრისტემ თქვა: „უკუეთუ არა აღემატოს სიმართლე თქუენი უფროჲს მწიგნობართა და ფარისეველთა, ვერ შეხჳდეთ სასუფეველსა ცათასა" (). ჩავუფიქრდეთ ამას და არ გავუაროთ ამ სიტყვებს უყურადღებოდ, არამედ ვიფიქროთ, რა სასჯელი ემუქრება მათ, ვინც არა თუ ამათ (მწიგნობართა და ფარისეველთა) აღმატებას არ ცდილობს, არამედ მათზე გაცილებით დაბლა დგას, — ვინც არ სურს მოყვასზე გულისწყრომის შეწყვეტა, არც ენის ფიცისგან შეკავება, არც თვალისთვის დამღუპველი მზერის აკრძალვა, მაშინ, როცა უფალი ბრძანებს არა მხოლოდ შეურაცხყოფის სულგრძელად ატანას, არამედ მოთხოვნილზე მეტის მიცემასაც. „რომელსა უნდეს სასჯელად და მიღებად კუართი შენი, მიუტევე მას სამოსელიცა შენი" (), — ამბობს ის. ჩვენ კი ხშირად მოყვასს ვაწყენინებთ ან შურისძიებას ვახდენთ შეურაცხყოფისთვის, — ჩვენ, ვისაც ებრძანება არა მხოლოდ ჩვენი მოყვარულების სიყვარული („მეზუერეთაცა, — ამბობს უფალი, — ეგრეთვე ყვიან" ()), არამედ მტრების მიმართაც კე...
სახარებაჲ მათესი 5:20
განმარტებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის
...ასა ვეძიებთ და საუკუნეთა მათ კეთილთა არა მოვიჴსენებთ, რამეთუ მართალი იგი გზაჲ ცხორებისაჲ დაგჳტევებიეს და არა მოვიჴსენებთ საუკუნეთა მათ სატანჯველთა, არცა კეთილთა მათ, რომელთა დავიჭირვებთ. რამეთუ უკუეთუ სიტყჳსაებრ უფლისა არა გარდაემატოს სიმართლჱ ჩუენი უფროჲს მწიგნობართა და ფარისეველთასა, და გეჰენიად მივალთ, რაჲ სიტყუაჲ მიუგოთ, უკუეთუ მათოდენიცა არა იყოს? არამედ ნუ, საყუარელნო, ნუ ესრეთ ვიყოფვით, გარნა ვისწრაფოთ შეყუარებად ქრისტესა, ვითარცა მან შემიყუარნა ჩუენ, რაჲთა ვპოვოთ საუკუნოჲ განსუენებაჲ მადლითა და კაცთმოყუარებითა უფლისა ჩუენისა იესუ ქრისტესითა, რომლისაჲ არს დიდებაჲ და სიმტკიცჱ აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამენ.
...ოფაჲ, რომელთადა მოცემულ არიან ესევითარნი საიდუმლონი, და ჩუენ ვერცა მათსა სათნოებასა მივსწუდეთ, რომელიღა სასოებაჲ გუაქუნდეს? რამეთუ უკუეთუ ჰურიათაჲ ჯერ-არს ძლევაჲ სათნოებითა, რამეთუ იტყჳს უფალი, ვი-თარმედ: „უკუეთუ არა აღემატოს სიმართლჱ თქუენი უფროჲს მწიგნობართა და ფარისეველთასა, ვერ შეხჳდეთ სასუფეველსა ცათასა“, რაჲ ყოფად არს, უკუეთუ წარმართთასა უდარჱს ვიპოვნეთ? არა უფროჲსად განვვარდეთა სასუფეველისაგან, რაჟამს არცა სრულიად ურწმუნოთა მათ ვსძლოთ სათნოებითა?
ამისთჳს გევედრები თქუენ: აღმოვჰფხურათ ჩუენგან ყოველივე გულისწყრომაჲ და მრისხანებაჲ; და კუალად გეტყჳ თქუენ: აღმოვჰფხურათ ესე ჩუენგან, რამეთუ ჩემდა არა უდებება არს მრავალგზის ერთისა სიტყჳსა თქუმად, ნეტარ თუ თქუენ ამით ყოვლითა ისწავოთ კეთილი. რამეთუ მკურნალნიცა ერთსა წამალსა მრავალგზის იჴმარებენ, და ჩუენცა არა დავსცხრებით კეთილისათჳს მარადის სწავლად და ღაღადებად, რამეთუ მრავალნი არიან სოფლისა ამის საქმენი, რომელნი დამავიწყებენ ჩუენ უმჯობჱსსა, და ამისთჳს ჯერ-არს ზედაჲსზედა სწავლაჲ. არამედ რაჲთა არა ცუდ და ამაო იყოს ჩუენი აქა შემოკრებაჲ, ამისთჳს ვისწრაფოთ, რაჲთა საქმითცა ვქმნეთ კეთილი, რაჲთა მივემთხჳნეთ საუკუნეთა მათ კეთილთა მადლითა და კაცთმოყუარებითა უფლისა ჩუენისა იესუ ქრისტესითა, რომლი...
...ერთი სათნოებათაგანი დაგუაკლდეს, დაგუაყენებს შესლვად სასუფეველად, არამედ დაღაცათუ ვქმნეთ საქმე სათნოებათაჲ, და არა ჯეროვნისა მის წესისაებრ ვქმნათ, ეგრეთვე შეგუემ-თხჳოს.
ისმინეთ, რასა გჳბრძანებს უფალი: „უკუეთუ არა გარდაემატოს სიმართლე თქუენი უფროჲს მწიგნობართა და ფარისეველთასა, ვერ შეხჳდეთ სასუფეველსა ცათასა“. აწ უკუე, დაღაცათუ იქმოდი მოწყალებასა, და არა უფროჲს მათსა იქმოდი, ვერ სრულ არს ქველისსაქმე შენი. იხილე უკუე, თუ ვითარ იქმოდეს იგინი მოწყალებასა. რამეთუ მნებავს ესე თქუმად, რაჲთა რომელნი არა იქმან ქველისსაქმესა, განიღჳძონ საქმედ, ხოლო რომელნი იქმან, არა ზუაობდენ, არამედ უმეტესად შესძინონ ქველისსაქმესა. ვითარ უკუე იქმოდეს ძუელსა შჯულსა შინა? ყოვლისა მონაგებისა ათეულსა მისცემდეს და მერმე კუალად მეორესა ათეულსა და კუალად მესამესა; კნინღა მესამედსა მონაგებისასა მისცემდეს, რამეთუ სამი იგი ათეული ესრეთ აღვალს. ამას ზედა თანაედვა პირმშოთა ყოველთა მიცემაჲ და პირველთა ნაყოფთა და სხჳსა მრავლისა შესაწირავისაჲ დღესასწაულთა შინა და თჳსთავთა. ხოლო უკუეთუ მესამედი ვინ ანუ ნახევარი მონაგებთა თჳსთაჲ მისცეს გლახაკთა, ვერვე უმეტეს არს სიმართლე მისი ძუელისა მის შჯულისასა. რომელი არცა თუ მეათედსა მისცემდეს, რაჲსა ღირს არს?
ამისთჳს გევედრები, საყუარ...
...ველსავე გამოვეძიებდეთ, რაჲთა ესრეთ მივეწინეთ ცნობად ჭეშმარიტებისა და ვისწრაფოთ გარდამატებად საქმეთა მათ ძუელისა შჯულისათა, უკუეთუ გსურის მიმთხუევად სასუფეველსა ცათასა, ვითარცა ბრძანებს უფალი, ვითარმედ: „უკუეთუ არა გარდაემატოს სიმართლე თქუენი უფროჲს მწიგნობართა და ფარისეველთასა, ვერ შეხჳდეთ სასუფეველსა ცათასა“.
ხოლო აწ არიან ჩუენ შორის მრავალნი, რომელნი არა თუ გარდამატებულსა ოდენ არა იქმან, არამედ ნაკლულევანცა არიან ძუელისა მის წესისაგან, რამეთუ არა ხოლო თუ ფიცისაგან არა ივლტიან, არამედ ცილფუცებასაცა შთავარდებიან; არა თუ ხოლო ვნებულად მიხედვისაგან არა ეკრძალებიან, არამედ საქმესა მასცა ბოროტსა ცოდვისასა წარმდებებით იქმან და სხუასა ყოველსავე აღასრულებენ ურიდად, რომლისა მოგონებადცა დაყენებულ ვართ. და არა მოვლენ სინანულად, არამედ დღესა მას უკუანაჲსკნელსა მოელიან, ოდეს-იგი სასჯელი მიეჴადოს მათ ესევითარ-თა საქმეთაჲ, რამეთუ წარუკუეთიეს ვიდრემე სასოებაჲ და სატანჯველსა ოდენ მოელიან და არა ჰნებავს, ვიდრეღა აქა არიან, ვიდრეღა სავაჭროჲ ესე ჰგიეს, განღჳძებად ძილისა მისგან უდებებისა და მოსლვად სინანულსა, ბრძოლად და ძლევად ეშმაკისა და მიღებად გჳრგჳნისა.
ისმინე ჩემი, კაცო, და ნუ დაიჴსნები, ნუცა განსცემ თავსა შენსა ეშმაკსა, არამედ განიფრთხვე, მოიქეც...
...თქუა ესე, არამედ ამათთჳს, რომელთა ეგულებოდა თავადსა დადებად, თუ: „რომელმან დაჰჴსნას, უმცირეს ეწოდოს სასუფეველსა ცათასა“. და რაჲთა სცნა, ვითარმედ ახალთა ამათთჳს იტყჳს, ისმინე შემდგომი იგი სიტყუაჲ: „გეტყჳ თქუენ: უკუეთუ არა ემატოს სიმართლე თქუენი უფროჲს მწიგნობართა და ფარისეველთა, ვერ შეხჳდეთ სასუფეველსა ცათასა“.
ხოლო უკუეთუმცა ძუელთა მათთჳს იტყოდა, ვითარმცა ეთქუა: „უკუეთუ არა ემატოს“? რამეთუ გარდამატებაჲ იგი ესე არს, რომელ ძუელი იტყჳს: „ნუ კაც-ჰკლავ“, და ესე იტყჳს: „ნუცა განჰრისხნები“; იგი იტყჳს: „ნუ იმრუშებ“, უფალი ბრძანებს: „ნუცა თუალთა შეადგამ გულისთქუმით“, და სხუაჲ ყოველივე ესევითარი.
ხოლო რაჲსათჳს თქუა, თუ: „უმცირესთაჲ“? ვითარ დიდთა ამათ და მაღალთა მცირედ უწოდა? ვინაჲთგან თავადსა ეგულებოდა ამის რჩულისდებისა შორის შემოღებაჲ, ვითარცა თავი თჳსი დაამდაბლა და მრავალგზის სიმდაბლისა სიტყუათა იტყოდა თავისა თჳსისათჳს, ეგრეთვე ამით წესი-თა მცნებათა ამათ მცირე უწოდა, რაჲთა გუასწაოს ჩუენ მარადის მდაბლისმეტყუელებად და არა ქებად და ამაღლებად საქმეთა გინა სიტყუათა ჩუენთა. და კუალად ესეცა გულისჴმა-ვყოთ, ვითარმედ არცა თუ რომელ უდარეს და უმცირეს ჩნდეს მცნებათა მისთა შინა, ჯერ-არს მისიცა...