თ ა რ გ მ ა ნ ი: ვინაჲთგან იჭჳ იგი ბოროტი განუქარვა და პირი დაუყო მეტყუელთა მათ, ვითარმედ ძუელისა შჯულისა დაჴსნაჲ ჰნებავს, და გამოაჩინა, ვითარმედ მის მიერ თქუმულნი ესე მცნებანი არა დაჴსნა არიან შჯულისა და წინაწარმეტყუელთაჲ, არამედ უმეტესისა მიმართ აღორძინება, ამიერითგან განაწესა შიში და სატანჯველი მათ ზედა, რომელთა იკადრონ დაჴსნად მცნებათა ახლისა ამის რჩულის-დებისათა, რომელთა განაწესებს და გჳბრძანებს ყოველთა მეუფე და ღმერთი. რამეთუ არა ძუელთა მათ მცნება-თათჳს თქუა ესე, არამედ ამათთჳს, რომელთა ეგულებოდა თავადსა დადებად, თუ: „რომელმან დაჰჴსნას, უმცირეს ეწოდოს სასუფეველსა ცათასა“. და რაჲთა სცნა, ვითარმედ ახალთა ამათთჳს იტყჳს, ისმინე შემდგომი იგი სიტყუაჲ: „გეტყჳ თქუენ: უკუეთუ არა ემატოს სიმართლე თქუენი უფროჲს მწიგნობართა და ფარისეველთა, ვერ შეხჳდეთ სასუფეველსა ცათასა“.
ხოლო უკუეთუმცა ძუელთა მათთჳს იტყოდა, ვითარმცა ეთქუა: „უკუეთუ არა ემატოს“? რამეთუ გარდამატებაჲ იგი ესე არს, რომელ ძუელი იტყჳს: „ნუ კაც-ჰკლავ“, და ესე იტყჳს: „ნუცა განჰრისხნები“; იგი იტყჳს: „ნუ იმრუშებ“, უფალი ბრძანებს: „ნუცა...