...ედ უკუეთუმცა ჰრწმენა, არად საჴმარ იყო ლოცვაჲ. რამეთუ უკუეთუმცა არა იყო ლოცვაჲ იგი მისდა არასაჴმარ, რაჲსათჳს მათ ზედა დადვა მიზეზი იგი ლოცვისაჲ? ანუ რაჲსათჳს არა თქუა: რაჲთა ჰრწმენეს, ვითარმედ არა ვარ სწორ შენდა? არამედ რაჟამს-იგი ჰგონებდეს, თუ დაჰჴსნის შჯულსა, ჰრქუა მათ, ვი-თარმედ: „არა მოვედ დაჴსნად შჯულისა“; ხოლო ამისთჳს არაოდეს თქუა, ვითარმედ: არა ვარ სწორ, არამედ მარადის სწორებასა თჳსსა დაამტკიცებს მამისა თანა. გარნა იტყჳს მწვალებელი: და არა თქუაა, თუ: „არა მოვედ, რაჲთა ვყო ნებაჲ ჩემი“? არამედ ესეცა სიტყუაჲ მათისა უძლურებისათჳს თქუა და მისვე მიზეზისათჳს, რომლისათჳს იყო ლოცვაჲცა.
რაჲ არს სიტყუაჲ ესე, ვითარმედ: „ისმინე ჩემი“? ესე იგი არს, ვი-თარმედ: არარაჲ არს წინააღმდგომი ჩემი შენდა მიმართ, ვითარცა უკუე ესე სიტყუაჲ, ვითარმედ: „ისმინე ჩემი“, არა ამას მოასწავებს, თუ მას თჳთ ვერ ძალ-ედვა; რამეთუ უკუეთუ არა ძალ-ედვა, არცამცა იცოდა, თუ ისმენს ღმერთი, და უკუეთუმცა არა იცოდა, ვითარ იტყოდა, ვი-თარმედ: „წარვალ, რაჲთა განვაღჳძო იგი“? და მოასწავებდა სასწაულსა მას პირველითგან, ვითარცა უკუე ესე არა უძლურებისა სახე არს, არამედ ერთობისაჲ. ე...