მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

სახარებაჲ მათესი 5:14

13. თქუენ ხართ მარილნი ქუეყანისანი. უკუეთუ მარილი იგი განქარდეს, რაჲთა-მე დაიმარილოს? არღარა შემძლებელნ არნ მერმე, არამედ განგდებად გარე და დათრგუნვად კაცთა მიერ.14. თქუენ ხართ ნათელნი სოფლისანი. ვერ ჴელ-ეწიფების ქალაქსა დაფარვად, მთასა ზედა დაშენებულსა.15. არცა აღანთიან სანთელი და დადგიან ქუეშე ჴჳმირსა, არამედ სასანთლესა ზედა, და ჰნათობნ იგი ყოველთა, რომელნი იყვნიან სახლსა შინა.
სახარებაჲ მათესი თავი 5
14. თქუენ ხართ ნათელნი სოფლისანი. ვერ ჴელ-ეწიფების ქალაქსა დაფარვად, მთასა ზედა დაშენებულსა.
თარგმანებაჲ მათეს სახარებისაჲ თავი იე
წმინდა იოანე ოქროპირი
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „თქუენ ხართ ნათელნი სოფლისანი“ (5,14).:

თ ა რ გ მ ა ნ ი: კუალად სოფელი აუწყა მათ. არა ერთისა ქუეყანისა ანუ ქალაქისა, არამედ ყოვლისავე სოფლისა ნათლად უწოდა, ნათლად საცნაურად და სულიერად და ხილულისა ამის ფრიად უაღრესად. პირველ მარილად სოფლისა უწოდა და აწ ნათლად. იგი ამისთჳს, რამეთუ სიმყრალისა მისგან და სიმპალისა ცოდვათაჲსა მამხილებელითა მით სიტყჳთა თჳსითა იჴსნიდეს კაცთა, ხოლო ესე კუალად ამისთჳს, რამეთუ ბნელი იგი საცთურისაჲ განაქარვეს და ნათელი ღმრთისმეცნიერებისაჲ უჩუენეს ყოველთა.

ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „ვერ ჴელ-ეწიფების ქალაქსა დაფარვად, მთასა ზედა დაშენებულსა. არცა აღანთიან სანთელი და დადგიან ქუეშე ჴჳმირსა, არამედ სასანთლესა ზედა, და ჰნათობნ ყოველთა, რომელნი იყვნიან სახლსა შინა“ (5,14-15).

თ ა რ გ მ ა ნ ი: კუალად სიტყუათა ამათ მიერ ასწავლის მათ და მათ მიერ ყოველთა წინამძღუართა, რაჲთა მოშიშ იყვნენ და განკრძალულ და ყოველივე საქმე სათნოებისაჲ შეიტკბონ, რამეთუ თუალნი ყოველთანი მათ ზედა არიან, და სახილველსა მას შორის სოფლისასა აღესრულების ღუაწლი და სრბაჲ მათი; რამეთუ ესრეთ საცნაურ იყვნეთ ყოველთა მიერო, ვი-თარცა ქალაქი, არა ჴევსა შინა დაშენებული, არამედ თავსა ზედა მთისასა,...

სრულად ნახვა
მათეს სახარების განმარტება - თავი V
ნეტარი თეოფილაქტე ბულგარელი
მთ: გვანცა კოპლატაძე
5:13-16 — მარილი და ნათელი სოფლისა:

13. თქუენ ხართ მარილნი ქუეყანისანი.- წინასწარმეტყველნი ერთ ხალხთან იგზავნებოდნენ, თქვენ კი მთელი ქვეყნის მარილი ხართ, რომელნიც უძლურებს სწავლებითა და მხილებით განამტკიცებთ, რათა მათ მარადიული მატლი არ შობონ. ამიტომაც ნუ უარყოფთ სიმწარეს მხილებისა, თუნდაც ამისთვის გაყვედრებდნენ და გდევნიდნენ თქვენ. ამიტომაც ამბობს: უკუეთუ მარილი იგი განქარდეს, რაჲთა-მე დაიმარილოს? არღარა შემძლებელნ არნ მერმე, არამედ განგდებად გარე და დათრგუნვად კაცთა მიერ. - უკეთუ მოძღვარი გაუგნურდება, ე. ი. არც ამხელს და არც განამტკიცებს, არამედ თვითონვე მოუძლურდება, რითი დაიმარილება ანუ გამოსწორდება? მაშინ მას მასწავლებლის პატივი უნდა წაერთვას და დაითრგუნოს, ანუ მოძულებულ იქნეს.

14. თქუენ ხართ ნათელნი სოფლისანი. - პირველად მარილი უწოდა, შემდეგ - ნათელი, რადგან ის, რაც დაფარულ საქმეებს ამხელს, ნათელია. ყოველივე, რაც ცხადდება, ნათელია. მოციქულებმა კი არა ერთი ხალხი, არამედ მთელი სამყარო გაანათეს. ვერ ჴელ-ეწიფების ქალაქსა დაფარვად, მთასა ზედა დაშენებულსა. - უფალი მოძღვრავს მათ, რომ იმოღვაწეონ და საკუთარ ცხოვრებას ყურადღებით მოეკიდონ, რადგან ყველას...

სრულად ნახვა

მოხსენიებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის