...ელსა შინა არცა ერთი იქმნების სიბნელჱ, რამეთუ ნათელი არა თავისა თჳსისა საჴმარ არს, არცა მარილი, არცა საფუვარი, არამედ სხუათა მიმართ გამოაჩინებნ საჴმარებასა თჳსსა. ეგრეთვე უკუე ჩუენგანცა არა თავთა ჩუენთა ოდენ სარგებელსა ეძიებს ღმერთი, არამედ სხუათასაცა, რამეთუ მარილი უკუეთუ არა შეამარილებდეს, არა არს მარილ. ; ; და კუალად ესეცა გულისხმა-ყავთ, ვითარმედ: უკუეთუ ჩუენ წარვჰმართოთ კეთილისა საქმჱ, მოსლვად არიან სხუანიცა ჩუენსა მას კეთილსა, ხოლო უკუეთუ ჩუენ წარუმართებელ ვიყვნეთ, ვითარ შეუძლოთ სხუათა სარგებელად?
ნუმცა არს უკუე ჩუენ შორის, ჵ ძმანო, დრკუჲ რაჲმე და დაჴსნილებისა და სიცოფისა სახჱ, რამეთუ ესევითარნი არიან საქმენი სოფლისანი, ესევითარნი არიან ზრუნვანი ამაოჲსა ამის ცხორებისანი. ამისთჳს ეწოდა ქალწულთა მათ ცოფ, რამეთუ სოფლისა ამის საქმეთა შექცეულ იყვნეს და შეიკრებდეს, სადა არა ჯერ-იყო შეკრებაჲ, და სადა სიმდიდრჱ კეთილი იყო, მუნ გლახაკ იყვნეს. შიშ არს უკუე და ძრწოლა, ნუუკუე წარვიდეთ ამიერ ჩუენცა შემოსილნი სამოსლითა შეგინებულითა, სადა-იგი ყოველთა მართალთა აქუნდეს ბრწყინვალები და დიდებუ...