...თქუა, ვითარმედ: მე დავაყენნე ანუ წინააღუდგე მდევართა და მაჭირვებელთა თქუენთა, არამედ ახოვნებით თავს-დებაჲ უბრძანა, რომელი-იგი უაღრეს მისა არს და უმეტესად გამომაჩინებელ სიმჴნისა მათისა, რომლისათჳს საუკუნოჲ მისაგებელი აღუთქუა, ვითარმედ: „გიხაროდენ და მხიარულ იყვენით, რამეთუ სასყიდელი თქუენი ფრიად არს ცათა შინა“.
ხოლო ლუკა უმეტესადცა იტყჳს: „ოდეს განჴადონო სახელი თქუენი, ვითარცა ბოროტთაჲ, ძისათჳს კაცისა, გიხაროდენ მას დღესა შინა და მხიარულ იყვენით, რამეთუ აჰა ესერა სასყიდელი თქუენი დიდ არს ცა-თა შინა“. არა დევნულებათა მათთჳს, რომელთა მოითმენდეს, და სატანჯველთათჳს ხოლო, არამედ გინებათა მათთჳსცა და შეურაცხებათა და ცილისწამებათა დიდსა სასყიდელსა განუმზადებს. ამისთჳსცა არა თქუა: რაჟამს გტანჯნენ თქუენ და მოგწყჳდნენ, არამედ: „რაჟამს გყუედრიდენ და თქუან ყოველი სიტყუაჲ ბოროტი თქუენდა მომართ სიცრუით ჩემთჳს“; რამეთუ ნანდჳლვე ყუედრებანი და შესმენანი და ბოროტისმეტყუელებანი უძჳრესადღა ტანჯვისა და გუემისა შეაწუხებენ გულსა, რამეთუ ტანჯვასა შინა მრავალნი ნუგეშინის-სცემდეს, მრავალნი აქებდეს და გჳრგჳნოსანჰყოფდეს, ხოლო ყუედრებათა შინა და შეურაცხებათა და ცილისწამებათა ესეცა ნუგეშინის-ცემაჲ არა ეპოებოდა დ...