მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

სახარებაჲ მათესი 5:10

9. ნეტარ იყვნენ მშჳდობის-მყოფელნი, რამეთუ იგინი ძედ ღმრთისად იწოდნენ.10. ნეტარ იყვნენ დევნულნი სიმართლისათჳს, რამეთუ მათი არს სასუფეველი ცათაჲ.11. ნეტარ იყვნეთ თქუენ, რაჟამს გყუედრიდენ და გდევნიდენ და თქუან ყოველი სიტყვაჲ ბოროტი თქუნდა მომართ სიცრუვით ჩემთჳს.
სახარებაჲ მათესი თავი 5
10. ნეტარ იყვნენ დევნულნი სიმართლისათჳს, რამეთუ მათი არს სასუფეველი ცათაჲ.
თარგმანებაჲ მათეს სახარებისაჲ თავი იე
წმინდა იოანე ოქროპირი
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „ნეტარ არიან დევნულნი სიმართლისათჳს, რამეთუ მა-თი არს სასუფეველი ცათაჲ“ (5,10).:

თ ა რ გ მ ა ნ ი: ვინ არიან დევნულნი სიმართლისათჳს? პირველად - მოციქულნი და მოწამენი, რომელნი იდევნნეს სარწმუნოებისათჳს მეკერპეთაგან და ჰურიათა; და კუალად - რომელნიცა იდევნნეს, გინა იდევნნენ მართლაღსარებისათჳს მწვალებელთა მიერ; მერმე ყოველნი, რომელნიცა იდევნნენ სიწმიდისათჳს და სათნოებისა, გინა თუ სხუათა ჴელის-აპყრობისათჳს და შეწევნისა გლახაკთაჲსა და ყოვლისავე ღმრთისმსახურებისათჳს და საღმრთოჲსა მცნებისა, რამეთუ ვინაჲთგან სიმართლე თქუა, ყოველივე საღმრთოჲ საქმე შემოკრიბა. რომელნიცა ესევითარისა კეთილისა საქმისათჳს და ღმრთისმსახურებისათჳს და ჭეშმარიტებისა იდევნენ, ნეტარ არიან, რამეთუ „მათი არს სასუფეველი ცათაჲ“.

მათეს სახარების განმარტება - თავი V
ნეტარი თეოფილაქტე ბულგარელი
მთ: გვანცა კოპლატაძე
5:3-12 — ნეტარებანი:

3. ნეტარ იყვნენ გლახაკნი სულითა, რამეთუ მათი არს სასუფეველი ცათაჲ. - წინ სწევს სიმდაბლეს, ვითარცა საფუძველს ცხოვრებისა, რამდენადაც ადამი ქედმაღლობის გამო დაეცა, ქრისტე ჩვენ სიმდაბლის გამო აღგვადგენს. ადამს ხომ იმედი ჰქონდა, რომ ღმერთი გახდებოდა. გლახაკნი სულითა - ესენი სულით შემუსრვილნი არიან.

4. ნეტარ იყვნენ მგლოვარენი გულითა, რამეთუ იგინი ნუგეშინის-ცემულ იქმნნენ. - ე. ი. ისინი, რომელნიც არა რაღაც ცხოვრებისეულს, არამედ ცოდვებს გლოვობენ. "მგლოვარენი"-ო ამბობს, ანუ არა ისინი, რომელთაც ერთხელ იგლოვეს, არამედ რომელნიც მარადის გლოვობენ და თანაც არა მხოლოდ საკუთარი, არამედ მახლობელთა ცოდვების გამოც. ისინი ხომ ნუგეშინისცემულნი აქვე არიან, რადგან, ვინც ცოდვათა გამო გლოვობს, სულით აქვე ხარობს და მით უმეტეს იხარებს იქ.

5. ნეტარ იყვნენ მშჳდნი, რამეთუ მათ დაიმკჳდრონ ქუეყანაჲ. -ზოგიერთი "ქვეყანაში" სულიერ ქვეყანას ანუ ზეცას გულისხმობს, მაგრამ შენ ეს ქვეყანაც იგულისხმე. რაკი საერთოდ მშვიდნი უგულვებელსაყოფად და არად ჩასაგდებად ითვლებიან, ამიტომაც ამბობს, რომ უპირატესნი არიან და ყველაფერი აქვთ. მაგრამ მშვიდს იმათ კი არ უწოდებს,...

სრულად ნახვა
განმარტება ანუ აღხსნა ცხრათა ნეტარებათა, თქმული ოსეთში, კუდრის ხეობაში
წმ. მღვდელმთავარი გაბრიელი (ქიქოძე)

ნეტარ არიან გლახაკნი სულითა, რამეთუ მათი არს სასუფეველი ცათა.

წმიდასა ეკკლესიასა შინა ხშირად გვესმის ჩვენ, ძმანო, სიტყვანი უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესნი, რომელთა შინა იგი უწოდებს ნეტარად გლახაკთა, მგლოვარეთა, მშივდთა, მოწყალეთა და აღუთქვამს მათ სასუფეველსა ღვთისასა, ანუ ნუგეშინის-ცემასა. ამ სიტყვებში მაცხოვარი გვასწავლის ჩვენ ცხრა ნეტარებასა, ანუ ცხრა სათნოებათა. მე მსურს აღგიხსნა თქვენ, ძმანო ქრისტიანენო, ეს სწავლა მისთვის, რომელ დიდად საჭირო არის, ყოველმან ქრისტიანემან იცოდეს და ახსოვდეს იგი.

პირველი ნეტარება არის შემდგომი: ნეტარ იყვნენ გლახაკნი სულითა, რამეთუ მათი არს სასუფეველი ცათა. ვინ არის, ძმანო, გლახაკნი სულით? თუ გინდა შეიტყო, ვის უწოდებს ესრედ მაცხოვარი, მოიგონე, ვის ვეძახით იმისთანა კაცს, რომელსაც თავის საკუთარი არაფერი არა აქვს: არც სახლი, არც კარი, არც ტანის-სამოსი, არც საჭმელი. არამედ ყველგან დადის და მოწყალებას ითხოვს და იმითი ცხოვრობს. აქედგან, სულიერი გლახაკი, ანუ გლახაკი სულითა ის არის, რომელიც გრძნობს თავისს გულში, რომ თავის საკუთარი არაფერი არა აქვს: არც ღირსება, არც სათნოება, არც სიწმიდე, არც სამსახური...

სრულად ნახვა

მოხსენიებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის