მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

სახარებაჲ მათესი 4:9

8. კუალად წარიყვანა იგი ეშმაკმან მთასა ფრიად მაღალსა და უჩუენნა მას ყოველნი სუფევანი სოფლისანი და დიდებაჲ მათი9. და ჰრქუა მას: ესე ყოველი მიგცე შენ, უკუეთუ დაჰვარდე და თაყუანის-მცე მე.10. მაშინ ჰრქუა მას იესუ: წარვედ ჩემგან მართლუკუნ, სატანა, რამეთუ წერილ არს: უფალსა ღმერთსა შენსა თაყუანის-სცე და მას მხოლოსა ჰმსახურებდე.
სახარებაჲ მათესი თავი 4
9. და ჰრქუა მას: ესე ყოველი მიგცე შენ, უკუეთუ დაჰვარდე და თაყუანის-მცე მე.

განმარტებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის

თარგმანებაჲ მათეს სახარებისაჲ თავი იგ
წმინდა იოანე ოქროპირი
სწავლაჲ იგ: რაჲთა არა პირსა მეტყუელთასა ვხედვიდეთ, არამედ სიტყუათა მათთა გულისჴმა-ვჰყოფდეთ; და სასუფეველისათჳს და სატანჯველთა მათთჳს მერმეთა:

...ფოთნები, ნუცა შეორგულდები, არამედ არქუ მას, რაჲ-იგი გესმა მეუფისაგან შენისა: „არა განსცადო უფალი შენი“. დაღათუ წინაგიყოს შენ გამომცდელმან მან დიდებაჲ და ძლიერებაჲ და სიმრავლე საფასეთა და გეტყოდის, ვითარმედ: „ესე ყოველი მიგცე შენ, უკუეთუ დაჰვარდე და თაყუანის-მცე მე“, დადეგ ახოვნებით და წინააღუდეგ და არქუ: „წარვედ ჩემგან მართლუკუნ, ეშმაკო“; რამეთუ არა თუ ხოლო მეუფესა ჩუენსა წინაუყო ეშმაკმან ესევითარნი განსაცდელნი, არამედ დღითი-დღეცა მონათა მისთა ესევითარითა სახითა ებრძვის არა მთათა შინა ხოლო და უდაბნოთა, არამედ სოფელთაცა შინა და ქალაქთა და სადაცა პოოს მონაჲ უფლისაჲ.

რაჲ-მე უკუე ჯერ-არს ქმნად? გარემიქცევაჲ ყოვლადვე ზრახვათა მისთაჲ და მოძულებაჲ მისი ყოვლითა გულითა და დაყოფაჲ ყურთაჲ არა სმენად სიტყუათა მისთა, და რაოდენ უმეტესსა რასმე გჳქადებდეს, უმეტესად სივლტოლაჲ მისგან, რამეთუ ევასცა ოდეს უმეტესი უქადა, მაშინ სრულიად წარწყმიდა. რამეთუ მტერი არს დაუგებელი და მბრძოლი არს ჩუენი სამარადისოჲ, და არა მოსწრაფე ვართ ჩუენ ესრეთ ცხორებად, ვითარ მოსწრაფე არს იგი წარწყმედად. გარემივიქცეთ უკუე მისგან და განვეშორნეთ მას ნუ სიტყჳთა ხოლო და გონებითა, არამედ ს...

სრულად ნახვა