...თჳს იქმნა, ჰბაძევდი შენცა, მორწმუნეო, სახესა მას ძლევისასა. დაღაცათუ მოგიჴდეს ვინ მონათაგანი მის ეშმაკისათა და გეტყოდის, ვითარმედ: უკუეთუ ძალ-უც სარწმუნოებასა შენსა, არქუ მთასა ამას, რაჲთა იცვალოს ამიერ, ნუ შეშფოთნები, ნუცა შეორგულდები, არამედ არქუ მას, რაჲ-იგი გესმა მეუფისაგან შენისა: „არა განსცადო უფალი შენი“. დაღათუ წინაგიყოს შენ გამომცდელმან მან დიდებაჲ და ძლიერებაჲ და სიმრავლე საფასეთა და გეტყოდის, ვითარმედ: „ესე ყოველი მიგცე შენ, უკუეთუ დაჰვარდე და თაყუანის-მცე მე“, დადეგ ახოვნებით და წინააღუდეგ და არქუ: „წარვედ ჩემგან მართლუკუნ, ეშმაკო“; რამეთუ არა თუ ხოლო მეუფესა ჩუენსა წინაუყო ეშმაკმან ესევითარნი განსაცდელნი, არამედ დღითი-დღეცა მონათა მისთა ესევითარითა სახითა ებრძვის არა მთათა შინა ხოლო და უდაბნოთა, არამედ სოფელთაცა შინა და ქალაქთა და სადაცა პოოს მონაჲ უფლისაჲ.
რაჲ-მე უკუე ჯერ-არს ქმნად? გარემიქცევაჲ ყოვლადვე ზრახვათა მისთაჲ და მოძულებაჲ მისი ყოვლითა გულითა და დაყოფაჲ ყურთაჲ არა სმენად სიტყუათა მისთა, და რაოდენ უმეტესსა რასმე გჳქადებდეს, უმეტესად სივლტოლაჲ მისგან, რამეთუ ევასცა ოდეს უმეტესი უქადა, მაშინ სრულიად წარწყმიდა. რამეთუ მტ...