მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

სახარებაჲ მათესი 4:2

1. მაშინ იესუ აღმოიყვანა უდაბნოდ სულისაგან გამოცდად ეშმაკისაგან.2. და იმარხა ორმეოცი დღე და ორმეოცი ღამე და მერმე შეემშია.3. მოუჴდა მას გამომცდელი იგი და ჰრქუა: უკუეთუ შენ ხარ ძე ღმრთისაჲ, თქუ, რაჲთა ქვანი ესე პურ იქმნენ.
სახარებაჲ მათესი თავი 4
2. და იმარხა ორმეოცი დღე და ორმეოცი ღამე და მერმე შეემშია.

განმარტებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის

საუბარი 1. შეგონებითი სიტყვა დიდი მარხვის დადგომისას
წმინდა იოანე ოქროპირი
რედ: Sasoeba.ge
3. მარხვის მაგალითები საღვთო წერილში:

...თ, ვინც მარხვით განითქვა ძველ და ახალ აღთქმაში), როდესაც ჩვენ ყველას საერთო მეუფეზე უნდა მივუთითოთ? თავად ჩვენმა უფალმა იესო ქრისტემ, ორმოცდღიანი მარხვის შემდეგ, ეშმაკთან ბრძოლა დაიწყო და ჩვენ ყველას მაგალითი მოგვცა, რომ ჩვენც იმავე მარხვით შევიარაღებულიყავით და ამით ძალა მოგვეპოვებინა, ეშმაკთან ბრძოლაში შეგვესვლა (). მაგრამ აქ, შესაძლოა, ვინმე მახვილი და ცოცხალი გონებისა იკითხოს: რატომ მარხულობს მეუფე იმდენივე დღეს, რამდენსაც მონები, და არა მეტს? ეს არა უბრალოდ და არა ამაოდ მოხდა, არამედ ბრძნულად და მისი გამოუთქმელი კაცთმოყვარეობით. რათა არ ეფიქრათ, თითქოს იგი მოჩვენებითად გამოცხადდა და ხორცი არ მიიღო, ან ადამიანური ბუნება არ ჰქონდა, ამისთვის იმდენივე დღე იმარხულა და არა მეტი, და ამგვარად, კამათის მოყვარეთა უსირცხვილო პირი დაუხშო. თუ ახლაც, ყოველივე ეს რომ ასე მოხდა, ჯერ კიდევ ბედავენ ამის თქმას, რას არ იტყოდნენ, (უფალს) თავისი წინდახედვით საბაბი რომ არ წაერთმია? ამიტომ კეთილინება მარხულობა არა მეტი, არამედ იმდენივე დღე, რამდენიც მონებმა, რათა საქმით გვესწავლა, რომ ჩვენი მსგავსი ხორცი ეტარებინა და ჩვენი ბუნებისთვის უცხო არ ყოფილიყო.

4. მარხვა — სულის საზრდელი

მაშ, ცხადი გახდა, როგორც მონათა მაგალითიდან, ისე თავად უფლის მაგალითიდან, რ...

სრულად ნახვა
თარგმანებაჲ იოანეს სახარებისაჲ თავი ობ
წმინდა იოანე ოქროპირი
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „ესე თქუა იესუ და შეძრწუნდა სულითა და წამა და თქუა: ერთმან თქუენგანმან მიმცეს მე“ (13,21).:

..., ვითარმედ: „ვიცი კაცი უწინარეს ათოთხმეტისა წლისა“, და სხუათაცა უკუე მახარებელთა არამცირედ წარმოთქუეს მისთჳს შესხმაჲ. ანუ მცირე გგონიესა, რომელ იტყჳან, ვითარმედ: „ჰრქუა: შემომიდეგ მე. და მეყსეულად დაუტევა მამაჲ თჳსი და ყოველივე და შეუდგა მას“? ; და პეტრეს თანა აღვიდა მხოლოჲ იაკობითურთ თაბორს, ; ; და კუალად სხუასა ადგილსა სახლად იგი ოდენ შეიყვანა. და რაჟამს წარვიდა ლოცვად, იგინი განიყვანნა მის თანა. ; ანუ ამან მცირედი შესხმაჲ წარმოთქუა პეტრესი, რომელსა იტყჳს, ვითარმედ: „ჰრქუა ქრისტემან, ვითარმედ: პეტრე, გიყუარა?“ და ყოველსა ადგილსა აჩუენებს ფრიადსა სიმჴურვალესა მისსა, და ვითარ თჳსებით იყო იოვანეს მიმართ, რაჟამს თქუა, ვითარმედ: „უფალო, ამისთჳს რაჲ სთქუ?“ ფრიადისა სიყუა...

სრულად ნახვა
თარგმანებაჲ იოანეს სახარებისაჲ თავი კა
წმინდა იოანე ოქროპირი
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „და ვითარცა მოაკლდა ღჳნოჲ, ჰრქუა იესუს დედამან მისმან: ღჳნოჲ არა არს აქა“ (2,3).:

...ა სწავლასა, თუ არა, სხუაჲ არცა ერთი რაჲ უქმნიეს; ამისთჳსცა უცნაურ იყო ყოველთა მიერ. ხოლო უკუეთუმცა პირველითგან სასწაულთა იქმოდა, არამცა უცნაურ იყო, ვითარცა-იგი რაჟამს იწყო ქმნად სასწაულთა, განჴდა სახელი მისი მცირედსა ჟამსა მას შინა ყოველსა ასურეთსა. არამედ უჯერო იყო მრავლითა სახითა პირველითგან ქმნაჲ სასწაულთაჲ, რამეთუ ურწმუნოცა მრავალნი იქმნებოდეს, ვითარცა-იგი უკუანაჲსკნელ იქმნნეს; არამცა უფროჲსად სიყრმისა მისისათჳს ურწმუნო იქმნნესა? და ჯუარ-ცუმაჲ ადრე ქმნულ იყო, რომელი-იგი არა ჯერიყო, არამედ უფალმან სიბრძნითვე ნათლის-ღებადმდე არცა ერთი რაჲ ქმნა სასწაული; ამისთჳს უცნაურ იყო.

ხოლო დედასა მისსა აქუნდა მეცნიერებაჲ დიდებულებისა მისისაჲ მუცლად-ღებისა მიერ დიდისა მის და საკჳრველისა და ქადაგებისაგან იოვანესისა. და რამეთუ ჟამი იყო გამოცხადებისა მისისაჲ, ამისთჳს ჰრქუა აქა ვედრებით, ვითარმედ: „ღჳნოჲ არა არს“, რაჲთამცა ესრეთ გამოცხადნა დიდებაჲ ძისა მისისაჲ. ამისთჳსცა უფალმან ჰრქუა: „რაჲ არს შენდა და ჩემდა, დედაკაცო? არღა მოწევნულ არს ჟამი ჩემი“ (2,4). ხოლო არა თუ დედასა თჳსსა შეურაცხ-ჰყოფდა და ამისთჳს ეტყოდა ესრეთ, - ნუ იყოფინ! - არამედ რაჲთამცა ასწავა კეთილად ძალი თჳსი, თუ ვინ არს,...

სრულად ნახვა
თარგმანებაჲ იოანეს სახარებისაჲ თავი იბ
წმინდა იოანე ოქროპირი
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „ვიხილეთ დიდებაჲ მისი, დიდებაჲ ვითარცა მხოლოდშობილისაჲ მამისა მიერ, სავსე მადლითა და ჭეშმარიტებითა“ (1,14).:

...სული ფრინვიდა ზეცით მოსრული და დაადგრა ჴმასა მას თანა. ჭეშმარიტად ამის ყოვლისათჳს იტყოდა: „ვიხილეთ დიდებაჲ მისი, დიდებაჲ ვითარცა მხოლოდშობილისაჲ მამისა მიერ“, რამეთუ შემდგომად ამისა არღარა მწყემსნი და ვარსკულავი, არამედ თჳთ ჴმაჲ მათ საქმეთაჲ ქადაგებდა, რამე-თუ განისმა ყოველსა ასურეთსა საქმე მისი მაშინვე. მაშინ ქუეყანაჲ ცა იქმნა, რამეთუ ცათა მეუფჱ მოსრულ იყო განცხადებულად, და ყოველნი ღაღადებდეს, ვითარმედ: მეუფჱ ცათაჲ მოვიდა; და ეშმაკნი ივლტოდეს, და მთავარი მათი შეძრწუნდა, სიკუდილი იდევნებოდა, მერმე სრულიად უჩინო იქმნა, და მკუდართა აღმოუტევებდა საფლავები, და ეშმაკნი განიოტებოდეს, და უძლურთა სენნი განიკურნებოდეს, და იყვნეს ჭეშმარიტად საქმენი საკჳრველნი, რომელთათჳს სუროდა წინაჲსწარმეტყუელთა ხილვად და ვერ იხილეს. რამეთუ იხილენმცა მაშინ თუალნი, მიწისაგან ახლად შექმნულნი, და საწადელი იგი საქმჱ, რომელი ყოველ-თავემცა სუროდა ხილვად, - ვითარ პირველ ადამ მიწისაგან დაჰბადა ღმერთმან, - მას ყოველსა ერთსა შინა წამსა აჩუენებდა უაღრესსა მას ასოსა ზედა გუამისასა; და ყოველსა გუამსა შეანაწევრებდა დაჴსნილთა მათ ასოთა: ჴელნი მომკუდარნი შეიძრვოდეს, ფერჴნი დაჴსნილნი მეყსა შინა ხლდებოდეს, ყურნი დაყოფილნი განეხუმოდეს, და ენაჲ შეკრული უტყუებითა დიდად ჴმობ...

სრულად ნახვა
თარგმანებაჲ მათეს სახარებისაჲ თავი ნზ
წმინდა იოანე ოქროპირი
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „მიუგო იესუ და ჰრქუა მას: ჵ ნათესავი ურწმუნოჲ და გულარძნილი! ვიდრემდე თქუენ თანა ვიყო? ვიდრემდე თავს-ვიდებდე თქუენსა? მომგუარეთ მე იგი აქა! და ვითარცა მოჰგუარეს, შეჰრისხნა მას იესუ, და განვიდა მისგან ეშმაკი იგი, და განიკურნა ყრმაჲ იგი მიერ ჟამითგან“ (17,17-18).:

...რომელნი უდაბნოთა გარეიქცეოდეს და იკოდდეს თავთა თჳსთა ლოდითა.

ხოლო სიტყჳსა მისთჳს, თუ: „ცისად-ცისად იგუემების“, ნუვინ განკჳრდების, რამეთუ არა მახარებელისაჲ არს სიტყუაჲ, არამედ მამამან მის ყრმისამან თქუა ესრეთ; და სხუასაცა ადგილსა რომელ იტყჳს მახარებელი, ვითარმედ: „მრავალნი ცისად-ცისად გუემულნი განკურნნა“, სიტყჳსაებრ ერისა მის თქუა ესრეთ, არა თუ თჳთ მოიღო სიტყუაჲ ესე. რამეთუ ენება ეშმაკსა, რაჲთამცა მნათობსა მას, ღმრთისა მიერ განათლებად ღამისა დაბადებულსა, მთოარესა ზედა დასდვა ბრალობაჲ ბოროტი და დაარწმუნამცა კაცთა, თუ მიზეზ რაჲმე არს იგი ესევითართა სნებათაჲ. ამისთჳს ოდესმე სიჩჩოსა მისსა შეიპყრობს უფლებულთა მათ მის მიერ და სავსებასა მისსა დასცხრების; და კუალად რომელთამე სავსებასა მისსა შეიპყრობს და ცხრომასა მისსა დაუშუებს. არა თუ მთოარისაგან იქმნების ესე. ნუ იყოფინ! არამედ ეშმაკი უკეთურებითა თჳსითა იქმს, რაჲთა მნათობი იგი საბრალობელ-ყოს. ამისთჳსცა ცთომილი გულისსიტყუაჲ დაემკჳდრა უგუნურთა თანა, და ესევითართა მათ ეშმაკეულთა ცისად-ცისად გუემულად სახელ-სდებდეს სიტყჳთა სიცრუისაჲთა და გონებითა ცთომილითა. ხოლო მის ჩუეულებისათჳს მრავალთაჲსა და ვითარცა კაცთა მიერ სახელი იგი ჩუეულ იყო, თქუა მახარებელმან. არა თუ მას ეგრეთ შეერაცხა. ნუ იყოფინ!...

სრულად ნახვა