მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

სახარებაჲ მათესი 4:17

16. ერი რომელი სხდა ბნელსა, იხილა ნათელი დიდი, და რომელნი სხდეს სოფელსა და აჩრდილთა სიკუდილისათა, ნათელი აღმოუბრწყინდა მათ.17. მიერითგან იწყო იესუ ქადაგებად და სიტყუად: შეინანეთ, რამეთუ მოახლებულ არს სასუფეველი ცათაჲ.18. და იქცეოდა რაჲ იესუ ზღჳსკიდესა მას გალილეაჲსასა, იხილნა ორნი ძმანი: სიმონ, რომელსა ეწოდა პეტრე, და ანდრეა, ძმაჲ მისი, ითხევლიდეს რაჲ სათხევლითა ზღუასა მას, რამეთუ იყვნეს მესათხევლე.
სახარებაჲ მათესი თავი 4
17. მიერითგან იწყო იესუ ქადაგებად და სიტყუად: შეინანეთ, რამეთუ მოახლებულ არს სასუფეველი ცათაჲ.

განმარტებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის

თავი ე̂. განშორებისათჳს ბოროტთა საქმეთაგან და მოგებისათჳს სათნოებათაჲსა და სულიერთა ნაყოფთა, თითო-სახეობისაებრ მადლთაჲსა
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: წმინდა ეფრემ მცირე
რედ: Titus
მოციქულისაჲ: რამეთუ ამისთჳს ეხარა მკუდართა, რაჲთა ისაჯნენ კაცობრივ ჴორცითა და ცხონდენ ღმრთისა მიერ სულითა (4,6).:

...ლო ცოდვილთა —მკუდარ, ცოდვასა შინა დაშთომისათჳს.

მოციქულისაჲ: რამეთუ ამისთჳს ეხარა მკუდართა, რაჲთა ისაჯნენ კაცობრივ ჴორცითა და ცხონდენ ღმრთისა მიერ სულითა (4,6).

თარგმანი: ესრეთ იტყჳს, ვითარმედ ამისთჳს ეხარა მკუდარ-ქმნულთა მათ შეცოდებითა წარმართთა, ვითარმედ: "შეინანეთ, რამეთუ მოახლებულ არს სასუფეველი ცათაჲ" (), და "ცული ძირთა თანა ხეთასა ძეს" (), რაჲთა შიშითა თქუმათა და აღთქუმათაჲთა მოიქცენ ბოროტისაგან, და თჳთ ჴორცთავე შინა მყოფთა აწვე დასაჯნენ თავნი მათნი, ნაცვალად პირველ ქმნულთა ბოროტთა სინანულითა, მარხვითა და ლოცვითა, ტირილითა და გლოვითა, და ყოვლითა საწუთროჲსა ამის ღუაწლითა და შრომითა, რაჲთა საუკუნოდ ცხონდენ სულითა, ვითარცა თჳთ-დამშჯელობითა თავთა თჳსთაჲთა სოფელსა ამას, განრომილნი მერმისა მისგან საუკუნოჲსა საშჯელისა და ღირსქმნულნი ცხორებასა საუკუნესა. რამეთუ ამით სახითა იქმნების განხრწნაჲ გარეშისა კაცისაჲ და განახლებაჲ შინაგანისაჲ, რაჟამს სიკუდილი იესუჲსი ჴორცთა შინა მოაქუნდეს მოღუაწეთა მათ. და ცხოველ იყვნენ არღარა სოფლისა ამის, არცა თავთა თჳსთა, არამედ ქრისტესსა, რომლისა თანა დაფარულ არს ცხორებაჲ მათი, რომელნი ჯუარს-ეცუნეს სოფლისა და სოფელი ჯუარს-აცუეს მათდა, რაჲთა ცხოველ იქმნენ ღმრთი...

სრულად ნახვა