თ ა რ გ მ ა ნ ი: ბნელსა არა ხილულსა იტყჳს, არამედ ბნელსა მას საც-თურისასა და არმურსა უღმრთოებისასა. ამისთჳსცა თქუა: „რომელნი სხდეს ბნელსა და აჩრდილთა სიკუდილისათა, ნათელი გამოუჩნდა დიდი“, რამეთუ რაჲთა სცნა, ვითარმედ არცა ნათლისა ხილულისათჳს იტყჳს, არცა ბნელისა ამისთჳს. ოდეს-იგი ნათლისათჳს იტყოდა, ესრეთ თქუა: „ნათელი გამოუჩნდა დიდი“, რომელ-იგი სხუასა ადგილსა „ნათელი ჭეშმარიტი“ თქუა მახარებელმან, ხოლო ბნელი რაჲ აჴსენა, „აჩრდილად სიკუდილისა“ სახელ-სდვა მას. ხოლო რაჲთა გამოაჩინოს, ვითარმედ არა მათ ძიება-ყვეს ხილვად ნათელი იგი ბრწყინვალე, არამედ თჳსით აღმოუბრწყინდა მათ სიმართლისა მზე, ამისთჳს ღაღად-ყო, ვითარმედ: „ნათელი გამოუჩნდა მათ დიდი“. არა იგინი მირბიოდეს ნათლისა, არამედ ნათელი წყალობით გამოუბრწყინდა.
და ნანდჳლვე სრულად განწირულ იყო ნათესავი კაცთაჲ პირველ ქრისტეს მოსლვისა, რამეთუ არცა თუ ვიდოდეს ბნელსა, არამედ სხდეს ბნელსა სასოწარკუეთილნი და განწირულნი ესოდენ, რომელ ყოვლადვე ვერ ეძლო ზეაღხილვაჲ ანუ აღდგომაჲ, რამეთუ უკუნი იყო ბნელი იგი, უკუნი და „აჩრდილი სიკუდილისაჲ“. რაჲ არს „აჩრდილი...