...(ლუკ. 10,19) და კუალად იტყჳს: „ასპიტსა და იქედნესა ზედა ხჳდოდი; და დასთრგუნო შენ ლომი და ვეშაპი“.
პირველ გუელმან აცთუნა ევა, და შურითა სიკუდილი შემოვიდა სოფლად. ხოლო აწ დაითრგუნა, და მო-თუ-ვიდეს ბრძოლად, ესმის: „წარვედ ჩემგან მართლუკუნ, ეშმაკო“, და მეყსეულად უჩინო იქმნების, და შეჰმუსრავს მას ღმერთი ფერჴთა ქუეშე ჩუენთა.
და ესოდენ შეურაცხ არს, ვიდრეღა „ყრმამან მცირემანო ჴურელსა ასპიტისასა ჴელი დასდვას და არაჲ ევნოს“, თქუა ესაია.
და ჭეშმარიტ არს სიტყუაჲ ესე, რამეთუ ბერნი და ყრმანი დასთრგუნვენ გულისთქუმათა მათ და ბრძოლათა მტერისათა, რომლითა ოდესმე ყოველნი დაემორჩილნეს; და ჩჩჳლნი პირველ ჰასაკად მოსლვისაცა სრულსა სიწმინდესა წარჰმართებენ და ქალწულებით აღასრულებენ დღეთა თჳსთა და ყოველთავე ცოდვისა გემოთა აღმოიფხურიან გულისაგან.
და მრავალთა საწერტელი ეშმაკისაჲ დათრგუნეს და სიკუდილი შეურაცხ-ყვეს და ცხორებაჲ უგულებელს-ყვეს და გჳრგჳნი წამებისაჲ მიიღეს და ჰბაძვიდეს სიკუდილსა მას უფლისასა.
სხუათა საწუთროჲ დაუტევეს და მოქალაქობაჲ ზეცისაჲ მოიგეს ჴორც-თა შინა და განკიცხეს მთავარი იგი ამის სოფლისაჲ. ესევითარნი კეთილნი იქმნეს ჯუარ-ც...