რომელ არს ჟამი იგი აღყვანებისა მისისაჲ უდაბნოდ, რომლისათჳს იტყჳს, ვითარმედ: „მაშინ იესუ აღიყვანა უდაბნოდ სულისაგან“? შემდგომად გარდამოსლვისა მის ზედა სულისა წმიდისა, შემდგომად ჴმისა მის ზეცით მოსრულისა, რომელი წამებდა: „ესე არს ძე ჩემი საყუარელი, რომელი მე სათნო-ვიყავ“, აღმოიყვანა იგი უდაბნოდ სულმან წმიდამან; რამეთუ გესმას რაჲ, ვითარმედ: „აღმოიყვანა უდაბნოდ სულისაგან“, გულისჴმაყავ, ვითარმედ სულსა წმიდასა იტყჳს აღმყვანებელად იესუსსა უდაბნოდ, რამეთუ ვინაჲთგან ყოველსავე სწავლად ჩუენდა იქმოდა და თავს-იდებდა, თავს-იდვა აღსლვაჲცა უდაბნოდ სულითა წმიდითა, რომელი-იგი მარადის იყო მის თანა და არს და იყოს, ვითარცა ერთარსებით განუშორებელი.
და ესრეთ გულისჴმა-ყავ: იშვებოდა რაჲ ქალწულისაგან, მოვიდა ქალწულსა მას ზედა და ძალითა მადლისა თჳსისაჲთა შეჰმზადა ტაძარი იგი ჴორცთა უფლისათჳს, ვითარცა ახარებდა გაბრიელ, ვითარმედ: „სული წმიდაჲ მოვიდეს შენ ზედა“. ნათელს-იღებდა რაჲ, იხილვა სახითა ტრედისაჲთა წამებად ღმრთეებისა მისისა და ჩუენებად ყოველთა, ვითარმედ ესე არს,...