ს ი ტ ყ უ ა ჲ ე ს ე: „და ვითარცა იხილნა ფარისეველნი იგი და სადუკეველნი, მომავალნი ნათლის-ღებად მისგან, ჰრქუა მათ: ნაშობნო იქედნეთანო, ვინ გიჩუენა თქუენ სივლტოლაჲ მომავალისა მისგან რისხვისა?“ (3,7).
ვითარ უკუე უფალი იტყჳს, ვითარმედ: „არა ჰრწმენა იოვანესი“, და აქა იტყჳს, ვითარმედ: „მოვიდეს ნათლის-ღებად მისგან“? ესე ამისთჳს, რამეთუ არა სარწმუნოებაჲ იყო მათი იგი მისლვაჲ მისა, ვინაჲთგან რომელსა-იგი ქადაგებდა, მისი არა ჰრწმენა, რამეთუ იგინი იტყოდეს, ვითარმედ: „გურწამს რჩული მოსესი და სიტყუანი წინაწარმეტყუელთანი“, არამედ მათიცა თქუა, ვითარმედ: „არა ჰრწმენა“, ვინაჲთგან არა შეიწყნარეს მათ მიერ ქადაგებული იგი, ვითარცა იტყჳს: „უკუეთუმცა გრწმენა მოსესი, გრწმენამცა ჩემიცა“; და კუალად: „გამოეძიებთ წიგნთა და ჰგონებთ თავ-თა თქუენთა, ვითარმედ ცხორებაჲ გაქუს საუკუნოჲ; და იგინი არიან, რომელნი წამებენ ჩემთჳს, და არა გინებს მოსლვად ჩემდა“. და კუალად ამისა შემდგომად ჰკითხა რაჲ უფალმან, ვითარმედ:...