მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

სახარებაჲ მათესი 3:7

6. და ნათელს-იღებდეს იორდანესა შინა მისგან და აღუვარებდეს ცოდვათა მათთა.7. და ვითარცა იხილნა მრავალნი ფარისეველნი და სადუკეველნი, მომავალნი ნათლის-ღებად მისგან, ჰრქუა მათ: ნაშობნო იქედნეთანო: ვინ გიჩუენა თქუენ სივლტოლაჲ მერმისა მისგან რისხვისა?8. ყავთ უკუე ნაყოფი, ღირსი სინანულისაჲ,
სახარებაჲ მათესი თავი 3
7. და ვითარცა იხილნა მრავალნი ფარისეველნი და სადუკეველნი, მომავალნი ნათლის-ღებად მისგან, ჰრქუა მათ: ნაშობნო იქედნეთანო: ვინ გიჩუენა თქუენ სივლტოლაჲ მერმისა მისგან რისხვისა?
თარგმანებაჲ მათეს სახარებისაჲ თავი ია
წმინდა იოანე ოქროპირი
ს ი ტ ყ უ ა ჲ ე ს ე: „და ვითარცა იხილნა ფარისეველნი იგი და სადუკეველნი, მომავალნი ნათლის-ღებად მისგან, ჰრქუა მათ: ნაშობნო იქედნეთანო, ვინ გიჩუენა თქუენ სივლტოლაჲ მომავალისა მისგან რისხვისა?“ (3,7).:

ვითარ უკუე უფალი იტყჳს, ვითარმედ: „არა ჰრწმენა იოვანესი“, და აქა იტყჳს, ვითარმედ: „მოვიდეს ნათლის-ღებად მისგან“? ესე ამისთჳს, რამეთუ არა სარწმუნოებაჲ იყო მათი იგი მისლვაჲ მისა, ვინაჲთგან რომელსა-იგი ქადაგებდა, მისი არა ჰრწმენა, რამეთუ იგინი იტყოდეს, ვითარმედ: „გურწამს რჩული მოსესი და სიტყუანი წინაწარმეტყუელთანი“, არამედ მათიცა თქუა, ვითარმედ: „არა ჰრწმენა“, ვინაჲთგან არა შეიწყნარეს მათ მიერ ქადაგებული იგი, ვითარცა იტყჳს: „უკუეთუმცა გრწმენა მოსესი, გრწმენამცა ჩემიცა“; და კუალად: „გამოეძიებთ წიგნთა და ჰგონებთ თავ-თა თქუენთა, ვითარმედ ცხორებაჲ გაქუს საუკუნოჲ; და იგინი არიან, რომელნი წამებენ ჩემთჳს, და არა გინებს მოსლვად ჩემდა“. და კუალად ამისა შემდგომად ჰკითხა რაჲ უფალმან, ვითარმედ: „ნათლის-ღებაჲ იოვანესი ვინაჲ იყო: ზეცით ანუ კაცთაგან?“ იტყოდეს იგინი: „უკუეთუ ვთქუათ: ზეცით, გურქუას ჩუენ: და რაჲსათჳს არა გრწმენა მისი? უკუეთუ ვთქუათ: კაცთაგან, გუეშინის ერისა მის“. <span...

სრულად ნახვა
მათეს სახარების განმარტება - თავი III
ნეტარი თეოფილაქტე ბულგარელი
მთ: გვანცა კოპლატაძე
3:7-10 — ფარისეველთა და სადუკეველთა მხილება:

7. და ვითარცა იხილა მრავალი ფარისეველი. - ფარისეველი ითარგმნება როგორც "გამოყოფილი", რადგანაცც ისინი ცხოვრებითაც და ცოდნითაც გამოყოფილნი იყვნენ და სხვებზე ბატონობდნენ. და სადუკეველნი. - ამათ არც მკვდართა აღდგომისა სწამდათ, არც ანგელოზი და არც სული. სადუკეველნი ითარგმნება როგორც "მართაღნი", რადგანაც "სედეკი" სიმართლეს ნიშნავს. ისინი თავიანთ თავს "მართლებს" ან თვითონვე უწოდებდნენ, ან ასე მათ ერესის მამამთავრის, სადოკის გამო ეწოდათ. მომავალნი ნათღის-ღებად მისგან, ჰრქუა მათ. - რადგანაც ფარისეველნი და სადუკეველნი სხვებისაგან განსხვავებით წრფელი განზრახვით არ მიდიოდნენ, ამიტომაც საყვედურობს მათ: ნაშობნო იქედნეთანო, ვინ გიჩუენა თქუენ სივლტოლაჲ მერმისა მისგან რისხვისა? - იცის რა მათი გულარძნილობა, მკაცრად მიმართავს, თუმცა აქებს კიდეც, როცა ეუბნება: "ვინ გიჩუენა"-ო. წინამორბედს უკვირს, როგორ მოხდა, რომ ამ ბოროტ მოდგმას სინანული აღეძრა. იქედნეს ნაშობთ იმიტომაც უწოდებს, რომ ამათ ისე დახოცეს თავიანთი მამები, ანუ მოძღვარნი და წინასწარმეტყველნი, როგორც იქედნე ღრღნის დედის საშოს, რაჟამს იბადება. მერმისა მისგან რისხვისა. -...

სრულად ნახვა
საუბარი 23. „ხოლო ნოე პოვა მადლი წინაშე უფლისა ღმრთისა" (დაბ 6:8–9)
წმინდა იოანე ოქროპირი
რედ: Sasoeba.ge
4. ადამიანის სახელი მხოლოდ სათნოს ეკუთვნის (6:3):

...ებს იხშობენ. ბევრი სახელი შეიძლება იპოვო, რომლებსაც საღვთო წერილი ადამიანებს აძლევს, რომლებიც დაუდევრობით საქონლის ვნებებში ჩავარდნენ. ეს არა მხოლოდ ძველ აღთქმაში, არამედ ახალშიც ჩანს. ისმინე, რას ეუბნება იოანე ნათლისმცემელი იუდეველებს: „ნაშობნო იქედნეთანო, ვინ გიჩუენა თქუენ სივლტოლაჲ მერმისა მისგან რისხვისა?" (). ხედავ, აქაც მათი ნების სიცბიერე მხეცის სახელით როგორ აღნიშნა? რა შეიძლება იყოს უბედურთაგან უბედურესი, ვიდრე უღმრთოებას მიცემული ადამიანები, როცა ისინი ადამიანის სახელსაც კარგავენ და მით უმეტეს სასჯელს ღებულობენ იმის გამო, რომ, ბუნებისგან მრავალი საშუალება მიიღეს (სათნოებისთვის), არ ისარგებლეს მათით, თავიანთი ნებით დაეცნენ (სიმაღლიდან) და უღმრთოებისკენ მიბრუნდნენ? ამრიგად, როცა (ნოეს) თანამედროვენი (ადამიანის) სახელის უღირსნი აღმოჩნდნენ, ხოლო ამ მართალმა, სათნოების ასეთ გაკლებისას, ასეთი დიდი სათნოება გამოავლინა, საღვთო წერილი, ამ კაცის საგვარტომოს იწყებს რა, ამბობს: „ნოე კაცი". შეიძლება კიდევ ერთი მართალი ვიპოვოთ, რომელსაც ეს სახელი უდიდესი ქების ნაცვლად ეწოდა და რომელიც ამ სახელით ყველა სხვაზე მეტად იდიდება, როგორც სათნოებაში მოშურნედ მოღვაწე. ვინ არის ის? ნეტარი იობი, ღვთისმოსაობის მოღვაწე, მსოფლიოს გმირი, რომელმაც მარტ...

სრულად ნახვა
საუბარი 12. „ესე წიგნი შესაქმისა ცისა და ქვეყანისა" (დაბ 2:4)
წმინდა იოანე ოქროპირი
რედ: Sasoeba.ge
3. სტიქიონთა მორჩილება და ადამიანის ვნებები:

...და მტაცებლობისთვის; ხან ასპიტებს, ვერაგობისთვის: „გესლი, — ამბობს, — ასპიტთა ბაგეთა მათთა" (); ხან გველებსა და იქედნეებს, შხამიანობისა და ბოროტებისთვის, როგორც ნეტარი იოანეც ღაღადებდა: „ნაშობნო იქედნეთანო, ვინ გიჩუენა თქუენ სივლტოლაჲ მერმისა მისგან რისხვისა" ()? სხვა, ვნებების შესაბამის სახელებსაც აძლევს ადამიანებს, რომ ამით მაინც შერცხვეთ და ოდესმე (ადამიანთათვის) თანდაყოლილ კეთილშობილებას დაუბრუნდნენ, თავიანთ ძმებთან შერიგდნენ და ღვთის სჯულს უპირატესობა მიანიჭონ იმ ვნებებზე, რომელთაც უზრუნველობით მიეცნენ.

4. ადამიანის შექმნა მტვრისგან (2:7)

არ ვიცი, სიტყვის დინებამ როგორ მიგვიტაცა აქეთ. დავუბრუნდეთ, ბოლოსდაბოლოს, საგანს და ვნახოთ, კიდევ რისი სწავლება სურს ჩვენთვის დღეს ამ ნეტარ წინასწარმეტყველს. რომ თქვა: „ესე წიგნი შესაქმისა ცისა და ქვეყანისა", შემდეგ ისევ, უფრო დაწვრილებით, ადამიანის შექმნაზე მოგვითხრობს. ზემოთ მოკლედ თქვა: „და შექმნა ღმერთმან კაცი სახედ თჳსად და ხატად ღმრთისა შექმნა იგი" (); ხოლო ახლა ამბობს: **„და შექმნა უფალმან ღმერთმან კაცი მტუერისა მიმღებელმა ქვეყანისაგან, და შთაბერა პირსა მისსა სული სიცოცხლისაჲ და იქ...

სრულად ნახვა
თარგმანებაჲ მათეს სახარებისაჲ თავი კდ
წმინდა იოანე ოქროპირი
სწავლაჲ კდ ვითარმედ მოქმედი სათნოებისაჲ მარადის უშიშ არს, ხოლო ცოდვასა შინა მყოფსა ყოვლისაგანვე ეშინის:

...ეტყოდეს: „რაჲ-მე ვყოთ ჩუენ?“ ესოდენი გაქუს, კაცნო, და გლახაკისა მისგან ეძიებთა პოვნად ალაგსა ცხორებისა თქუენისასა? მეუდაბნოესა მისგან - სოფლისა გამოცდილნი ეგე? ესრეთ იყო ელიაცა. ამისთჳს კადნიერებით ეტყოდა და ამხილებდა უღმრთოთა. იოვანე ღაღადებდა: „ნაშობნო იქედნეთანო!“ ელია იტყოდა: „ვიდრემდის ჰკელობდეთ ორითავე გოჯითა თქუენითა?“ და კუალად მეფეთა ორნივე ამხილებდეს; ერთი იგი იტყოდა: „მოჰკალ და დაიმკჳდრე!“ ამისთჳსცა ჰრქუა აქაბ: „აწ მპოე მტერმან მაგან ჩემმან“; ხოლო მეორე ესე ეტყოდა ჰეროდეს: „არა ჯერ-არს შენდა, ვითარმცა გესუა ცოლად ცოლი ძმისა შენისაჲ“. იხილეა კლდეთა მათ შეურყეველთა სიმტკიცე? იხილეა უძლურებაჲ იგი ქჳშისაჲ, ვითარ ადრე დაეცემის, ადრე შეიმუსრვის? გინა თუ მეფესა თანა იყოს, გინა თუ მთავართა, უძლურ არს და საწყალობელ, და მოქმედთა მისთა ყოვლითა უბადრუკებითა აღავსებს. ამისთჳსცა გამოაჩინა უფალმან საწყალობელი იგი საქმე ესევითართა მათ შენებათაჲ: „და იყო დაცემაჲ სახლისა მის დიდ ფრიადო“....

სრულად ნახვა