მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

სახარებაჲ მათესი 3:16

15. მიუგო იესუ და ჰრქუა მას: აცადე აწ, რამეთუ ესრეთ შუენის ჩუენდა აღსრულებად ყოველი სიმართლე. მაშინ მიუშუა მას.16. და ნათელ-იღო იესუ. და მეყსეულად აღმოვიდა რაჲ წყლისა მისგან, და აჰა განეხუნეს მას ცანი, და იხილა სული ღმრთისაჲ, გარდამომავალი, ვითარცა ტრედი, მოვიდა და დაადგრა მას ზედა.17. და ჴმაჲ იყო ზეცით და თქუა: ესე არს ძე ჩემი საყუარელი, რომელი მე სათნო-ვიყავ.
სახარებაჲ მათესი თავი 3
16. და ნათელ-იღო იესუ. და მეყსეულად აღმოვიდა რაჲ წყლისა მისგან, და აჰა განეხუნეს მას ცანი, და იხილა სული ღმრთისაჲ, გარდამომავალი, ვითარცა ტრედი, მოვიდა და დაადგრა მას ზედა.
თარგმანებაჲ მათეს სახარებისაჲ თავი იბ
წმინდა იოანე ოქროპირი
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „და ნათელ-იღო იესუ და მეყსეულად აღმოვიდა წყლისა მისგან. და აჰა განეხუნეს ცანი, და იხილა სული ღმრთისაჲ, გარდამომავალი, ვითარცა ტრედი, და მომავალი მის ზედა. და ჴმაჲ იყო ზეცით და თქუა: ესე არს ძე ჩემი საყუარელი, რომელი მე სათნო-ვიყავ“ (3,16-17).:

თ ა რ გ მ ა ნ ი: ნათელ-იღო იესუ და აღმოვიდა წყლისაგან, რამეთუ თანააღმოჰყვანდა ყოველივე ბუნებაჲ კაცთაჲ, დანთქმული ცოდვითა, და იხილნა ცანი განხუმულნი, რომელნი დაუჴშნა ადამ თავსა თჳსსა და შვილ-თა თჳსთა, ვითარცა-იგი მახჳლითა მით ცეცხლისაჲთა სამოთხე, და სული წმიდაჲ ეწამებოდა ღმრთეებასა მას ძისასა, რამეთუ მსგავსისა მის ზედა მოვიდოდა, და ჴმაჲ იყო ზეცით, რამეთუ ზეცითცა გარდამოჴდა ცხორებად კაცთა, ნათელღებული იგი იოვანესგან. რამეთუ ვინაჲთგან მრავალნი ჰგონებდეს, თუ იოვანე უმეტეს არს ქრისტესსა ამისთჳს, რომელ-იგი სიყრმითგანვე უდაბნოთა აღზრდილ იყო და ძე იყო მღდელთმოძღურისაჲ და სამოსლითა უცხოჲთა მოსილ იყო და ყოველთა ნათლის-ღებად მოუწოდდა, და ბერწისაგან იცოდეს ყოველთა შობაჲ მისი, ხოლო ქრისტესი ქალწულისაგან შობაჲ არა მრავალთა მიერ საცნაურ იყო ჯერეთ, არამედ ჰგონებდეს წესითა მით ბუნებითითა შობილად და აღზრდილად კაცთა შორის, რამეთუ ერსა შორის იქცეოდა და სამოსელი ემოსა მსგავსი ყოველთაჲ, ამის ესევითარისათჳს ჰგონებდეს მას უდარეს იოვანესა, რამეთუ არარაჲ იცოდეს საიდუმლოთაგანი. ხოლო მაშინ მოვიდაცა და ნათელ-იღო იოვანესგან, რომელ-იგი უმეტესად დაამტკიცებდა...

სრულად ნახვა
მათეს სახარების განმარტება - თავი III
ნეტარი თეოფილაქტე ბულგარელი
მთ: გვანცა კოპლატაძე
3:16-17 — ცანი განეღო, სული გარდამოხდა და მამის ხმა:

15-16. მაშინ მიუშვა მას და ნათელ-იღო იესუ. - უფალი ოცდაათი წლის მოინათლა, რადგან ყველა ცოდვას ამ ასაკში ვიწყნარებთ. ყრმობის ასაკში უგუნურება ჭარბობს, სიჭაბუკეში-ძლიერია ცეცხლი გულისთქმისა და რისხვისა, ხოლო სიმწიფის ასაკში - მოხვეჭის სიყვარული. ამგვარად, უფალი ამ ასაკს დაელოდა, რათა სჯული ყველა ასაკში აღესრულებინა და ჩვენ განვეწმინდეთ.

16. და მეყსეულად აღმოვიდა რაჲ წყლისა მისგან. - მანიქეველები ამბობენ, რომ მან თავისი სხეული იორდანეში ჩამოიშორა და მოჩვენებითად სხვა სხეული მიიღო. მაგრამ მათ შეხედულებას ეს ადგილი უარყოფს, სადაც ნათქვამია: "აღმოვიდა იესო ", ანუ სხვა კი არ ამოვიდა, არამედ ის, ვინც წყალში ჩავიდა. და აჰა განეხუნეს მას ცანი. - ისინი ადამმა დახშა, ქრისტემ კი განაღო, რათა შეიცნო, რომ, რაჟამს ინათლები, შენც აღებ მათ.

16-17 და იხილა სული ღმრთისაჲ, გარდამომავალი, ვითარცა ტრედი, მოვიდა და დაადგრა მას ზედა. და ჴმაჲ იყო ზეცით და თქუა. - სული გარდამოდის, რათა დაამოწმოს, რომ ნათელღებული ნათლისმცემელზე უდიდესია, რადგან იუდეველნი ფიქრობდნენ, რომ იოვანე დიდი იყო, ხოლო ქრისტე -არა. ყველამ დაინახა, რომ სული იესოზე...

სრულად ნახვა

მოხსენიებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის