თ ა რ გ მ ა ნ ი: რამეთუ ვინაჲთგან ნათლის-ღებაჲ სინანულისა სასწაული იყო და აღსარებად ცოდვათა მოიყვანებდა, რაჲთა არავინ ჰგონებდეს, თუ იგიცა მითვე გულისსიტყჳთა მოვალს, ვითარცა სხუანი, პირველვე განჰმარტა იჭჳ ესე ნათლისმცემელმან, რაჟამს უწოდა მას „ტარიგად ღმრთისა“ და მჴსნელად სოფლისა ცოდვათაგან, რამეთუ რომელსა ძალედვა ყოვლისა სოფლისა ბრალთა აღებაჲ, უბრალო იყო თავადი და სრულიად უცოდველ. ამისთჳსცა არა თქუა, ვითარმედ: აჰა უცოდველი, არამედ რომელ-იგი ფრიად უაღრეს იყო, ვითარმედ: „აჰა ტარიგი ღმრთისაჲ, რომელმან აიხუნეს ცოდვანი სოფლისანი“; რაჲთა გულისჴმა-ჰყო და შეიწყნარო ყოველივე ზემოთქუმული იგი და სცნა, ვითარმედ სხჳსა უმაღლესისა განგებულებისათჳს მოვიდა ნათლის-ღებად, ამისთჳს, მო-რაჲ-ვიდა, ეტყოდა მას: „მე მიჴმს შენ მიერ ნათლის-ღებად, და შენ ჩემდა მოხუალა?“ არა თქუა, თუ: შენ ნათელ-იღებ ჩემგან, რამეთუ ამისაცა თქუმად შეძრწუნდა, არამედ: „შენ ჩემდა მოხუალო“. ხოლო ქრისტემან, ვითარცა უკუანაჲსკნელ, ოდეს-იგი პეტრე აყენებდა დაბანად ფერჴთა, ჰრქუა მას: „რომელსა მე ვიქმ, არა იცი აწ, ხოლო სცნა ამისა შემდგომად“,...
სახარებაჲ მათესი 3:14
13. მაშინ მოვიდა იესუ გალილეაჲთ იორდანედ იოვანესა ნათლის-ღებად მისგან.14. ხოლო იოვანე აყენებდა მას და ეტყოდა: მე მიჴმს შენ მიერ ნათლისღებაჲ, და შენ ჩემდა მოხუალა?15. მიუგო იესუ და ჰრქუა მას: აცადე აწ, რამეთუ ესრეთ შუენის ჩუენდა აღსრულებად ყოველი სიმართლე. მაშინ მიუშუა მას.
სახარებაჲ მათესი თავი 3