მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

სახარებაჲ მათესი 3:12

11. მე უკუე ნათელ-გცემ თქუენ წყლითა სინანულად. ხოლო რომელი შემდგომად ჩემსა მოვალს, უძლიერეს ჩემსა არს, რომლისა ვერ შემძლებელ ვარ ჴამლთა მისთა ტჳრთვად. მან ნათელ-გცეს თქუენ სულითა წმიდითა და ცეცხლითა.12. რომლისა ნიჩაბი ჴელთა მისთა, განწმიდოს კალოჲ თჳსი და შეკრიბოს იფქლი საუნჯესა, ხოლო ბზე დაწუას ცეცხლითა მით უშრეტითა.13. მაშინ მოვიდა იესუ გალილეაჲთ იორდანედ იოვანესა ნათლის-ღებად მისგან.
სახარებაჲ მათესი თავი 3
12. რომლისა ნიჩაბი ჴელთა მისთა, განწმიდოს კალოჲ თჳსი და შეკრიბოს იფქლი საუნჯესა, ხოლო ბზე დაწუას ცეცხლითა მით უშრეტითა.
თარგმანებაჲ მათეს სახარებისაჲ თავი ია
წმინდა იოანე ოქროპირი
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „რომლისა ნიჩაბი ჴელთა მისთა, განწმიდოს კალოჲ თჳსი და შეიკრიბოს იფქლი მისი საუნჯესა, ხოლო ბზე დაწუას ცეცხლითა უშრეტითა“ (3,12).:

თ ა რ გ მ ა ნ ი: ზემო სატანჯველი ოდენ აჴსენა, ხოლო აქა მსაჯულსაცა გჳჩუენებს და ტანჯვისა მის დაუსრულებელობასა წარმოიტყჳს: „ბზე დაწუასო ცეცხლითა უშრეტითა“. ჰხედავა, ვითარმედ იგი არს უფალი ყოვლისაჲვე და იგი არს მოქმედი ყოველთაჲ, დაღაცათუ სხუასა ადგილსა მამასა იტყჳს მოქმედად: „მამაჲ ჩემი მოქმედი არსო“. რამეთუ ერთ არს ბუნებაჲ და არსებაჲ და ძალი მამისა და ძისაჲ. ხოლო ვინაჲთგან ზემო თქუა, ვითარმედ: „ესერა ცული ძირთა თანა ხეთასა ძეს“, რაჲთა არავინ ჰგონებდეს, თუ შრომაჲ რაჲმე საჴმარ არს მისდა, ამისთჳს სხჳთა სახითა გულისჴმა-გჳყოფს სიადვილესა მას, რომელ არს მისდა ყოველსავე შინა, რავდენი ენებოს ქმნად, და ეგრეთვე განრჩევასა მას კეთილთა და ბოროტ-თასა და განწმედასა სოფლისასა ყოვლისავე არაწმიდებისაგან, და იტყჳს: „რომლისა ნიჩაბი ჴელთა მისთა, განწმიდოს კალოჲ თჳსი და შეიკრიბოს იფქლი მისი საუნჯესა, ხოლო ბზე დაწუას ცეცხლითა უშრეტითა“. რამე-თუ აწ ყოველივე აღრეულად მდებარე არს, დაღაცათუ ბრწყინავს იფქლი იგი, არამედ ბზეს თანააღრეულ არს და ვითარცა კალოსა ზედა ძეს, არა ვითარცა საუნჯესა; ხოლო მაშინ ადვილ და უცთომელ...

სრულად ნახვა
მათეს სახარების განმარტება - თავი III
ნეტარი თეოფილაქტე ბულგარელი
მთ: გვანცა კოპლატაძე
3:11-12 — ქრისტეს ნათლობის ძალა:

11. მე უკუე ნათელ-გცემ თქუენ წყლითა სინანულად. ხოლო რომელი შემდგომად ჩემსა მოვალს, უძლიერეს ჩემსა არს. - წინამორბედმა უთხრა მათ: გამოიღეთ ნაყოფი და აჩვენა კიდეც რომელი ნაყოფი, რწმენა იმისა, ვინც შემდგომად მისა მოვიდოდა, მის შემდეგ კი ქრისტე მოდიოდა. რადგან იგი არა მხოლოდ მასზე ექვსი თვით გვიან იშვა, არამედ გამოჩენითაც პირველად წინამორბედი გამოჩნდა, ხოლო შემდეგ ქრისტე, როგორც თავადვე დაამოწმა.რომლისა ვერ შემძლებელ ვარ ჴამლთა მისთა ტჳრთვად. - მეო, ამბობს იგი, იმის ღირსიც კი არა ვარ, მისი უკანასკნელი მონა ვიყო და მისი ფეხსაცმელები ვატაროო. ფეხსაცმელებში ქრისტეს ორი გარდამოსვლა იგულისხმება: ზეციდან დედამიწაზე და დედამიწიდან ჯოჯოხეთში, რადგან ფეხსაცმელები ხორცის ტყავი და სიკვდილია. წინამორბედს არ შეეძლო ეს ორი გარდამოსვლა ეტვირთა, უკეთუ იმის გულისხმისყოფას, როგორ მოხდა ისინი, ვერ შეძლებდა. მან ნათელ-გცეს თქუენ სულითა წმიდითა და ცეცხლითა, ანუ უშურველად აღგავსებთ თქვენ მადლითა სულისა წმიდისა, მაშინ როცა ჩემი ნათლობა, ამბობს იოვანე, ვერც სულიწმიდის მადლს მოგანიჭებთ და ვერც ცოდვათა შენდობას. ის კი ცოდვათა მიტევებასაც და სულიწმიდის...

სრულად ნახვა
თარგმანებაჲ მათეს სახარებისაჲ თავი ჲზ
წმინდა იოანე ოქროპირი
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „მიუგო იესუ და ჰრქუა მათ: გკითხო მე თქუენცა სიტყუაჲ ერთი; უკუეთუ მითხრათ მე, მეცა გითხრა თქუენ, რომლითა ჴელმწიფებითა ვიქმ ამას. ნათლის-ცემაჲ იოვანესი ვინაჲ იყო: ზეცით ანუ კაცთაგან?“ (21,24-25).:

...(იოან. 1,29) და ვითარმედ: „მე ვიხილე და ვწამე, რამეთუ ესე არს ძე ღმრთისაჲ“. და კუალად თქუა: „ზეგარდამომავალი ყოველთა ზედა არს“; და ვითარმედ: „ნიჩაბი ჴელთა მისთა არს, და განწმინდოს კალოჲ თჳსი“; და „მან ნათელ-გცესო სულითა წმიდითა“. და სხუაჲ ესევითარი მრავალი წამა და ქადაგა წინამორბედმან. უკუეთუმცა ჰრწმენა მისი ჰურიათა, არარაჲ იყო დამაყენებელ ცნობად, თუ რომლითა ჴელმწიფებითა იქმოდა უფალი საქმეთა თჳსთა.

ხოლო ვინაჲთგან არა ინებეს ჭეშმარიტისა სიტყჳსა მიგებაჲ, რამეთუ შორს იყვნეს ჭეშმარიტებისაგან, არამედ უკეთურებით ჰრქუეს, ვითარმედ: „არა უწყით“, არა ჰრქუა უფალმან, თუ: არცა მე უწყი, არამედ ჰრქუა მათ: „არცა მე გითხრაო, რომლითა ჴელმწიფებითა ვიქმ ამას“. რამეთუ უკუეთუმცა უმეცარ იყვნეს, სწავლაჲ ჯერ-იყო; ვინაჲთგან ნეფსით უკე-თურებაჲ შეიმოსეს, სამართლად არარაჲ მიუგო მათ.

იხილეთ უკუე გონებათა მათთა სიბოროტე: არა თქუეს, თუ ნათლისცემაჲ იოვანესი კაცთაგან იყო. არა თუ მას პატივ-სცემდეს, არ...

სრულად ნახვა
თარგმანებაჲ მათეს სახარებისაჲ თავი ლბ
წმინდა იოანე ოქროპირი
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „და ვითარცა იხილა ერი იგი, შეეწყალნეს იგინი, რამეთუ იყვნეს დამაშურალ და დაცჳვნებულ, ვითარცა ცხოვარნი, რომელ-თა არა აქუნ მწყემსი. მაშინ ჰრქუა მოწაფეთა თჳსთა, ვითარმედ: სამკალი ფრიად არს, ხოლო მუშაკნი - მცირედ. ევედრენით უფალსა სამკლისასა, რაჲთა გამოავლინნეს მოქმედნი სამკალსა თჳსსა. და მოუწოდა ათორმეტ-თა მოწაფეთა თჳსთა და მისცა მათ ჴელმწიფებაჲ სულთა ზედა არაწმიდა-თა, რაჲთა განასხმიდენ მათ და განჰკურნებდენ ყოველთა სენთა და უძლურებათა“ (9,36-10,1).:

...ლი, იგი არს უფალი სამკლისაჲ მის, იგი არს მეუფე წინაჲსწარმეტყუელთაჲ, რომელმანცა პირველად მთესვარად მოავლინნა იგინი, ვითარცა-იგი იოვანე კეთილსა მას მუშაკთმთავრობასა მისსა გამოაჩინებს, ვითარმედ: „ნიჩაბი ჴელთა შინა მისთა, და განწმიდოს კალოჲ თჳსი და შეკრიბოს იფქლი მისი საუნჯე-თა, ხოლო ბზე დაწუას ცეცხლითა უშრეტითა“.

გარნა ესე საძიებელ არს, თუ ვითარ მუშაკად რაჲ სახელ-სდვა მოწაფე-თა და თქუა: „სამკალი ფრიად არს, ხოლო მუშაკნი - მცირედ. ევედრენით უფალსა სამკლისასა, რაჲთა გამოავლინნეს მოქმედნი სამკალსა თჳსსა“, არავე შეჰმატნა მუშაკნი იგი, არამედ მასვე რიცხუსა ზედა ათორმეტთასა დაიცვნა. ესრეთ უკუე გულისჴმა-ვყოთ: ჰრქუა რაჲ, ვითარმედ: „ევედრენით უფალსა სამკლისასა“, გულისჴმა-უყო, ვითარმედ იგი თავადი არს უფალი სამკლისაჲ. ამისთჳს დაღაცათუ ვედრებაჲ უბრძანა, რაჲთა ცნან ნიჭისა მის სიმაღლე, არამედ თჳნიერ ვედრებისაცა მათისა მან თავადმან ყო საქმისა მის მოღუაწებაჲ და შემატებაჲ იგი მუშაკთა მათ საღმრთოთაჲ. ხოლო ნუ იტყჳ, თუ: არა შეჰმატა მათ; ჰე, ფრიად შეჰმატა და ფრიად განამრავლნა ათორმეტნი იგი, არა თუ რიცხჳთა, არამედ შემატებითა მით და მიმადლებითა ძალისა და მადლისაჲთა; რამეთუ ესე იყო ჭეშმარიტად საკჳრველი შემატებაჲ, რომელ ათორმეტნი მძლედ და დამმორჩილებელად ყოვლისა...

სრულად ნახვა