მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

სახარებაჲ მათესი 28:9

8. ხოლო იგინი გამოვიდეს ადრე მიერ საფლავით შიშითა და სიხარულითა დიდითა, მირბიოდეს თხრობად მოწაფეთა მისთა.9. და ვითარ-იგი მივიდოდეს თხრობად მოწაფეთა მისთა, და აჰა იესუ შეემთხჳა მათ და ჰრქუა: გიხაროდენ! ხოლო იგინი მოვიდეს და შეუვრდეს ფერჴთა მისთა და თაყუანის-სცეს მას.10. მაშინ ჰრქუა მათ იესუ: ნუ გეშინინ, წარვედით და უთხართ ძმათა ჩემთა, რაჲთა წარვიდენ გალილეას და მუნ მიხილონ მე.
სახარებაჲ მათესი თავი 28
9. და ვითარ-იგი მივიდოდეს თხრობად მოწაფეთა მისთა, და აჰა იესუ შეემთხჳა მათ და ჰრქუა: გიხაროდენ! ხოლო იგინი მოვიდეს და შეუვრდეს ფერჴთა მისთა და თაყუანის-სცეს მას.

განმარტებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის

თარგმანებაჲ იოანეს სახარებისაჲ თავი პვ
წმინდა იოანე ოქროპირი
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „განიხარეს მოწაფეთა, იხილეს რაჲ უფალი“ (20,20).:

...(იოან. 20,19,21,26) რაჲთამცა ბრძოლისა მის საძლეველად და ნუგეშინისსაცემელად მისცა მშჳდობაჲ, რამეთუ ესე სიტყუაჲ ჰრქუა პირველვე ყოვლისა, აღდგა რაჲ. ამისთჳს პავლე მოციქული მარადის ამას იტყჳნ, ვითარმედ: „მადლი თქუენდა და მშჳდობაჲ“, ხოლო დედათა უფალმან პირველ ყოვლისა სიხარული ახარა, რამეთუ მწუხარებასა შინა იყო იგი ნათესავი. და ამისთჳს შემსგავსებულად მამათა ბრძოლისა ახარა მშჳდობაჲ, ხოლო დედათა მწუხარებისათჳს ახარა სიხარული, და რამეთუ ყოველივე რაჲ წარჰმართა, აწ იტყჳს საქმესა მას ჯუარისასა, ვითარმედ: „მშჳდობაჲ თქუენ თანა!“ ხოლო ვინაჲთგან ყოველი დამაყენებელი საქმჱ დაჴსნილ იყო და ძლევაჲ იგი ბრწყინვალედ იქმნა, მერმე ჰრქუა მათ:

ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „ვითარცა მომავლინა მე მამამან, მეცა წარგავლინებ“ (20,21).

თ ა რ გ მ ა ნ ი: ესე იგი არს, ვითარმედ: არღარაჲ არს თქუენ ზედა სიძნელჱ, ვინაჲთგან მე მიძლევიეს და წარგავლინებ. და ამას ადგილსა ახარებს სულსა მათსა და მხიარულ-ჰყოფს, რაჟამს ესმა მათ, ვითარმედ თავადისა უფლისა საქმესა ეგულების ქმნად, და არღარა ევედრების მამასა, არამედ ჴელმწიფებით მისცემს მათ მადლსა და ძალსა. რამეთუ იტყჳს მახარებელი:

ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „და ვითარცა ესე თქუა, ჰბერა მათ და ჰრქუა: მიიღეთ სული წმი...

სრულად ნახვა