...ყა, ვითარმედ პირველ ზეცით გარდამოსლვისა ანგელოზისა მის აღდგა უფალი საფლავისა მისგან დაბეჭდულისა, ვითარცა-იგი მოწაფეთაცა წარმოუდგა ბჭეთა ჴშულთა. ამისთჳსცა ეტყოდა ანგელოზი: „ვიცი, რამეთუ იესუს ჯუარცუმულსა ეძიებთ. არა არს აქა, რამეთუ აღდგა, ვითარცა თქუა“. რომელ-ესე პირველ მისისა მოსლვისა აუწყებდა ყოფად აღდგომასა.
ხოლო „მწუხრი შაბათსა“ არა მიმწუხრსა მოასწავებს შემდგომად დასლვისა მზისა, არამედ გარდასლვასა ფრიადისა ღამისასა, რამეთუ ყოველსავე ღამესა მწუხრ ეწოდების წერილთა შინა. ამისთჳსცა შესძინა, ვითარმედ: „რომელი განთენებოდა ერთშაბათად“, რომელ არს კჳრიაკე, რამეთუ მას ეწოდების ერთშაბათ, და მის გამო მეორესა დღესა - ორშაფათ, და სამშაფათ, და ესრეთ შემდგომითი შემდგომად; ჩანს უკუე, ვითარმედ არა მწუხრისა ჟამსა იტყჳს, არამედ განზოგებასა ღამისასა, გინა თუ უმეტესცა, იტყჳს „მწუხრი შაბათსა“.
და კუალად ესეცა უწყოდეთ, ვითარმედ უმეტესად ესრეთ პოვნილ არს აღწერილი სახარებათა შინა პირველთა: არა „მწუხრი შაბათსა“, არამედ „მწუხრი შაბათთა“, ესე იგი არს, აღსრულებასა შჳდეულისასა. რამეთუ, ვითარცა ვთქუ, ყოველთა დღეთა ესრეთ ეწოდების: ერთშაბათ, რომელ არს კჳრიაკე, ორშაბათ, სამშაბათ... ესრეთ ყოველსავე შჳდეულს...