...ესე საქმენი კაცთანი არიან, არამედ ესე ყოველი მათთჳს თქუა და გონებისა მათისათჳს, რაჲთამცა ყვნა, რომელ უმეტესსა შეწევნასა მოელოდეს, ვინაჲთგან იგი წარვიდა. ამისთჳს იტყჳს, ვითარმედ: „ოდეს მე ვიყავ, ვჰფარევდი მათ“; და კუალად მათ ჰრქუა, ვითარმედ: „მოვალ თქუენდა და თქუენ თანა ვიყო ვიდრე აღსასრულადმდე სოფლისა“. და ვითარ იტყოდა ამათ სიტყუათა, უკუეთუმცა თჳთ დაუტევებდა? არამედ, ვითარცა ვთქუ, მათისა იჭჳსაებრ იტყოდა, რაჲ-თა განიხარონ მცირედ, და მწუხარებასა მათსა ნუგეშინი-სცეს, რაჟამს ესმეს, ვითარმედ მამასა შეჰვედრებდა. რამეთუ ვინაჲთგან მრავალნი ნუგეშინის-ცემისა სიტყუანი ესმნეს მისგან და არა ჰრწმენა, ამისთჳს აწ მამასა ეტყჳს მათთჳს, რაჲთა უჩუენოს მათ სიყუარული თჳსი მათა მიმართ. ვითარ იტყოდა, რამეთუ: ვინაჲთგან თავისა შენისა მიმიწოდ, დაიცვენ ესენი, რამეთუ მე შენდა მოვალ? რასა იტყჳ, და შენ ვერ ძალგიცა დაცვაჲ მათი? - ჰე, ძალ-მიცო. - და რაჲსა იტყჳ სიტყუათა ამათ? - ამისთჳსო, „რაჲთა აქუნდეს სიხარული ჩემი სავსებით მათ შორის“ (17,13) და არა ეშინოდის, რამეთუ ჯერეთ არღა სრულქმნულ არიან. ხოლო ამას ყოველსა უფალი მათისა სიხარულისა და განსუენებისათჳს იტყოდა, რამეთუ თქუა, ვითარმედ: „მე არა სოფელსა შინა ვარ, და ესენი სოფელსა შინა არიან“ (17,11). და იგინი ამა...
სახარებაჲ მათესი 28:20
განმარტებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის
...რს სიტყუაჲ იგი, თუ: „თქუენ თანა ეგოს“. ხოლო „სულად ჭეშმარიტებისა“ უწესს, რაჲთა ამის მიერ სახენი იგი ძუელნი მოასწავნეს.
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „და თქუენ თანა იყოს“ (14,17).
თ ა რ გ მ ა ნ ი: რაჲ არს სიტყუაჲ ესე, ვითარმედ: „თქუენ თანა“? გარნა ესე, რომელსა თავადი იტყოდა, ვითარმედ: „აჰა ესერა მე თქუენ თანა ვარ“, და კუალად ამასცა მოასწავებს, ვითარმედ: არა თუ ესე იქმნას მის ზედა, რაჲ-ესე ჩემ ზედა იქმნა, არცა განგეშოროს თქუენ.
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „რომელი სოფელსა ვერ ჴელ-ეწიფების მოღებად, რამეთუ ვერ ჰხედავს მას“ (14,17).
თ ა რ გ მ ა ნ ი: ამას ადგილსა „ხედვად“ გულისხმის-ყოფასა იტყჳს, ამისთჳს შესძინა და თქუა, ვითარმედ: „არა იცის იგი“, რამეთუ მრავალგზის ჭეშმარიტსა ცნობასა „ხედვად“ უწესს წერილი. ხოლო „სოფლად“ ამას ადგილსა უკეთურთა იტყჳს და ამისთჳსცა საქმით ნუგეშინის-სცემს უმეტესსა მას სხუათაგან ნიჭსა მას ესრეთ მაღალსა. იხილე, რაოდენი-თა სახითა აღამაღლა მისთჳს თქუმული იგი სიტყუაჲ, რამეთუ თქუა, ვითარმედ: „სხუაჲ ნუგეშინისმცემელი მათი, ვითარცა მე“; და თქუა, ვითარმედ: „არა დაგიტევნე თქუენ“; და თქუა, ვითარმედ: „თქუენდა მომართ ოდენ მოვალს“; თქუა უკუე, ვითარმედ: „თქუენ თანა ეგოს“, და ვერცა ესრეთ განუქარვა მწუხარებაჲ მათი, რამეთუ მასვე თავადსა ეძიე...
...ილთა საქმეთა, რამეთუ „სარწმუნოებაჲ თჳნიერ საქმეთა მკუდარ არს“, ვითარცა-იგი საქმენი - თჳნიერ სარწმუნოებისა.
და ესე არს ბრძანებაჲ უფლისა და მაცხოვრისა ჩუენისა იესუ ქრისტესი, რომელ უბრძანა მოციქულთა, ვითარმედ: „ასწავებდითო დამარხვად ყოველი, რავდენი გამცენ თქუენ“; ესე იგი არს სარწმუნოებაჲ მართალი და საქმენი კეთილნი.
ხოლო ვინაჲთგან დიდთა და მაღალთა საიდუმლოთა და მცნებათა ღმრთივშუენიერთა უბრძანა სწავლად ყოვლისა სოფლისა, ამისთჳს განამტკიცებს და განაძლიერებს გონებათა მათთა და ეტყჳს:
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „და აჰა ესერა მე თქუენ თანა ვარ ყოველთა დღეთა და ვიდრე აღსასრულადმდე სოფლისა. ამენ“ (28,20).
თ ა რ გ მ ა ნ ი: იხილეა დიდებული ესე ჴელმწიფებაჲ? მე თქუენ თანა ვარო ყოვლადვე, ნუ გეშინინ, ნუცა შეორგულდებით, თუ ვითარმცა თქუენ, მცირედთა და უსწავლელთა, შეუძლეთ ამის საქმისა ქმნად, რაჲთამცა მოიმოწაფენით ყოველნი წარმართნი და ნათელ-ეცით და ასწავეთ დამარხვად მცნებათა ჩემთა. რამეთუ ვინაჲთგან მე თქუენ თანა ვარ, ესე ყოველი ადვილად აღესრულოს.
ხოლო არა მოციქულთა თანა ოდენ თქუა ყოფად, არამედ ყოველთა მორწმუნეთა, რომელნი იქმოდინ მცნებათა მისთა; რამეთუ ამისთჳს შესძინა, ვითარმედ: „აღსასრულადმდე სოფლისა“.
არა...
...ა ჩემდამო“. ჰხედავა, რამეთუ ნუგეშინის-ცემისა მისისათჳს თქუა, თუ: „მე არა მარადის თქუენ თანა ვარ“. რამეთუ საცნაურ არს, ვი-თარმედ მარადის ჩუენ თანა არს, ვითარცა იტყჳს თავადი, ვითარმედ: „აჰა ესერა მე თქუენ თანა ვარ ყოველთა დღეთა და ვიდრე აღსასრულადმდე სოფლისა“.
ამის ყოვლისაგან ცხად არს, ვითარმედ ესე იყო პირი სიტყუათა მის-თაჲ, რაჲთა სარწმუნოებაჲ დედაკაცისაჲ მის, მაშინ აღმოცენებული, არა განაჴმოს შერისხვამან მოწაფეთამან. ხოლო ჩუენ ნუ შემოვიღებთ შორის სიტყუათა ამათ, რომელნი განგებულებითა რომლითამე თქუმულ არიან; არამედ რომელნი-იგი შჯულად და წესად მოცემულ არიან მორწმუნეთადა, ახალსაცა შინა რჩულსა და ძუელსაცა, მოწყალებისათჳს, იგინი აღმოვიკითხნეთ; და ფრიადი მოსწრაფებაჲ ვაჩუენოთ ამას საქმესა ზედა, რამეთუ განმწმედელი არს ცოდვათაჲ საქმე ესე, ვითარცა იტყჳს, ვითარმედ: „მიეცით მოწყალებაჲ, და ყოველივე წმიდა იყოს თქუენდა“.
ესე უაღრეს მსხუერპლებისა არს, ვითარცა იტყჳს: „წყალობაჲ მნებავს და არა მსხუერპლი“. ესე ცათა განახუამს, ვითარცა იტყჳს: „ლოცვანი ეგე შენნი და ქველისსაქმენი აღვიდეს საჴსენებელად შენდა წინაშე ღმ...
...რთნი და ნათელ-სცემდით მათ სახელითა მამისაჲთა და ძისაჲთა და სულისა წმიდისაჲთა; და ასწავებდით მათ დამარხვად ყოველი, რავდენი გამცენ თქუენ“. რამეთუ შემდგომიცა ამისი სიტყუაჲ, ვითარმედ: „აჰა ესერა მე თქუენ თანა ვარ ყოველთა დღეთა ვიდრე აღსასრულადმდე სოფლისა“, არა მათდა მიმართ ხოლო იყო, არამედ მათ მიერ ყოველთა მორწმუნეთა მიმართ; და ოდეს ჰნატრიდეს მათ დევნულებათათჳს და ყუედრებათა, არა მათ ოდენ ეტყჳს, არამედ ყოველ-თა, რომელნი სახელისა მისისათჳს იდევნებიან და იტანჯებიან. ეგრეთვე მცნებანი ესე და მოძღურებანი, რომელნი მათ უბრძანნა, ჩუენ ყოველთა მომართ არიან, რამეთუ ყოველსავე კაცთა ბუნებასა ასწავლიდა, ვითარცა-იგი ყოვლისა მის კაცობრივისა ბუნებისა ჰნებავს ცხორებაჲ. ამისთჳს გულსმოდგინედ და გულისჴმის-ყოფით ვისმინნეთ საკჳრველნი იგი სიტყუანი და სულთა განმანათლებელნი მცნებანი, ვისმინნეთ, მორწმუნენო, და აღსრულებად ვისწრაფოთ.
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „ნეტარ იყვნენ გლახაკნი სულითა, რამეთუ მათი არს სასუფეველი ცათაჲ“ (5,3).
თ ა რ გ მ ა ნ ი: ვინ არიან გლახაკნი სულითა? მდაბალნი და შემუსრვილნი გონებითა, რამეთუ სულად აქა შინაგანსა მას გონებასა და ნებასა სულისასა სახელ-სდვა. ვინაჲთგან მრავალნი არიან მდაბალნი...
...მის საქმისასა დაამტკიცებს, უკუეთუ სხუაჲ არარაჲ შესძინოს. და მრავალი მაქუს ამის სიტყჳსა სახე წმიდათა წერილთაგან, რომელთაგან მცირედი ვთქუა გულისჴმისსაყოფელად სახეთა მათ სიტყუათასა. ჰრქუა უფალმან მოციქულთა შემდგომად მკუდრეთით აღდგომისა: „აჰა ესერა მე თქუენ თანა ვარ ყოველთა დღეთა და ვიდრე აღსასრულადმდე სოფლისა“. რაჲ არს ესე? ნუუკუე შემდგომად სოფლისა აღსრულებისა განეშოროსა უფალი მათგან? და ვითარ ეგების ესე მოგონებადცა? და კუალად იტყჳს დავით წინაწარმეტყუელი: „ჰრქუა უფალმან უფალსა ჩემსა: დაჯედ მარჯუენით ჩემსა, ვიდრემდის დავსხნე მტერნი შენნი ქუეშე ფერჴთა შენთა“. ეწამების მას მოციქული პავლე და იტყჳს: „რამეთუ ჯერ-არს მისა სუფევაჲ, ვიდრემდე დაისხნეს მტერნი მისნი ქუეშე ფერჴთა მისთა“. რასა იტყჳთ ამისთჳს? ნუუკუე სთქუათა, ვი-თარმედ ჯდეს იგი მარჯუენით მამისა და სუფევდეს, ვიდრემდე დაემორ-ჩილნენ მტერნი მისნი, და მერმე აღდგეს მარჯუენით ჯდომისაგან, ანუ არღარა სუფევდესა? რომელმანმცა ეშმაკმან მოიგონა ესე ანუ იკადრამცა თქუმად? ჵ თქუენ, ეშმაკთა უურცხჳნესნო!
და კუალად წერილ არს დაბადებასა შინა: „არა მოიქცა ყორანი იგი ნოესა, ვიდრემდე განჴმა ქუეყან...